სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12012

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ღირსი მამა გიორგი (კარსლიდისი) 1901- 1959წწ ახალი აღმსარებელი, იხსენიება 4/17 ნოემბერს.
ღირსი მამა გიორგი (კარსლიდისი) 1901- 1959წწ ახალი აღმსარებელი, იხსენიება 4/17 ნოემბერს.

1901-1959 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კარსლიდისი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

ღირსი მამა გიორგი (კარსლიდისი) 1901- 1959წწ ახალი აღმსარებელი, იხსენიება 4/17 ნოემბერს.

ღირსი მამა გიორგი (კარსლიდისი) 1901- 1959
მღვდელ-მონაზონი გიორგი “– ერისკაცობაში ათანასე კარსლიდისი –- 1901 წელს პონტოს არგირუპოლისში საბა და სოფიო კარსლიდისების ოჯახში დაიბადა. ძალიან მალე დაობლდა და მისი გაზრდა ღვთისმოშიშმა ბებიამ ითავა. ბებიისა და დის სიკვდილის შემდეგ, ბაბუასთან ერთად ერზრუმში მიემგზავრება, რომელიც იმ ეპოქაში თეოდოსიუპოლისად იწოდებოდა. ბაბუის სიკვდილის შემდეგ იგი თავის უფროს ძმასთან იზრდებოდა, რომელიც მას არასათანადოდ ეპყრობოდა. არაფრის მქონე, გულნატკენი და გაჭირვებული ყმაწვილი, წმიდა გიორგის შეწევნითა და ლოცვა-კურთხევით, საქართველოში მოემგზავრება. იგი მიიღეს ერთ-ერთ მონასტერში (სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო აფხაზეთი, დრანდის მონასტერი, რომელიც იმჟამად რუსი ბერების ხელში იყო, ხოლო 1918 წლიდან ქართველი ბერების ხელში გადავიდა, რომელსაც იღუმენი გიორგი წულაია, შემდგომში  არქიმანდრიტი, წინამძღვრობდა -– გ. მ.). მომავალი წმინდანი ასე იხსენებდა მონასტერში გატარებულ პირველ წლებს: „როდესაც მონასტერში მოვხვდი, 7 წლისა ვიყავი (მეორე ვერსიით იგი 9 წლის იყო), იქ იყო დიდი რწმენა და გულითადი  სიყვარული. ერთ კარდაუგმანავ სამონასტრო სენაკში ინახებოდა მთელი ფული... ყველანი უფალს მინდობილნი იყვნენ, ფულით არავინ ინტერესდებოდა“.ათანასემ ბავშვობიდან შეიყვარა ასკეტური ცხოვრება და ლოცვა. მონასტრის იღუმენი მისი სულიერი მოძღვარი გახდა. 1919 წლის 20 ივლისს იღუმენმა გიორგიმ (წულაია) მორჩილი ათანასე მცირე სქემაში აღკვეცა და სახელად სიმეონი უწოდა. 1921 წლის თებერვალი-მარტის შედეგად დამყარებულმა ათეისტურმა რეჟიმმა უარყო ეკლესია, სამღვდელოება და ბერმონაზვნობა. მონასტრის დანარჩენ მონაზვნებთან ერთად, ბერი სვიმეონიც ერთ უსინათლო და მიწისქვეშა საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც კანალიზაცია გადიოდა. მან უფლის მიმართ არსებული იმედის მეშვეობით გაუძლო დიდსა და საშინელ გაჭირვებას. სწორედ ამ საპყრობილეში მისმა მრავალმა სულიერმა ძმამ დაასრულა მოწამეობრივად სიცოცხლე. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დახმარებით მან თავი დააღწია უეჭველ სიკვდილს. დახვრეტისას სამი ტყვია მოხვდა, ერთ-ერთი ღმრთისმშობლის ხატის მეტალის ჩარჩოს მოხვდა
18-1  საპატრიარქოს უწყებანი N18 7-13 მაისი 2015წ გვ18
ღირსი მამა გიორგი (კარსლიდისი) 1901- 1959 (გაგრძელება)

და აისხლიტა; მეორე –– ყელში,მესამე კი –– ფეხში. ეს ბებიის ნაჩუქარი ხატი „ გახლდათ და მუდამ გულზე ჩამოკიდებულს ატარებდა (სავარაუდოთ, ეს ის ხატი უნდა ყოფილიყო, რომელსაც წილკნელი ეპისკოპოსი პავლე პანაგიად მოიხსენიებს თავის წერილში -–- გ. მ.), მსჯავრდებულები თოკებით იყვნენ გადაბმულები და ერთად გადაცვივდნენ ფერდობიდან. მამა სვიმეონმა წვალებ-წვალებით შეძლო ხელების გახსნა და ზემოთ ამოვიდა. კანონის თანახმად - სამი ტყვიით დაჭრილსა და გადარჩენილს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ. ციხის უფროსმა მას ანაფორის გახდა და საერო ცხოვრების დაწყება ურჩია, რაზედაც ბერისგან მტკიცე უარი მიიღო. ამიტომ იგი ბნელ და ცივ სენაკში მოათავსეს, სადაც დასნეულდა, დაცვივდა კბილები და დაუავადდა ფეხები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთ-ერთი ქალბატონის რეკომენდაციით იგი საპატიმროდან გაათავისუფლეს. