სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12012

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
დავით გარეჯის მონასტრის აოხრება 1851 წელს დავით გარეჯის მონასტრის აოხრება 1851 წელს
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

დავით გარეჯის მონასტრის აოხრება 1851 წელს

დავით გარეჯის მონასტრის აოხრება 1851 წელს
დავით გარეჯის უდაბნო XVIII საუკუნესა და XIX ს-ის | ნახევარში ლეკთა მუდმივი შემოსევებისა და რბევის ადგილად იქცა. მოთარეშეები ანადგურებდნენ მონასტრებს, ბერთა სენაკებს, იტაცებდნენ ძვირფას ნივთებს, აწამებდნენ და ხოცავდნენ იქ მოღვაწე მამებს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბევა და აოხრება 1851 წლის 18 ივლისს მოხდა. ლირსი გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი იმ პერიოდში დავით გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ. არსებობს რამდენიმე გადმოცემა და ვერსია ამ დღესთან დაკავშირებით, რომლებიც იქ მოღვაწე მამებმა შემოგვინახეს, ასევე  საარქივო მასალა, რომელიც საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაშია დაცული. ისინი ოდნავ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მღვდელ-მონაზონ ისააკის (დოღონაძე) ჩანაწერები: „დღესა ოთხშაბათსა, ჟამსა დღისასა იბ-ს (12 საათი), მონასტერსა შინა დავით გარეჯისასა დაბნელდა სრულიად მზე და გამოჩნდა ვარსკვლავნი ცისანი, უწინარეს ერთისა დღისა იგლოვა ცამან და ქუეყანამან უშჯულოთაგან მოოხრება წმიდისა მონასტრისა და ღირსთა მამათა და ძმათა უწყალო ტანჯვა უსჯულოთაგან. მასვე ჟამსა მეორესა დღისასა, ხუთშაბათსა, მოვიდენ მუნ მონასტერსა შინა უსჯულონი აგარიანნი, რიცხვით 16, აღჭურვილნი მხეცებრ განძვინებულნი. პირველად იწყეს ტაძრისა ყოვლადწმიდისა განძარცვად. შემდგომად მეორეცა ტაძარი განძარცვეს წმიდისა დიდისა ნიკოლოზისა და ყოველი ქონება და ჭურჭელი ამა ორთა მონასტერთა მიიტაცეს. და ჩუენ კრებულთა ერთბამად გვცვიდენ. შემდგომად ამისა იწყეს ძიებად დაფარულთა წიგნებთა და ვერარა იპოვეს. ამისა შემდგომად იწყეს ტანჯვად მამათა და ძმათა. პირველად იეროდიაკონი ოთარი უჩინოითა მახვილითა აღესრულა, შემდეგ იერომონაზონსა გერონტის თავი წარკვეთეს, სერაპიონ იერომონაზონსა უხეთქეს მახვილი თავსა და აღესრულა, გერმანე მწირმონაზონსა განუპეს მუცელი და მერმეთ თავი წარკვეთეს, ბესარიონ მწირმონაზონსა მყის თავი წარკვეთეს. სვიმონ დიაკონი, რომელი იყო ჭაბუკი ასაკითა, იწყო სილტოლვა და უჩინოითა მახვილითა ტყორცნილმან ვერღარა უძლო სვლად და მერმეთ თავი წარკვეთეს. ხოლო რომელი იყო მიხაილ, დუმილით შეწყნარებული და ფრიად მორჩილი კრებულისა და მონასტრისა, სხვათა