მღვდელ-მონაზონი კალისტრატე, ერისკაცობაში კირილე ჩიჩუა, 1837 წელს სამეგრელოს სამთავროში, თავადის ოჯახში დაიბადა. ბავშობიდანვე გამოირჩეოდა ღვთის მოშიშებითა და დიდ ინტერესს იჩენდა ბერმონაზვნობისადმი. წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. სასულიერო განათლება მარტვილის საკათედრო ტაძართან არსებულ სკოლაში მიიღო. 1859 წლის იანვარში ბერად შედგომის სურვილით ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მივიდა, სადაც სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა მორჩილებებში გამოიცდებოდა. 1861 წლის 26დეკემბერს ხობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბესარიონმა (ჩიჩუა) ბერად აღკვეცა და სახელად კალისტრატე უწოდა. 1862 წლის 1 იანვარს სამეგრელოს ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1863 წლის 12 თებერვალს ხობის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1863 წლის 24 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მლვდლად დაასხა ხელი. 1864 წლის 4 მარტს მონასტრის წინამძღვრის თანაშემწედ დაადგინეს და 25 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1865 წლის 29 მაისს მისი ინიციატივით შეკეთდა მონასტრის სამრეკლო, ხოლო სოფელ ქვალონის ეკლესიის გასარემონტებლად შეაგროვა 800 მანეთი. 1868 წლის 15 სექტემბერს გულმოდგინე სამსახურისათვის საეპარქიო მმართველობამ მადლობა გამოუცხადა. მამა კალისტრატე დაჯილდოებული იყო 1853-56 წლების ყირიმის ომის დროს გამოცემული ბრინჯაოს მედლით და წმინდა გიორგის ლენტით. ასევე მიღებული ჰქონდა ჯვარი –- წითელი ჯვრის საზოგადოებისაგან. 1867 წლის 25 ივნისს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1871 წლის 25 ივნისიდან – 1873 წლის 30 აგვისტომდე და 1875 წლის 6 მაისიდან – 1879 წლის 3 ივლისამდე მონასტრის წინამძღვრის თანაშემწეა. 1881 წლის 11 ოქტომბერს მისი მოთავეობით მონასტერი ახლიდან გადაიხურა. 1882 წლის ზაფხულში მღვდელ-მონაზონ კალისტრატეს დაპირისპირება მოუხდა ხობის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ბენიამენთან (ჭყონია), ამის მიზეზი ფრანგი მოგზაური, მურიე გახლდათ, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა და ქართულ სიწმინდეებსა და ძველი ისტორიული ნაშთების აღწერაზე მუშაობდა. ზუგდიდში, დადიანების სასახლებში ყოფნისას, მან კერძო საუბარში აღნიშნა, რომ იყო ხობის მონასტერშიც, სადაც წინამძღვარმა ანახა თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, თუმცა ვერ შეძლო მასზე არსებული წარწერის წაკითხვაო. ეს ყველაფერი კი მამა კალისტრატემ სათავისოდ გაიგო და წინამძღვრის წინააღმდეგ გაზეთ „შრომაში“ ასეთი შინაარსის სტატია გამოაქვეყნდა –– „დედა ენის უცოდინრობა“, სადაც აუგად მოიხსენია არქიმანდრიტი ბენიამენი. მალევე გაზეთ „დროებაში“ მამა კალისტრატეს წინააღმდეგ წერილი დაწერა მღვდელმა შიო იოსავამ, სადაც ამხილა ბერი, ხოლო გაზეთ „შრომაში“ საპასუხო წერილი გამოაქვეყნა თავად ფრანგმა მოგზაურმა და მეცნიერმა მურიემ, რომელიც მართალია ადასტურებდა ამ ამბავს, მაგრამ ტექსტის ვერწაკითხვას ხსნიდა წინამძღვრის თვალების ავადმყოფობით და არა ხუცურის არცოდნით. იქვე მურიე დიდ მადლობას უხდიდა არქიმანადრიტ ბენიამენს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. ეს გახდა მიზეზი მლვდელ-მონაზონ კალისტრატეს ალმოსავლეთ საქართველოში გადასვლისა. 1882 წლის 22 სექტემბერს იგი დავით გარეჯის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც ხობის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი და მისი მეგობარი, არქიმანდრიტი გრიგოლი (დადიანი) წინამძღვრობდა. მამა გრიგოლის წარდგინებით მამა კალისტრატე გარეჯის ლავრის ხაზინადრად დაადგინეს. 1883 წლის 11 ოქტომბერს მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1885 წლის 1 თებერვალს (9 მარტს) ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძლვრად დაინიშნა. 1886 წლის 16 სექტემბერს
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2015წ გვ.18
ვარძიის მონასტერზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების კეთილად წარმართვისათვის ადგილობრივი საეპარქიო მმართველობისაგან მადლობა გამოეცხადა. მან დიდი ამაგი დასდო ვარძიის მონასტერს. 1887 წელს იგი 500 მანეთად მოურიგდა მხატვარ გიგო გაბაშვილს, რომელმაც იკისრა ვარძიის ღვთისმშობლის ხატის განახლება. ეს ძველებური ხატი დიდი ზომის გახლდათ და მონასტრის გუმბათის ქვეშ იყო გამოსახული. ორივე გვერდით ანგელოზები იყო გამოხატული. ჩარჩოები და სხვა მასალები თვითონ ვარძიის მონასტერმა გაიღო თავისი ხარჯებიდან. მოხატვა უნდა დაწყებულიყო მომავალ ზაფხულს, აპრილის დამლევს და ორ-სამ თვეში დასრულებულიყო. გიგო გაბაშვილს ხატი ძველებურ სტილში უნდა შეესრულებინა.