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას იმ პერიოდში განაგებდა მიტროპოლიტი იოანე მარღიშვილი. 1925 წლის 1 თებერვალს ჯანმრთელობის გაუარესების გამო მან ეპარქიიდან გათავისუფლება ითხოვა, რაც მალევე დაუკმაყოფილდა. ამავე წლის 23 თებერვალს იგი დროებით თბილისისა და ალავერდის ეპარქიების მმართველად დაინიშნა. სავარაუდოთ, ასე აღმოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოში „ბერი სვიმონიც, რომელიც მიტროპოლიტ იოანეს კარგად იცნობდა. 1925 წლის 8 სექტემბერს მეუფე იოანემ სვიმონი დიდ სქემაში აღკვეცა, სახელად გიორგი უწოდა და მღვდლად დაასხა ხელი. გადმოცემის თანახმად, იგი ღმრთისმსახურებას ქართულ და ბერძნულ ენაზე აღავლენდა. მალე მან წინასწარმჭვრეტი, წინასწარმეტყველი და შეცნობის უნარის მქონე სულიერი მოძღვრის სახელი მოიხვეჭა. უამრავი ხალხი შორიდან მოდიოდა იმისათვის, რომ ახალგაზრდა მღვდელმსახური გაეცნო და მისგან რჩევა მიეღო. საღმრთო ლიტურგიების შესრულებისას იგი უამრავ სახელს მოიხსენიებდა. კელიაში კი თვითგანათლებას ეწეოდა და გამუდმებით ლოცულობდა. თავშეკავებას, ასკეტურ ცხოვრებას, უძილობასა და მარხვას არ წყვეტდა. მისი წინასწარმეტყველებანი კი სრულდებოდა. ყველანი ისე უყურებდნენ, როგორც წმინდანს. სავარაუდოთ, ეს ფაქტი გახდა მიზეზი მისი კვლავ დასავლეთ საქართველოში გადასვლისა. 1926 წელს იგი ჭყონდიდის ეპარქიაში გადადის. 1926 წელს გაზეთ „კომუნისტში“ ანონიმი ავტორი „ქედნისლელის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას შემდეგი სათაურით: „წმინდა გიორგის მოციქული", სენაკის მაზრა: „სენაკის ქალთა მონასტერში ჩამოსულა ვიღაც ახალგაზრდა, 19-20 წლის ბერი, რომელიც თავის თავს წმინდანს უწოდებს. ეს ახალგაზრდა დაბინავებულია ქალთა მონასტერში. აქვს დანიშნული დრო მნახველებისათვის., ჰყავს ცნობის მიმწოდებელი მონაზვნები. მონაზვნებს მიცემული აქვთ ცნობები „წმინდანისათვის“ არამც თუ სენაკის მცხოვრებლებზე, არამედ მთელ მაზრის შესახებ, რომლითაც მოხერხებულად სარგებლობს მატყუარა ბერი. ეს ყმაწვილი ავრცელებს ხალხში ხმებს, თითქოს მას ყოველღამ ეცხადება წმინდა გიორგი. ყველა მნახველებს არიგებს, რომ ერწმუნონ მხოლოდ მას, რომ ის არის წმინდა გიორგის მოციქული და დიდი ხნის სიცოცხლე ამქვეყნად არ უწერია. ხმა აფერისტი ბერის შესახებ სხვა მეზობელ მაზრებშიაც გავარდა და ზოგს ის მართლაც ღვთაებრივ პიროვნებად წარმოუდგენია. საჭიროა ამას სათანადო ორგანომ მიაქციოს ყურადღება და მიიღოს შესაფერისი ზომები“. თავის მხრივ, 1927 წლის 21 ნოემბერს წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე) მენჯის შუშანიების სავანის წინამძღვარ, მონაზონ ფავსტოს (შუშანია) წერდა: „შევიტყვე, რომ აქედან წამოსულა მანდედ მატყუარა ბერი ბერძენი გიორგი, ფრთხილად იყავით და სხვებიც (დედები) გააფრთხილეთ, არ შეიწყნარონ. სარწმუნო წყაროებიდან გავიგე, წილკნის მხარეს უწირავს, მღვდელმთავარი ვარო. პანაგია ჰკიდიაო და ორივე ხელებით ჯვარს სახავსო, უკითხავთ, ვინ გაკურთხაო მწირველათო. უთქვამს: მე ღვთისაგან ვარ ნაკურთხიო. საწყალი მორწმუნეები შეყავს შეცდომაში. მე შეუთვალე მნახე-თქო და არ ინება. მოვიკითხავ მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევით დედა აკეფსიმას“.



