ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე გვქონდა საუბარი იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა დედაეკლესიას. ამჯერად, კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან ათეულობით ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. ფოფხაძეების ეს გვარი დასავლეთ საქართველოდან, რაჭიდან, სოფელ ბარეულიდან მომდინარეობს. მათ პირადი მაგალითითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში.
საარქივო მასალებიდან ვგებულობთ, რომ ფოფხაძეების ამ შტოდან პირველი მოძღვარი გახლდათ იოანე კაციას ძე ფოფხაძე, რომელიც 1786 წელს იმერეთის სამეფოში, რაჭის სოფელ ბარეულში საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მღვდელ გიორგი დვალთან ისწავლა. 1804 წელს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა. 1805 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ბარეულის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა, 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. მამა იოანეს ჰყავდა ოთხი ძე: ოქროპირი (1816), მღვდელი გიორგი (1820), მღვდელი ლუკა (1830) და. იოსები (1833).
მღვდელი გიორგი ფოფხაძე 1819 წელს დაიბადა. დაამთავრა რაჭის ორკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი თავის მამასთან ისწავლა. 1846 წლის 11 მაისს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1847 წლის 14 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და გორისუბნის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1859 წლის 25 მაისს ღადიშის წმ, გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1877 წლის 1 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1887 წელს მოხუცებულობის გამო პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1906 წელს. ჰყავდა მეუღლე ელენე ლავროსის ასული (1820) და შვილი -– მღვდელი გაბრიელი.
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 5-11მარტი 2015წ გვ.18
ფოფხაძეების სასულიერო გვარი (გაგრძელება)
მღვდელი გაბრიელ ფოფხაძე 1848 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი. საეკლესიო გალობა და ტიბიკონი ქუთაისის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1869 წლის 4 აპრილს, ბარეულის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1875 წლის 20 მარტს შტატში დაამტკიცეს. 1882 წლის 20 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1887 წლის 29 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ღადიშის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში დანიშნა. 1901 წლის 30 აგვისტოს საგვერდულით დაჯილ- დოვდა. 1906 წელს რუსეთის პირველი რევოლუციის დროს მთელი საქართველო ცეცხლში გაეხვია. ალიხანოვ–ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციას უამრავი ადამიანი შეეწირა. დააპატიმრეს რამდენიმე სასულიერო პირი და დაარბიეს მათი სახლ-კარი. ამ ტალღაში მოჰყვნენ ბარეულში მცხოვრები ფოფხაძეებიც. 1906 წელს გაზეთი „მეგობარი“ წერდა: „სოფ. ბარეულში მიუცვივდნენ მღვდელ გაბრიელ ფოფხაძეს. ჯერ მოსთხოვეს იარაღი და როცა ამაზე უარი მიიღეს, ზალაში გაიტანეს წიგნები, ქვეშაგები და წაუკიდეს ცეცხლი. ცეცხლმა კინაღამ სახლიც იმსხვერპლა. ამას რომ მორჩნენ, ჩალეწეს ფანჯრის შუშები და დაამტვრიეს ზალაში ლამპა. საქმე იმით დააგვირგვინეს, რომ მოხუცებულ მღვდელ გაბრიელ ფოფხაძეს თოფის კონდახი ჩაჰკრეს გვერდში, ხოლო მისი ასი წლის მამას, მღვდელ გიორგის სცემეს“. როგორც ამ წერილიდან ვხედავთ, რუსი ჯარისკაცები სასტიკად გაუსწორდნენ მოძღვრის ოჯახს. ამ ამბიდან მღვდელ გიორგის დიდხანს აღარ უცოცხლია, მალევე გარდაიცვალა. თავად მღვდელი გაბრიელი 1909 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას ჰყავდა მეუღლე გულქან მათეს ასული (1849) და შვილები: მღვდელი ვლადიმერი, დეკანოზი ამბროსი და მღვდელი ზოსიმე. მღვდელი გაბრიელის სამი ვაჟი სასულიერო პირი გახდა, მათგან ანაფორა კი მხოლოდ დეკანოზმა ამბროსი ფოფხაძემ შეინარჩუნა.