უმეტეს სტანჯეს, შეჰკრეს რა საბლითა და მიჰყავდათ, ხოლო მან მგხურმვვა უსჯულოთა მათ და ამისა შემდგომად უხეთქეს თავსა მახვილი, შემდგომად მუცელი განაპეს და  დასჭრეს უწყალოდ. პირველად აღსრულებისა მათ ღირსთა მამათა გარდამოხდა ნათელი დიდი და დაადგრა გვამებსა წამებულთა მათ ჭეშმარიტად მორწმუნეთაგან უეჭველი და ურწმუნოთა იჭვნეული და იხილეს რა უსჯულოთა განსაკრთომელი ხილვა ესე, არა თუ შეიკდიმეს, არამედ სთქუეს, ცეცხლი გარდამოხდაო მათდა და1 საწველადო. ეჰა უგბილსა განგესლებულსა გონებასა მათ უსჯულოთასა და დაბნელებულსა სჯულსა მათსა. ხოლო სახელები წამებულთა მათ ესე არს: ორნი იერომონახნი გერონტი და სერაპიონ, ორნი მწირმონაზონნი გერმანე და ბესარიონ, ორნი იეროდიაკონნი ოთარ და სიმეონ, ხოლო მეშვიდე მათ თანა უკანასკნელი წამებული მიხეილ -–– ერისა უწყებისა. ესენი იყვნენ რა სხვათა და სხვათა ადგილთაგან შემოკრებილნი. გერონტი კახეთისა, სერაპიონ იმერეთისა, მიხაილ (უნდა ეწეროს გერმანე -– გ.მ.) ქართლისა რცხილოვანისა, ბესარიონ რაჭისა, სიმონ იეროდიაკონი იმერეთისა, ოთარ და მიხაილ ტფილისის ქალაქისა. ღირს არიან იგინი შემდგომად ხორცთა გარყვნისა აღმოხმად ძვალთა მათთა და დადებად პირველ წამებულთა ღირსთა მამათა... და დღესასწაული მათი იხსენიებოდეს წლითი წლად. მე, უღირსმან, დიდისა მონასტრის გაენათისამან ისააკ, რომელი მეცა ტყუედ მყოფი ვიყავ მათ თანა, რომელი ვხედავდი თვალითა დავსწერე წამება წმიდათა მამათა უმეტნაკლოდ შემოკლებული ისტორია ესე“. (მამა ისააკი ოთარისა და სვიმონს რატომღაც იეროდიაკვნებად ახსენებს, თუმცა სინამდვილეში ისინი მორჩილები იყვნენ -– გ.მ.) მორჩილი სფირიდონ გძელიევის/გძელიშვილი (შემდგომში –– მლვდელ-მონაზონი სვიმონი) მოგონებები: „ჩყნა-სა (1851) წელსა თვესა ივლისის 18-სა დღესა, ჟამსა მწუხრისასა, მოიწივნეს უსჯულონი ლეკნი უდაბნოსა წმიდისა დავითისასა, გარეჯად წოდებულსა, თავსა ყარაიისასა, რათამცა
22-1  საპატრიარქოოს უწყებანი N22 4-10 ივნისი 2015წ გვ.18
დავით გარეჯის მონასტრის აოხრება 1851 წელს (გაგრძელება)
წარტყუენონ იგი და ვითარცა მოვიდნენ, იხილეს უღმრთოთა მათ, რომელ არა აქუნდათ ღირსთა მამათა საჭურველი. მაშინ იქმნა საწადელი მათ უღმრთოთა. მაშინ ეწყუნენ და შეიპყრნეს რომელნიმე  მათგანნი და რომელნიმე ივლტოდნენ არა თუ მონაზონნი, არამედ მორჩილნი და შეიპყრეს ღირსნი მამანი და იქმნა დენა და ღვრა სისხლისა და წარწყმედა ცხოვართა, რომელთაცა არა ჰყუანდათ დროსა მას მწყემსი და არცა მცუელნი, რათამცა დაცულ ქმნილ-იყუნენ და არა წარტყუენილ... და  მოკლეს სანატრელი მღუდელ-მონაზონი გერონტი, კაცი ფილოსოფოსი, განთქმული ყოველთა შორის, სრული მგალობელი, იყო სანატრელი იგი მდებარე სარეცელსა ზედა უძლური და მოხუცი ფრიად, და არა ძალედვა, არამედ დაითხია სისხლი მისი, ვითარცა სისხლი ლტოლვილის ზაქარიასი