ამ ორ წერილში მოყვანილი უცნაური და გაუგებარი ცნობები მკითხველს დააფიქრებს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ეპისკოპოსი პავლე, რომელიც ასევე გამოირჩეოდა ასკეტური და წმიდა ცხოვრებით, შეცდომაში შეიყვანეს და არ ჰქონდა ზუსტი ცნობები მამა გიორგის შესახებ, ხოლო რაც შეეხება გაზეთ „კომუნისტს“, იქ ხშირად ქვეყნდებოდა მსგავსი ხასიათის ცილისმწამებლური წერილები ეკლესიასა და სასულიერო პირებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით. 1928 წლიდან მლვდელ-მონაზონი გიორგი ისევ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ჩანს და ქ. სოხუმში ცხოვრობს, სადაც ასევე დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. 1929 წელს მოძღვარი ახერხებს საბერძნეთში გამგზავრებას. იგი გადარჩენისთვის ჰმადლობდა უფალს. მის მეხსიერებაში პონტო და საქართველო, როგორც ბრძოლის, წამებისა და მსხვერპლის ადგილები, ისე დარჩა. 1929 წლის 19 ოქტომბერს იგი თესალონიკში ჩადის, საიდანაც კატერინში, ალონიისა და კუკოსის სოფლებში გადადის საცხოვრებლად, შემდეგ– კილკისის პატარა ტყეში და 1930 წლის დასასრულს კი დრამას მუნიციპალიტეტის სოფ. სიფსაში მკვიდრდება. საქართველოში ყოფნისას საპყრობილეში გამოვლილი გაჭირვების შედეგად იგი თითქმის ნახევრად პარალიზებული იყო და ძალიან სუსტად გრძნობდა თავს. ხშირად სიარულიც კი ისე უჭირდა, რომ ზოგჯერ ხელში აყვანილს გადაადგილებდნენ.
18-2  საპატრიარქოს უწყებანი N18 7-13 მაისი 2015წ გვ19
ღირსი მამა გიორგი (კარსლიდისი) 1901- 1959 (გაგრძელება)
მთელი მისი სიმდიდრე გახლდათ მცირერიცხოვანი საეკლესიო წიგნები ქართულ ენაზე, სამღვდელო შესამოსელი, ხატები და თავისი გარდაცვლილი დის – ანას სხეულის მცირე ნაწილი. ხალხი დახმარების მიზნით მასთან დაახლოებას იწყებს. ღმრთის, წმიდანების, მოყვასისა და ადამიანის მოსიყვარულე მამა პარაკლისებსა და პანაშვიდებს აღასრულებს, აღსარებებს იბარებს და ზნეობრივ და სამაგალითო მოძღვრობას ეწევა. 1938 წელს აშენებს ამაღლების სახელობის მცირე მონასტერს. სრული ოცი წლის განმავლობაში სწორედ იქ მსახურობდა, ქადაგებდა და სასწაულებს ახდენდა. მისი ტაძარი და კელია კი მრავალთათვის სულიერი თუ ხორციელი სნეულებებისთვის სილოამის ემბაზად იქცა. 1941 წელს მამა გიორგი კიდევ ერთხელ სასწაულებრივად გადაურჩა უეჭველ სიკვდილს, როდესაც ბულგარელებმა შეიპყრეს და მისი მოკვლა დააპირეს. მთელი მისი ცხოვრება ერთი უწყვეტი სასწაული იყო. წმ. ნიკოლოზის შემწეობით იგი განიკურნა. ის ყოველთვის გამხდარი, უბრალო, მმარხველი, უძილო, ავადმყოფური იერის მქონე და გაჭირვებაში მყოფი, უტყვი, ყურადღებიანი, მკაცრი და სერიოზული იყო. ხშირად მოინახულებდა ხოლმე ღარიბებსა და ავადმყოფებს. თავად მასაც ხომ ეხმარებოდნენ, რაც საშუალებას აძლევდა, თავის მხრივ სხვებისთვისაც აღმოეჩინა დახმარება. საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას, კვეთის