უფროსი ვაჟი მღვდელი ვლადიმერ ფოფხაძე 1867 წლის 10 იანვარს დაიბადა. თავდაპირველად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1889 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ხუთი კლასი. 1890 წლის 2 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 17 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ბოსტანას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში განამწესა. 1890 წლის 15 ოქტომბერს სადმელის ოლქის სამღვდელოებამ იმერეთის ეპარქიის საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია. 1891 წლის 22 თებერვალს ხვანჭკარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1891 წლის 31 აგვისტოს იმერეთის ეპარქიის მზრუნველობამოკლებულ სასულიერო პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებელი კომისიის წევრად დაინიშნა, სადაც 1897 წლამდე იმუშავა. 1895 წლის 22 თებერვალს სადმელის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედვე- ლად დაინიშნა. 1896 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი უბოძეს. 1897 წლიდან მთელი რაჭის მაზრის სკოლების ზედამხედველია. 1898 წლის 8 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1899-1906 წლებში სადმელის ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვარია. 1902 წლის 13 თებერვლიდან რაჭის მაზრის სასულიერო გამომძიებელია. 1902 წლის 2 მარტს სკუფია უბოძეს. 1905 წლის 5 სექტემბრიდან კვაცხუთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. მღვდელი ვლადიმერი გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძის მკვლელობას და 1908 წლის 2 მარტს საკმაოდ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა ჟურნალ „შინაურ საქმეებში“. იგი წერდა: „ილია ჭავჭავაძის უეცარმა და მხეცურმა სიკვდილმა თავის დროზე ააღელვა საზოგადოდ მთელი კავკასია და, კერძოდ, მთელი ქართველობა. და ჩვენც ნებას ვაძლევთ ჩვენს თავს, ეხლა მაინც გაუზიაროთ ჩვენი შთაბეჭდილებანი ახალი ჟურნალის მკითხველებს ქართული მწერლობის ასეთ სამწუხარო და მძიმე დანაკარგის გამო. შესაძლებელია ვინმე გულუბრყვილომ იფიქროს, რა დამოკიდებულება აქვს ჭავჭავაძის სიკვდილს ხალხის დღევანდელ გაჭირვებულ მდგომარეობასთან, რომელსაც ამ შავბნელ დროს დღიური არსებობის საკითხები უფრო აინტერესებს, ვინემ წმიდა ლიტერატურულირთრ? მაგრამ ეს ასე, ზერელე შეხედვით ეჩვენება დაუკვირვებელ მკითხველს. საჭირო არის ჩაუკვირდეთ და ღრმად შევიგნოთ მოვლენათა სული და გული და თავი გავითავისუფლოთ იწრო პარტიულ შეხედულებათაგან, და ისე ერთობით განვიხილოთ საზოგადო მოვლენათა თვითეული დარგი მათ ურთიერთშორის დამოკიდებულებაში და ჩვენ შევიგნებთ, რომ ისეთმა მწერალმა, როგორიც განსვენებული ჭავჭავაძე იყო, სამართლიანად უნდა დაიჭიროს საპატიო ადგილი იმ საზოგადო მოღვაწეთა შორისაც, რომლებიც იღვწიან საზოგადოების ნივთიერ წარმატებისათვის. თუ თვალს გადავავლებთ კაცობრიობის ისტორიას, დავრწმუნდებით, რომ მწერალთა ქმნილებანი შეადგენენ ნივთიერ პროგრესის ერთ უძლიერეს ფაქტორს. ასეთ წიგნებში პირველი ადგილი, რასაკვირველია, უკავია ბიბლიას, იმ დიად წიგნს,