მამა კალისტრატემ ასევე წამოიწყო ვარძიის მონასტრის საფუძვლიანი შეკეთებაც. იგი კიდევაც მოახერხებდა ამ ღირსეული საქმის ბოლომდე მიყვანას, რომ არა ის უბედური შემთხვევა, რომელიც მას სავანის განახლების დროს შეემთხვა. აი, რას წერდა 1888 წლის აპრილში გაზეთია „ივერია“: „ახალქალაქიდან გვწერს ბატონი ილია ალხაზიშვილი შემდეგს სამწუხარო ამბავსა: 28 მარტს მივიღეთ აქ ამბავი, რომ ვარძიის მონასტრის წინამძღვარს, მამა კალისტრატეს, შეემთხვა საშინელი უბედურებაო. როგორც მოგეხსენებათ, მამა კალისტრატე საშინელი მხნე და მშრომელი კაცი იყო.
მონასტრის გასამშვენიერებლად და იმის არე-მარეს განსაკეთელებლად არ აკლებდა თავის მოღვაწეობას. აი, ამჟამადაც, მონასტრის დასწვრივ, მტკვრის პირზედ, დიდის ვაი-ვაგლახით მებატონეთ გამოართვა უწინდელის მონასტრის საკუთარის მამულიდამ ერთი ბოხჩა ალაგი და ამ ალაგზე აპირებდა ბაღის გამართვას მონასტრის კრებულისათვის. ამ ალაგის გასაგანიერებლად დაუწყო ბრძოლა თოფის წამლით საშინელს კლდეებს და საქმე კარგადაც მიდიოდა, მაგრამ გუშინ საღამოთი შემდეგი უბედურება დაემართა: ერთმა ლაღუმმა ჩვეულებისამებრ ვერ იფეთქა თავის დროზედ, რისთვისაც მამა კალისტრატემ მიჰგზავნა კაცი მიზეზის გასაგებად. ამ კაცმა უთხრა, რომ არაფრის ნიშანი არ არისო, მიწით გავსილა ხვრელი და თოფის წამალი ვერ იფეთქებსო. მაშინ გულმა ვერ გაუძლო მამა კალისტრატეს, მივიდა თითონ და, ვიდრე გასინჯავდა მიწას, რომელიც თოფის წამალსა ჰქონდა ზემოდამ წაყრილი, დაიძახა უცბად საშინელმა ლაღუმმა, იფეთქა და თითონ მამა კალისტრატეც მაღლა აისროლა ჰაერში. მარჯვენა ხელი მოსწყდა და ცოტაზე-ღა ჰკიდია, პირი-სახე საშინლად დასახიჩრებული აქვს და სასიკვდილოდ არის გადადებული. პირველი შემწეობა, ავად თუ კარგად, იქვე თავის მოსამსახურეს აღმოეჩინა. ბევრის წვალების შემდეგ სისხლი შეეწყვიტა და დღეს ახალქალაქიდამ სამხედრო ექიმი მივაშველეთ ცხენის საჩქაროზედ. ახალციხეშიც მაზრის უფროსს, ნ.ალექსი-მესხიშვილს, მივწერეთ დეპეშა, რომ დაეხმაროს და უპატრონოს როგორც ბერს, ისე იმის სარჩო-ქონებას. ექიმი ჯერ არ დაბრუნებულა და დაწვრილებით ამ ამბავს შემდეგის ფოსტით გაცნობებთ“. მართლაც ამავე თვეში ისევ გაზეთი „ივერია“ გვამცნებდა: „როგორც საქმიდგანა სჩანს, პატივცემული მამა კალისტრატე ასწორებდა მონასტრის გზას, რომელზედაც გადმოწოლილიყო უზარმაზარი კლდის ლოდები, რის გამოც მლოცავთ მისვლამოსვლა უჭირდებოდათ. ამიტომაც მამა კალისტრატემ განიზრახა ამ ლოდების ლაღუმით დამტვრევა, ე. ი. აფეთქება თოფის წამლით და კიდეც შეუდგა საქმეს. კალისტრატეს მიეცა თავისისავე ხელით ამოფუღრულს ლოდებში სამი ლაღუმი და ფიცხლავ მოჰშორებოდა რამდენსამე მანძილზე. მოკლე ხანის განმავლობაში ორს ლაღუმს ეფეთქნა და მესამეს კი კარგა ხანს დაეგვიანა, კალისტრატეს ეგონა -–– მესამე ლაღუმმა