ძისა ბარუქისა, რომელი მოიკლა საკურთხეველსა შინა; ეგრეთვე შეიპყრეს მამა მღუდელმონაზონი სერაპიონ, დაუხეთქნეს მახვილითა ორპირითა თავი და გარდამოსწვეთდა სისხლი ვითარცა ღვარი ნაპრალისა და იღებებოდა სპეტაკი თმა თავისა და წვერი მისი და იქსოებოდა პორფირი მეწამული მისთვის; კვალად შეიპყრნეს მწირმონაზონი გერმანე და ბესარიონ და მოკლეს იგინი. კუალად მოკლეს სანატრელი მიხაილი ქართველოვი, რომელმან დუმილით და ფრიადი მორჩილებითა აღასრულა ცხოვრება თვისი, კუალად მოკლეს მორჩილი ოთარ საბერო ელიოზოვი; კუალად მოკლეს სვიმონ მოსწავლე ლომიძე და დაითხივა სისხლი იმათი და განავრცო პირი მიწამან, ვითარცა მწყურვალმან და შესვა, ვითარცა მწყურვალმან და ძველთაგან ჩვეულმან და შემდგომ ამათსა წარიყუანეს ტყუედ მღუდელმონაზონი მაკარი და ისაკი და იეროდიაკონი სერგი, მოსწავლე დავით დოლმაზოვი, რომელიც არს დღეს მუნ უდაბნოსა შინა მღუდელ-მონაზონი. ესე გადარჩა აღმოკვეთილსა კლდესა ქვეშე და ორნი მოსწავლენი ივლტოდეს და გადარჩნენ მშვიდობით, რომელ დღესაც ცოცხალ არიან, ერთი ქვემო ხანდაკის მღუდელი ალექსი ყანდარელი და ჭუკა დალმაშვილი ნათლისმცემელსა შინა მივიდნენ და მოითხრესამბავი ესე. და ოდესცა მოაოხრეს ყოველივე, დალეწეს წმიდანი ხატნი, ოქრო და ვეცხლი განძარცვეს და წმიდანი სახარებანი,და წმიდანი ტრაპეზნი და შესამოსელნი, ძვირფასნი. ესე ყოველნი იავარ ყვეს და არავითარი რაიმე უტევეს, გარნა წმიდის დავითის საფლავის ეკლესია ვერ ჰპოეს და დაშთა უვნებელად. და იყო ბნელი ღამე და წარვიდნენ ტყვეებითურთ, შვიდნი მოსწვიდნეს და შვიდნი წარიყუანეს. ოდეს მივიდნენ თვისსა საბანაკოსა ალაგსა ყარაიად წოდებულსა და დაბანაკებულ იქმნენ უსჯულონი იგი ლეკნი, იყო ღამესა მას დიდი საკვირველი და განსაცვიფრებელი ჩვენება, რამეთუ გარდამოხდა ნათელი უდაბნოსა მას და განათლდა უკუნი ბნელი და იქმნა ხილვა ამა ნათლისა სოფლებთაგანაც; და ვითარცა იხილა დავით მოსწავლემან კლდის აღმოკვეთილიდგან, რომელი იყო დამალულ, სინათლე დიდი, ესრეთ გონებდა ,ვითარმედ აღანთეს სანთელიო და მეძიებდენ მე და დამალულთა სხუათაცაო, შეშინდა ფრიად და მასვე ესმოდა ხმა მამა სერაპიონისა, რომელი იყო ფრიად დაჭრილი და კუნესოდა და ოდესაც დასცხრა სანატრელი სერაპიონ და მიიძინა საუკუნო ძილითა, მაშინ ჩაქრა ნათელი იგი და იქმნა ბნელი... ხოლო სხვანი ორნი, რომელნი ლტოლვილ იყვნენ, მივიდნენ უდაბნოსა ნათლისმცემელისასა და მიუთხრეს და მიერ წარვიდეს და მიუთხრეს სოფლად მყოფსა არქიმანდრიტს იოანეს ავალოვს განსაცდელი იგი და ვითარცა ესმა წინამძღუარსა და სხუათა მკვიდრთა სოფლისათა, იქმნა ზახილი, ტირილი და ვაება ყოველთა მსმენელთა მიმართ. ოდეს მივიდა არქიმანდრიტი და იხილა ბაკი იგი ცხოვართა თვისთა აოხრებული და ცხოვარნი მომწყდარნი