9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 5-11მარტი 2015წ გვ.19
ფოფხაძეების სასულიერო გვარი (გაგრძელება)
ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე გვქონდა საუბარი იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა დედაეკლესიას. ამჯერად, კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან ათეულობით ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. ფოფხაძეების ეს გვარი დასავლეთ საქართველოდან, რაჭიდან, სოფელ ბარეულიდან მომდინარეობს. მათ პირადი მაგალითითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში. რომელიც ღვთის სიტყვათ, საღმრთო განცხადებად ითვლება. ჩვენ იმ ზომამდე ვართ ამ წიგნით მოხიბლული, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ მოეწყობოდა ჩვენი ცხოვრება, ეს წიგნი რომ არ ყოფილიყო. ჩვენშიაც, რასაკვირველია, დიდი გავლენა იქონიეს და ისეთივე სამსახური გაუწიეს ქვეყანას ჩვენი მწერლების ჰაზრთა და იდეათა დაწყებული საღვთო წერილის მთარგმნელებიდან ილია ჭავჭავაძემდის, რომლის მადლიანმა შემოქმედებითმა ნიჭმა სულ ახალი ხანა შეჰქმნა ქართულ მწერლობაში. ამ ჰაზრის მიხედვით, ჩვენ ვგლოვობთ ჩვენ ბუმბერაზ მწერალ ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც ყველა ჩვენ მწერლებზე მეტი იშრომა საზოგადოების ზნეობრივ, გონებრივ და ყოველმხრივ აღზრდისათვის. მთელი ლიტერატურული მოღვაწეობა განსვენებულისა სხვა არა იყორა, გარდა სიმართლისათვის თავგანწირული ბრძოლისა. იგი სამართლიანად ითვლება ქართველი ერის გულის მესაიდუმლედ. არ დარჩენილა კუთხე ჩვენის ქვეყნისა, რომ მისი წინასწარმეტყველური აზრები არ მისწდომოდეს. ის გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს ცხოვრების მიმდინარეობას და შეუდარებელ პოეტურ თხზულებებში ცოცხლად ხატავდა ცხოვრების მაჯისცემას. ილია ჭავჭავაძის მსოფლშეხედულების უმთავრეს საგანს შეადგენდა უარყოფა დღევანდელ წესწყობილებისა და სურვილი, ახალ საუკეთესო ხანის დამყარებისა, სადაც აღარ უნდა ყოფილიყო გაუგებრობა, როგორც წოდებრივ, ისე საზოგადო ნიადაგზე აღმოცენებული. ეჭვი არ არის, ჰაზრი და გრძნობანი, რომლებიც თავის სიცოცხლის განმავლობაში ასე ძლიერად ამოქმედებდენ განსვენებულს და რომლებიც უთვალავს მკითხველებს ღრმად აქვს გულში ჩაჭრილი, ადრე იქნება თუ გვიან, ჰპოებენ თავის განხორციელებას და გამოიღებენ ცხოვრების თვითოეულ სფეროში შესაფერ ნაყოფს“. მღვდელი ვლადიმერი 1909 წელს იყო იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების 50-ე ყრილობის თავმჯდომარე. 1911 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა დიდმა ქართველმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა, რომელსაც ღირსეული დახვედრა მოუწყეს ამ კუთხეში. ნიკორწმინდაში სტუმრად მყოფ პოეტს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მამა ვლადიმერმა: „ჩვენი სამშობლოს დიდებავ და სიამაყევ, მგოსანო აკაკი! ნება მიბოძეთ, ორიოდე სიტყვით გამცნოთ ის გრძნობა, რომელიც თქვენმა მობრძანებამ ჩვენში აღძრა. დღიდან თავის გაჩენისა, რაჭა არ ღირსებია თქვენისთანა