მომატყუაო დახელმეორედ მიუახლოვდა პატრუქის მისაცემად. აეღო პატრუქი, ჩაედო გატენილს კლდის ნაფულ- რში, რომელშიაც ცეცხლს ჯერ არ მიეღწია თოფის წამლამდე, და სანამ წუმწუმას აანთებდა, იფეთქა თოფის წამალმა, გახეთქა ლოდი ნაწილ-ნაწილად და საშინლად დაასახიჩრა თავდადებული მამა კალისტრატე. საცოდავისათვის ლაღუმს წაურთმევია სრულებით სამი თითი მარჯვენა ხელისა: დიდი, მაჩვენებელი და შუა თითი, და ამავ ხელის ძვლები სულ დაულეწია. პირი-სახეც ძალიან დაუშავებია და დაუზიანებია. სულ შეტრუსნია, გაჰლურჯებია და ისე აქვს თურმე დასიებული, რომ ექიმმაც ჯერ არ იცის, თვალები აქვს თუ არა. მაგრამ, როგორც ექიმი ამბობს, სახე საეჭვოდ არა აქვს დაზიანებული, რადგან სიმსივნე არ უშლის მამა კალისტრატეს არც ლაპარაკს და არც ჭამასა. მოწვეული ქალაქ ახალქალაქიდგან სამხედრი ექიმი ამბობს, რომ თუ ხელი არ მოეჭრა, ძალიან ძნელია კალისტრატეს მორჩენა და ეს ოპერაცია უსათუოდ საჩქაროდ უნდა მოხდეს, ვიდრე ანტონის ცეცხლი არ გასჩენიაო. მე მარტოკა არ შემიძლია ეს ოპერაცია გავუკეთო, თუ ერთი სხვა ექიმიც არ დამესწროვო. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ვინ არის პატრონი?! დასტოვეს ძვირფასი მამა ეხლანდელ უამინდობისა გამო მიუვალ და მივარდნილ კლდეში. ამაზედ არც პოლიცია ზრუნავს, არც მაზრის ექიმები. თუმცა პოლიციამ გაგზავნა თავისი მოხელე, ბატონი ვ. ტერ-გრიგორიევი, მონასტრის ნივთების დასაცველად და აგრეთვე მღვდელ-მონოზონისა, მაგრამ ამ ნაირი დაცვა ვერ დაიხსნის დასახიჩრებულ ძვირფასს მამას, რომლის შემდგომაც მთელი მონასტერი უნდა ჩავარდეს იმ მდგომარეობაში, რომელშიაც იყო ამ სამი და ოთხის წლის წინად“. მამა კალისტრატეს ამ მძიმე სიტუაციაში გვერდში დაუდგა თავადი მელიტონ კაციას ძე დადიანი, რომელმაც ფინანსური დახმარება გაუწია დამტვ-
19-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2015წ გვ.19
რეულ მოძღვარს და დაფარა მისი მკურნალობის ხარჯები. 1888 წლის 10 დეკემბერს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ექიმის რჩევითა და თხოვნით მღვდელ-მონაზონი კალისტრატე თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს თბილისში მსახურების პერიოდში მამა კალისტრატე კვლავ აქტიურად იღვწვის საეკლესიო და საზოგადოებრივ ასპარეზზე. 1889 წელს მან აღმოაჩინა ქართული ხელნაწერი შედეგი სათაურით: „ქვეყნიერი სამოთხე“. ამ ხელნაწერში იყო იმდროინდელი თელავის “ ეკლესიების, გალავნებისა და · სამეფო კარის აღწერა. ხელნაწერის ავტორი არქიმანდრიტი ტარასი ალექსი-მესხიშვილი გახლდათ და დათარილებული იყო 1844წ. 15 მაისით. ასევე მანვე აღმოაჩინა უძველესი სახარება, რომელიც ვიღაც უცხოელის ჰქონია საკუთრებაში, როგორც თავად წერდა. ეს ყოფილა უნიკალური სახარება, რომელზეც გაზეთი „ივერია“ წერდა: „უეჭველია ეს ძვირფასი ნაშთი საინტერესოა