დროს, ცოცხალთა და გარდაცვლილთა ათასამდე სახელს იხსენიებდა. რა თქმა უნდა, რამდენიმეს განსაკუთრებით აღნიშნავდა და მსახურების დასრულებისას თავისთან იხმობდა ახლობლებს. მათ ესაუბრებოდა პრობლემებზე, თუ როგორ ებინათ თავისი სიცოცხლე ან იმაზე გარდაცვალების დაესრულ ჟამს. სუფთა და უმწიკვლო ადამიანები მას ისე უცქერდნენ, როგორც მასწავლებელს. უსისხლო ღმრთიური მსახურებების დროს, გაბრწყინებული, მშვიდი და გახარებული იყო. იგი ღმრთისმსახურებებს წმიდანებთან ერთად აღავლენდა. „იშვიათად ვასრულებ მსახურებას მარტო“, ასე ამბობდა ბერი. განსაკუთრებული მოწიწება ჰქონდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის, წმ. იოანე ნათლისმცემლისა და წმ. გიორგის მიმართ. მრავალ ავადმყოფსა თუ გაჭირვებულ ადამიანს აგზავნიდა სხვადასხვა წმინდანთან შემწეობისათვის, რომლებიც მისი ლოცვის შედეგად კარგად ხდებოდნენ. თავმდაბლობის გამო ის კი არ სურდა, მისი განსაკუთრებულობა წარმოეჩინათ, არამედ ღმერთი თავად ამ წმიდანების მიერ ედიდებინათ. წმიდანებს ის სტუმრებს უწოდებდა. ასევე ჰქონდა თავისი მრევლის სულიერი მდგომარეობის დანახვის უნარი. ბერი ეკლესიის წმინდა კანონების მკაცრი დამცველი იყო. ვერ ეგუებოდა მიუღებელ „ეკონომიებს“. კიდევ უფრო მკაცრი ხდებოდა მათ მიმართ, რომლებიც თავიანთ ცოდვებს არ ინანიებდნენ. თავის სულიერ პასუხისმგებლობას მეტად გულისხმიერად და ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა. მას არ სურდა გულშემატკივრების პირფერობა და ყოველთვის გამორჩეული სიმკაცრე ახასიათებდა. გამუდმებით მიზნად ჰქონდა დასახული, რომ უფლის აღმსარებლებს უკვდავი სულების გადასარჩენად თავმდაბლობისთვის, ჭეშმარიტი მწუხარებისა და სინანულისთვის მიეღწიათ. მხურვალე რწმენამ, ასკეტური ცხოვრების გზამ და უმწიკვლოდ მოღვაწეობამ ეს შემოქმედის თავმდაბალი და მნიშვნელოვანი მუშაკი შეცნობის, წარმოსახვის, წინასწარჭვრეტისა და წინასწარმეტყველების უნარით დააჯილდოვა. უფალმა ნეტარი ბერი იმგვარად გააბრწყინა, რომ აწ გარდასრული და შორეული წარსული, როგორც ახლობელიდდა აწმყო,ისე დაენახა, ჰქონდა ასევე მომავლის ჭვრეტის უნარი, რაზეც მრავალი მისი სულიერი შვილი აღტაცებით ყვება. ზოგიერთები, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ ბერის შეცნობის უნარში, ახლოს გაიცნობდნენ თუ არა მას, მაშინვე რწმუნდებოდნენ, რომ იგი ჭეშმარიტად ღვთისკაცი იყო. მოძღვარი თავის ამ უნარს  სულების დასახმარებლად და მათ გადასარჩენად იყენებდა და არა იმისათვის, რომ გაეკიცხა და შეერცხვინა ადამიანები, ანდა იმისათვის, რომ საკუთარი თავი შეექო და გამოეჩინა. ცხარედ მტირალი ნათლად საუბრობდა მოსალოდნელ უბედურებებზე: 1940 წლის ოკუპაციაზე, ბულგარელების თავდასხმაზე, სამოქალაქო ომზე. ადამიანის გულს, როგორც  გადაშლილ წიგნს, ისე კითხულობდა. თავმდაბლობის შესანარჩუნებლად, ხანდახან თითქოს თავს ისულელებდა, ქრისტესთვის სალოსობდა. „სათნოების