სტუმარს. დაფასება თქვენი მნიშვნელობისა და ღვაწლისა მე არ ძალმიძს და აქ არც დრო და არც ადგილი არის. ვისაც კი ქართული ანბანი დაუძლევია, ყველამ იცის, როგორი სამსახური მიგიძღვის ქართველი ერისადმი. დიდი ხანი არ არის მას აქეთ, რაც მთელმა საქართველომ დიდებულად იდღესასწაულა თქვენი 50 წლის მოღვაწეობის იუბილე, რითაც მან ცხადად დაამტკიცა, რომ იგი კიდევაც გამოფხიზლებულია. იუბილეს შემდეგ ჩვენი სამშობლოს კუთხეებმა მიგიწვია და შესაფერისი პატივი გცა, რაჭას ყველაზედ ბოლოს ხვდა წილად ბედნიერება თქვენი მოწვევის. მართალია, ჩვენი დახვედრა და დღესასწაული გარეგნულად დიდებული და ბრწყინვალე არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, გულწრფელია და რაც შეიძლება ვცდილობთ, გამოვხატოთ თქვენდამი უზომო სიყვარული. ვუსურვებთ რაჭას თქვენისთანა საყვარელი სტუმრების არაიშვიათ წვევას, რათა ასეთი გმირების შრომისა და ღვაწლის ნაყოფით მალე და დროზე ღირსებოდეს თავისი სატრფო ნესტან-დარეჯანის ქაჯთაგან განთავისუფლებას და მასთან ერთად ზნეობით, გონებით და ქონებით წინსვლასა თქვენ კი, ძვირფასო მგოსანო, გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა თქვენის სიმთა ჟღერით კიდევ დიდხანს დატკბარიყოს ქართველი ერი“. 1915 წლის 17 მაისს მამა ვლადიმერის ლოცვაკურთხევითა და რჩევით, კვაცხუთის წმ. გიორგის ეკლესიის მრევლმა დაადგინა, რომ ამიერიდან ჩვეულებრივი წვეულება -- დღეობა აღარ გადაიხადონ აგვისტოს, ფერისცვალების დღეს, რადგან დღეობის გამართვა მარიამობის მარხვაში, არაქრისტიანულია და შეუფერებელი. ნაცვლად ამისა, წმ. გიორგის ეკლესიის მრევლმა ადგილობითი ეკლესიის დღეობად დააწესა 10 ნოემბერი. განაჩენებაში ეწერა, რომ
9-3 საპატრიარქოს უწყებანი N9 5-11მარტი 2015წ გვ.20
ფოფხაძეების სასულიერო გვარი (დასასრული)
ვინც ამ წესს დაარღვევდა და 6 აგვისტოს მოიწვევდა სტუმრებს, კვაცხუთის ეკლესიის სასარგებლოდ გადაიხდიდა ჯარიმას 50 მანეთს. მღვდელი ვლადიმერი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. 1916 წელს გაზეთი „მეგობარი“ წერდა: „სოფ. წესში 27 დეკემბერს მოხდა საზოგადოების კრება, რომელსაც ძლიერ ბევრი ხალხი დაესწრო. კრებას ხელმძღვანელობდა ბატ. მ. ი. ბაქრაძე და მამა ვლ. ფოფხაძე. სხვა მორიგი საქმეების გარდა, ყრილობაზე გადაწყდა კოოპერაციის დაარსება. თაოსნებმა კრებას განუმარტეს კოოპერაციის მნიშვნელობა, რასაც ხალხი აღტაცებით შეხვდა და მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როცა იგი ეღირსებათ სოფლელებს, იფარონ თავი გათამამებული ვაჭრების თარეშობიდან. დიდი მადლობის ღირსია მამა ვლადიმერ ფოფხაძე და ბატ. ბაქრაძე, რომელთაც ამ ძლიერ სასარგებლო საქმეს ჩაუყარეს საფუძველი“. მღვდელი ვლადიმერი ესწრებოდა 1920 წლისა და 1921 წლის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებს. 1922 წელს ნიკორწმინდის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. XX ს-ის 20-იან წლებში გაიხადა ანაფორა და კერძო ცხოვრებას ეწეოდა. ჰყავდა მეუღლე ბაბილინა სპირიდონის ასული (1869) და შვილები: ალექსანდრე (15.04.1891), თამარი (2.03.1898) და მარიამი (18.03.1902).