არა მარტო თვისის მინაწერებით, არამედ ჩუქურთმა-სურათებითაც. ამ გვარი ნაშთი ჯერ ვიცით მხოლოდ სამი: გელათის სახარება, მარტვილისა და მოქვისა. ხოლო ესენი ეკუთვნის XI-XIII საუკუნეთ. მღვდელ-მონაზონის ნაპოვნი სახარება კი სჩანს IX-X საუკუნისა, მაშასადამე უძველესი ნაშთთაგანია ჩვენის მხატვრობა-ხელოვნებისა. კარგი იქმნება, რომ წერა-კითხვის საზოგადოებამ შეიძინოს ეს ძვირფასი წიგნი“. 1890 წლის 12 იანვარს მამა კალისტრატე დავით გარეჯის მონასტერში დაინიშნა, სადაც ასევე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. მონასტრის დათვალიერების დროს იგი კლდეზე დაგორდა და საშინლად დაიმტვრა. ექიმებმა ძლივს მოახერხეს მისი ფეხზე დაყენება. 1894 წელს გამოიცა მამა კალისტრატეს ნაშრომი „ხოპის მონასტერი". ამ ნაშრომში მოყვანილი ზოგიერთი ცნობებისა და ისტორიული ფაქტების გამო მას დაპირისპირება მოუწია ისტორიკოს თედო ჟორდანიასთან. მას ეს პაექრობა ასახულია გაზეთ „ივერიის“ 1894 წლის რამდენიმე ნომერში. XIX ს-ის 90-იანი წლების ბოლოს გამოჯანმრთელებული მამა კალისტრატე თავისი თხოვნით სოხუმის ეპარქიაში გადაიყვანეს და დრანდის მონასტრის საძმოში განამწესეს, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. დრანდის მონასტერში იმჟამად რუსი ბერები ცხოვრობდნენ. დრანდის მონასტრისა და იქ მოღვაწე რუსი ბერების შესახებ მამა კალისტრატე წერდა: „ამ მონასტრის განახლება დაწყებულა 1885წ. ძველი ათონის მღვდელმონაზვნების -- ვარლაამ, მოდესტის, ავლიპისა და ინოკენტისაგან; ერთს მათგანს, ავლიპის დიდი შრომა გაუწევია; დრანდის მონასტრისათვის კაი სამსახური გაუწევია აგრეთვე იღუმენ საბას; სხვათა შორის, ამან განაახლა ერთი ძველი ტაძარი. ეს ტაძარი ორი ვერსის სიშორეზეა დრანდიდან. იგი იყო უგუმბათო, რიყის ქვით ნაშენი, გვერდზედ ეკვტერი მიშენებული ჰქონდა, თვით საყდარი ორად გაყოფილი იყო, ოდესმე დახატული, ტრაპეზის წინ ძველი ეპისკოპოსი ემარხა, ქვითკირის კედლებით და ალაყაფის კარით იყო შემოზღუდული. ეს გავერანებული საყდარი 1893წ. განაახლა საბამ წმ. დიდმოწამეების: პანტელეიმონ მკურნალისა და თეოდორე სტრატილატის სახელობაზე. 20 ბერი და მორჩილია, ყოველდღე სრულდება წირვა-ლოცვა. გარშემო, 40 დესეტინა მიწა,ვენახები, ბაღებით აყვავებულია. მანვე განაახლა სხვა ძველი გუმბათიანი საყდარიც ყოველთა წმიდათა სახელზედ. აქ 30 ბერი და მორჩილია. მამა საბასვე მზრუნველობით ზებელის საზღვარზე, კავკასიის მთის გამოღმა (20 ვერსით მონასტრიდან) აშენებულია მიმომსვლელებისთვის ღამის გასათევი სახლი, სანოვაგესაწოლი. დრანდას აქვს თავისი სამეტოქეები ქ. სოხუმს, ნოვოროსიას, ეკატერინოდარს და სხვ. ტყე და ველი მონასტერსა აქვს მიზომილი 1000 დესიატინამდე. პირველ საუკუნეებიდგანვე ამ გორაზედ ბრწყინავდა ნათელი ქრისტეს მოციქულებისა ანდრიასი და სვიმონ კანანელისა... დედამან ღვთისამან ინება ტაძრის აღდგენა და იგი აღსდგა და გაბრწყინდა კიდეც“. 1906 წლის 12 სექტემბერს სოხუმის ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი, შემდგომში -- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) სწერდა