18-3  საპატრიარქოს უწყებანი N18 7-13 მაისი 2015წ გვ20
ღირსი მამა გიორგი (კარსლიდისი) 1901- 1959 (დასასრული)
მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო, ხოლო მის შენარჩუნებას უამრავი ხელოვნება სჭირდებაო“ – ამბობდა ბერი. დაბინდდებოდა თუ არა, ერთგული ადამიანების ხელით მალულად გზავნიდა აუცილებელ საკვებსა და სამოსს ღატაკთა სახლებში. ამხნევებდა ჭირისუფალს ” და ზრუნავდა გარდაცვალებულებზე. უყვარდა ბავშვები, მათ სიყვარულით არიგებდა ჭკუას და გულუხვად ურიგებდა საჩუქრებს. ყოველთვის ცდილობ- და, ჩრდილში ყოფილიყო, არ სურდა გამოჩენა და პატივის მიგება. ბერს არ უნდოდა, რომ ვინმე მონასტრიდან მშიერი წასულიყო. ამზადებდა საჭმელს, აცხობდა პურს და ლოცვა-კურთხევით ყველას ურიგებდა. იგი მშრომელი, მოწყალე და კაცთმოყვარე იყო. ყოველივე ამის გამო, მორწმუნეებს ბერის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდათ.
ისიც ილებდა თავისი სულიერი შვილების სიყვარულს, თუმცა, ამას არ ითხოვდა და არც მისი მოპოვებისთვის იღვწოდა. თავმდაბალი იყო და სწორედ წმინდა მორჩილებაზე უყვარდა განსაკუთრებული საუბარი. დაბოლოს, ის წმინდა სიმარტოვეში ცხოვრობდა. ბერის გაგება მრავალ ადამიანს უჭირდა, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მასზე ნაწყენიც კი იყო. ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეეძლო მისი სულიერების სიღრმის კარგად შეცნობა. მან თავისი ნეტარი აღსასრული წინასწარ იხილა და კიდეც იწინასწარმეტყველა ამის შესახებ. წინასწარ მომზადებული, უკვე დიდი ხანი ელოდა სიკვდილს. უფრო მეტს ლოცულობდა და უკანასკნელ რჩევებს აძლევდა თავის საყვარელ სულიერ შვილებს. სიკვდილამდე სამი დღით ადრე მან ზეთის კურთხევის წმიდა საიდუმლო აღასრულა, წმიდა ზიარება მიიღო, ყველას შეუნდო ცოდვები, დალოცა და საუკეთესო უსურვა. ბერმა 1959 წლის  ნოემბერს მიიძინა. უკანასკნელი სიტყვები, რაც მის ბაგეთაგან გაისმა ,იყო შემდეგი: „გულმოწყალების კარიბჭე გაიხსნა, კურთხეულო ღმრთისმშობელო!“. დაობლებული, დამწუხრებული და უნუგეშო ხალხის ნაკადი უკან მიჰყვებოდა მის ცხედარს. დაკრძალეს ამაღლების სახელობის წმინდა ტაძრის უკანა მხარეს, სადაც ის თითქმის ოცი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. მას მშვიდი, მხიარული და ნათელი სახე ჰქონდა. მისი გარდაცვლილი სხეული კი მოქნილი იყო, მსგავსად მთაწმინდელებისა. წმიდა ბერი, მისივე თხოვნით, საკუთარი შესამოსელით, ჯვრითა და იმ წიგნებით დამარხეს, რომლებიც მას საქართველოდან ჰქონდა შემორჩენილი. 2008 წლის 2 ნოემბერს მოხდა მისი კანონიზაცია და ეწოდა წმ. გიორგი (კარსლიდისი) ახალი აღმსარებელი, იხსენიება 4/17 ნოემბერს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.12.2025
ბოლო რედაქტირება 15.12.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0