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 12-18 მარტი 2015წ გვ.17
ფოფხაძეების სასულიერო გვარი
II ნაწილი
მეორე ვაჟი - დეკანოზი ამბროსი ფოფხაძე 1869 წელს დაიბადა. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. 1892 წლის 29 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სტიქარი უკურთხა. 1892 წელს სემინარია | ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1893 წლის 31 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 7 თებერვალს კი მღვდლად დაასხა ხელი და ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1895 წლის 21 ნოემბერს იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი), საეპარქიო სასწავლო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მამა ამბროსი რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების სამეთვალყურეო საბჭოში შეიყვანა. 1897 წლის 10 დეკემბერს ნიკორწმინდის ოლქის სამღვდელოებამ სულიერ მოძღვრად აირჩია. 1893-1902 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში იყო რაჭის მაზრის სამღვდელოების დეპუტატად. 1898 წლის 8 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1901 წლის 27 აგვისტოს ნიკორწმინდის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამ-
10-1 საპატრიარქოს უწყებანი N10 12-18 მარტი 2015წ გვ.18
ფოფხაძეების სასულიერო გვარი (გაგრზელება)
გედ და საღვთო სჯულის პედაგო- გად დაინიშნა. 1904 წლის 3 მაისს სკუფია უბოძეს. 1904 წლის 4 მა- ისს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს. 1904-1905 წლებში იყო იმერეთის ეპარქიის სანთლის ქარხნის საწყობის გამგე. 1905 წლის 16 მაისს ქვიტირის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1907 წლის 2 მარტს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების 47-ე ყრილობაზე გამოეცხადა მადლობა სანთლის საწყობში კარგი მუშაობისათვის. ამავე ყრილობაზე იმერეთის საეპარქიო ქალთა სასწავლებლის საბჭოს წევრად აირჩიეს. 1907 წლის 7 მარტს ზემო ქვიტირის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წლის 7 მაისს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანების საფუძველზე იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) საეკლესიო წესების დარღვევისათვის შეუჩერა მღვდელმოქმედება. 1911 წლის 2 ივლისს გაამართლეს და დაუბრუნდა მღვდელმსახურების უფლება. იგი კვლავ ზემო ქვიტირის ეკლესიაში დაინიშნა. 1911 წლის 11 სექტემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მესამე მლვდლად დაადგინეს. 1913 წლის 13 იანვარს ქუთაისის ეკლესიებისმთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე 192! წლამდე მსახურობდა. დეკანოზი ამბროსი მონაწილეობდა 1920 წლისა და 1927 წლის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის II და IV საეკლესიო კრებებზე. 1922 წელს დეკანოზ ამბროსის კონფლიქტი ჰქონდა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზართან (ლეჟავა). დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე ასე იხსენებს ამ ამბავს: „ამას წინათ ქუთაისიდან ჩამოვიდა საკრებულო ტაძრის მესამე დეკანოზი ამბროსი ფოფხაძე, კაცი მეტად მოუსვენარი, თავხედი და კლიაუზნიკი; აქ, საკათალიკოსო საბჭოში, ნაზარის მცხეთიდან დაბრუნების დროს, შეუმოკლებიათ საკრებულო ტაძრის შტატი, გაუუქმებიათ მეოთხე მღვდლის შტატი, მაგრამ ნაზარს სდომებია რა ფოფხაძის თავიდან მოშორება, ასეთი დადგენილება გამოატანინა საკათალიკოზო საბჭოს: „მესამე ან მეოთხე მღვდლიდან ის დარჩეს შტატში, ვინც უფრო ადრე შემოსულია სამსახურშიო“. ადრე შესული კი ყოფილა ქუთაისის საკრებულო ტაძარში ვინმე დეკანოზი ნიკოლაძე (საუბარია მღვდელმოწამე იეროთეოზ ნიკოლაძეზე -- გ.