19-3 საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2015წ გვ.20
მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს: „10 სექტემბერს ღამე გავათიე ჩემს მონასტერში – დრანდაში. მეორე დღეს დილით ვნახე დრანდის მთაში გვირაბები, ძველად გამოკვეთილი მდინარის პირამდე. მერე წავედი ახლომდებარე ქილის სანახავად. ქილა წარმოადგენს პატარა მონასტერს, რომელშიაც ოცამდე ბერი მოღვაწეობს. ამ ქილის ახლოს სახლობენ ესტონები და მეგრელები. მეორე ქილის ნახვა ვეღარ მოვასწარი. მონასტრის წიგნსაცავში ვნახე ექვსი ქართული ხელნაწერი, რომლებიც დრანდის მონასტერს დარჩენია მღვდელ-მონაზონ ცნობილი კალისტრატესაგან. ორი მათგანი ტყავზეა ნაწერი და დანარჩენი ქაღალდზე. ერთი უფრო უძველესი ხელნაწერი ეკუთვნის X-XI საუკუნეს. გარდა ამისა, მამა კალისტრატეს ბევრი ხელნაწერები ჰქონია, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისსავე ნათესავს, გვარად ლოლუას წაუღია. მასვე დარჩენია ნაწილებიანი წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ეხლა დრანდის მონასტრის ტრაპეზში ასვენია. ამ ხატის აღწერა
თვით კალისტრატეს მოუქცევია ლოცვანის წინა ფურცელზე (ეს ლოცვანი ტარასის ხელშია -- იგულისხმება მღვდელ-მონაზონი ტარასი კანდელაკი, შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი), სადაც ვკითხულობთ: „ზევით რომ არის წმინდა გიორგის გვერდია, მეორე -- წმინდა ნიკოლოზისა, მესამე -- წმინდა იოანე ნათლისმცემლის კბილია, მეოთხე -- წმინდა ხარლამპის, ზევითა კუთხეში წმინდა მარინესი. მეორე კუთხეში -– ძელი ჭეშმარიტი მოყვითალო ქრისტესი და ნათლისმცემლის სისხლია“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, ღვაწლმოსილი მოძღვარი აფხაზეთში, დრანდის მონასტერში აღესრულა. ერთ-ერთი საბუთის თანახმად, 1905 წლის 9 სექტემბერს იგი ცოცხალია, 1906 წლის 13 მარტს უკვე გარდაცვლილებში იხსენიება. მისი განსვენების ადგილი ამ ეტაპზე უცნობია. მღვდელ-მონაზონი კალისტრატე ავტორია რამდენიმე თხზულებისა. ესენია: „წმიდა დავით გარესჯელის უდაბნო“, თბილისი, 1884წ. (ექ. ხელაძის სტ.); „კაცი ზეცისა, ანგელოსი ქვეყნისა“, თბილისი, 1887წ.; „სიმდიდრის ბურჯი და ახალი წელიწადი პირველი ენკენისთვე, ახალი-სენაკი, 189ვწ. (კ. თავართქილაძის სტ.); „ხოპის მონასტერი და მისი ისტორიული წყარო 1089-1125წწ“. ახალ-სენაკი, 1894წ. (კ. თავართქილაძის სტ.). მას ასევე გამოქვეყნებული აქვს მრავალი საინტერესო სტატია XIX ს-ის II ნახევარსა და XX ს-ის დასაწყისში გამომავალ ქართულ პრესაში.