მ.), ოთხკლასიანიც არ არის ის თურმე, მაგრამ ნაზარისათვის ეს უფრო სასურველი პერსონაა, ფოფხაძე კი სემინარიის სტუდენტია,ა ავტოკეფალიისა გამო 12 წელიწადი გადაყენებული ჰყავდა ეგზარქოსებს სამსახურიდან, ეხლა კი ნაზარი აგდებდა სამსახურიდან. ჩამოიჭრა ეს ფოფხაძე თბილისში საქმის გამოსაბრუნებლად, მოვიდა ჩემთან, „სასტუმროში ბინა ვერ ვიშოვნეო და შენ მიმასპინძლეო“... დეკანოზი ნიკიტა შემდეგ წერს, რომ მამა ამბროსის საკათალიკოზო საბჭოში დახმარებას დაპირდნენო. უცნობია, რით გათავდა ეს საქმე, მაგრამ 1924 წელს იგი უკვე მთავარანგელოზთა ტაძრის წი7 ნამძღვრად იხსენიება. დეკანოს ამბროსი ფოფხაძეს ახსენებს თავის მოგონებებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატეც (ცინცაძე): „ავტოკეფალიის აღდგენას ადგილი ჰქონდა 1917 წლის მარტის 12-ს. არ გასულა ამის შემდეგ ერთი თვეც, რომ ქუთაისიდან გამოაძევეს ფრთხილი, ცხოვრებაში გამობრძმედილი, წინდახედული და შორსმჭვრეტელი ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი), კაცი, რომელმაც 1905 წლის რევოლუციისადმი თანაგრძნობისთვის არცერთი თავისი ეპარქიის მღვდელი არ დააჩაგვრინა უწმიდეს სინოდს, მაშინ, როცა მეზობელ ეპარქიებში სულ სხვანაირად დატრიალდა „რევოლუციონერ მღვდელთა“ ბედი. გიორგი ეპისკოპოსის წინააღმდეგ თავგამოდებულად იბრძოდნენ მღვდლები: ვლადიმერ და ამბროსი ფოფხაძეები, დიომიდე ჩხაიძე, მიხეილ ბუაჩიძე, იასონ აბესაძე და სილოვან შუბლაძე, რომელთაგან მხოლოდ მეორემ და უკანასკნელმა შეინარჩუნეს ანაფორა...“ XX ს-ის 20-იან წლებში დეკანოზი ამბროსი ენქერით დაჯილდოვდა. მიუხედავად მრავალი ზეწოლისა, მას ანაფორა არ გაუხდია და მსახურება არ მიუტოვებია. 1938 წელს დეკანოზ ამბროსის ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეაწერა 10 000 მანეთი. ამით შეშფოთებულმა მოძღვარმა დახმარებისათვის კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წერილობით მიმართა. 1944 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) ქუთათელ-გაენათელად გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე) დაადგინა. ქუთაისში ჩასულ მღვდელმთავარს ადგილობრივი სამღვდელოება დიდი სიხარულით შეხვდა. მათ შორის იყო დეკანოზი ამბროსი ფოფხაძეც, რომელიც მიუხედავად მხცოვანი ასაკისა დიდი შემართებით ამოუდგა გვერდში მეუფე ეფრემს. 1947 წლის კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მიიღო შემდეგი დადგენილება: „ვიღებ
10-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 12-18 მარტი 2015წ გვ.19
ფოფხაძეების სასულიერო გვარი (გაგრზელება)
რა მხედველობაში ქუთაისის ეკლესიების ადგილმდებარეობას და აგრეთვე კრებულის რაოდენობის მოუწესრიგებლობას, აუცილებლად ვთვლი შემდეგს: 1. პეტრე-პავლეს ეკლესია, როგორც ცენტრალურს ვაცხადებ საკათედროდ. 2. მის წინამძღვრად დაინიშნოს მიტროპოლიტი ეფრემი. 3. კათედრის დეკანოზად ვნიშნავ დეკანოზ ამბროსი ფოფხაძეს. 4. მღვდელ თეოდორე გველესიანს ვნიშნავ მესამე მღვდლად და ვავალებ მას პროტოდიაკონის მოვალეობის აღსრულებას, საჭიროების შემთხვევაში. 5. წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრის მოვალეობის აღსრულებას ვავალებ დეკანოზ ვასილ გაბადაძეს. ყოვლადსამღვდელო ეფრემ მიტროპოლიტის ხელმძღვანელობით საჭიროა ეკლესიის რემონტის დამთავრება. ნ. იმავე ეკლესიის მეორე მღვდლად ვნიშნავ დეკანოზ პარმენ ებანოიძეს. 7. მწვანეყვავილას ეკლესიის მეორე მღვდლად ვნიშნავ დეკანოზ სვიმონ ხვადაგიანს. 8. წესებისათვის ეკლესიაში და ეკლესიის გარეთ აღებული შემოსავალი უნდა ნაწილდებოდეს კრებულის წევრთა შორის კანონის მიხედვით. 9. ქუთაისში მცხოვრებ დანარჩენ მღვდლებს კანონიერ ფარგლებში ჩაყენებას ვავალებ მიტროპოლიტ ეფრემს. 10. დეკანოზი ამბროსი ფოფხაძე დაჯილდოვდეს მიტრის ტარების უფლებით“. თავის მხრივ მიტროპილიტი ეფრემი წერდა: „1947 წლის 10 ნოემბრის ბრძანებისა, შესრულებულ იქნა წესი მიტრით დაბურვისა დეკანოზ ამბროსი ფოფხაძისა, ხოლო წირვის დამთავრებისას ჩემს მიერ წაკითხულ იქნა ზემოხსენებული ბრძანება თქვენი უწმინდესობისა წმ. გიორგის ეკლესიიდან პეტრე-პავლეში კათედრის გადატანისა და სხვა. ქუთაისის მორწმუნე საზოგადოება დიდი აღტაცებით შეხვდა პეტრე-პავლეს ეკლესიაში კათედრის გადატანას და მრავალთაგან მრავალნი მილოცავდნენ და გამოთქვამდნენ მადლობას თქვენი უწმიდესობისადმი კათედრის გადატანით, დარჩნენ მხოლოდ დამწუხრებულნი არქიელის გორა წმ. გიორგის მრევლი და სამრევლო საბჭო, რომელთაც მთხოვეს, ბინა საცხოვრებელი ისევ არქიელის გორაზე მქონოდა მაინც. ყოფილ წინამძღვარმა დეკანოზმა ფოფხაძემ აღნიშნა ის გარემოებაც, რომ მას საშემოსავლო ხარკი მთლად არ ჰქონდა გადახდილი. ტაძრის ქონების გადმობარებისათვის ჩემს მიერ შექმნილ იქნა კომისია, დეკანოზ ნაუმ შავიანიძისა და დეკანოზ სვიმონ ხვადაგიანის თავჯდომარეობით, რომელთაც შეამოწმეს ყოველი და შეადგინეს გადმობარების ოქმი. ქონების შემოწმებისას აღმოჩნდა რომ პეტრე-პავლეს ეკლესიას ვალი აქვს გასასტუმრებელი 5498 მანეთი, რის შესახებაც ავღნიშნე რა უსიამოვნოდ უხერხული გარემოება დავყაბულდი მის ნელ-ნელა გადახდას. პეტრე-პავლეში რეგულარულად შეუდეგი სამსახურს 1948 წლის იანვრის პირველიდან“. 1951 წლის აღდგომას დეკანოზ ამბროსის გამ-
10-3 საპატრიარქოს უწყებანი N10 12-18 მარტი 2015წ გვ.20
ფოფხაძეების სასულიერო გვარი (დასასრული)
შვენებული ჯვარი უბოძეს. მეუფე ეფრემის დახასიათებით, „მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, დღესაც მუყაითად და სრული მორჩილებით ეწევა მძიმე უღელს მღვდლობისას“. დეკანოზი ამბროსი 1956 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი 28 ოქტომბერს ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოზე დაასაფლავეს. მისი მეუღლე იყო თეოდოსია პეტრეს ასული (1875) და შვილები: რაჟდენი (1893), ალექსანდრა (1900) და ნესტორი (1902).
უმცროსი ვაჟი მღვდელი ზოსიმე ფოფხაძე 1881 წლის 15 აპრილს დაიბადა. იგი სოფ. ბარეულში, მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობდა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1909 წლის 22 მაისს გაიარა კომისია და დართეს ნება სასულიერო ხარისხის მიღებაზე. 1909 წლის 25 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 30 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და ღადიშის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში დანიშნა. 1910 წლის 10 იანვარს ბარის სამინისტრო სამკომპლექტიანი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და ღადიშის სკოლის სამზრუნველოს თავჯდომარედ დაადგინეს. 1912 წლის 24 ოქტომბრიდან ღადიშის საკრედიტო ბანკის თავჯდომარეა. XX ს-ის 20-იან წლებში გაიხადა ანაფორა და საერო ცხოვრებას ეწეოდა. ჰყავდა მეუღლე -- ანა ალექსანდრეს ასული (15.05.1880) და შვილები: ვალენტინა (31.10.1905), მარიამი (15.02.1906), თამარი (27.04.1907), გიორგი (23.04.1912), იოანე (20.12.1913).