და წარყუანებულნი და რომელნიმე განბნეულნი მგელთაგან, სტიროდა ფრიად, სტიროდა ეგრეთვე არქიმანდრიტი იოანე ჯორჯაძე და მონაზონნი იოანე ნათლისმცემლის მონასტრის და კრებულნი და დაიფხვრიდენ თმათა თავისა მათისათა: და აღიღეს სანატრელნი გუამნი და შემურეს და დაფლეს სამარხოსა მამათა ჩუენთა წინაპარ ყოფილთა ამა უდაბნოსა შინა, ეკლესიასა თანა ღირსის დავითისასა გარეთ, პირისპირ სასაფლაოსა მისსა შვიდნი იგი ერთად და არიან მომლოდნეღნი მოხსენებისა და მოელიან მომავალსა უფალსა იესოს და იქმნება მაშინ წინაშე მისსა მოხსენება მომხსენებელთაცა მათთა (მათი აღსასრულიდან 144 წლის შემდეგ, 1995 წლის 17-18 სექტემბრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის გაფართოებულ სხდომაზე, ეს კრებული წმიდათა დასში შეირაცხა -– გ. მ.). ესე ყოველივე შემთხუევა ჩემ მიერ არა ხილულ არს, გარნა მხილველ ვარ ტყუედ ყოფილთა მამათაგანისა, იეროდიაკონის სერგისა, რომელი აქავე იყო უდაბნოსა შინა და გარდაიცუალა. იგი მრავალს იტყოდა, გარნა მე მცირე დავწერე, მღუდელ-მო- ნაზონი ისააკი ვიხილე გენათის მონასტერსა შინა.და მანცა მიამბო ყოველი, გარნა მე არა ძალმედვა აღწერად ყოვლისა, რასაცა ამბავსა იტყვიან იმ დროს მხილველნი, აქავ დავით გარესჯის უდაბნოსა შინა იმ დროს დამსწრე და მხილველი მღუდელ-მონაზონი დანიელ, რომელიცა მითხრობდა მრავალთა და მე აღვწერე აქა“. 1851 წლის 25 ივლისს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ავალიანი) წერდა სინოდალურ კანტორას: „1851 წლის 18 ივლისს საღამოს 6 საათზე, მონასტრის ერთ-ერთმა მოსწავლე ილია მჭედლიშვილმა ეზოში დაინახა რამდენიმე ადამიანი, შევიდა მონასტერში და მოახსენა, რომ იქ იდგნენ უცხო ადამიანები. რის გამოც მაშინვე ჩაკეტეს დიდი კარები. შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ, ლეკებმა უპასუხეს, რომ უნდოდათ წყლის დალევა. მონასტრის ხაზინადარმა გადაა-
22-2  საპატრიარქოოს უწყებანი N22 4-10 ივნისი 2015წ გვ.19
დავით გარეჯის მონასტრის აოხრება 1851 წელს (გაგრძელება)

წოდა მათ წყალი დასალევად. ამავდროულად, აღმოსავლეთი მხრიდან ლეკები მოადგნენ ერთ-ერთ კარებს, შეშინებული ხაზინადარი შევარდა თავის კელიაში. ერთ-ერთმა მოწაფემ აიღო იარაღი თავის დასაცავად, მაგრამ ლეკებმა სწრაფად დაჭრეს ის ფეხში და ამის შემდეგ შეამტვრიეს ორივე კარი. ამ დროს მონასტერში იმყოფებოდნენ 9 მონასტრის წევრი და 7 მოსწავლე. აქედან ორი მოსწავლე ალექსი ყანდარელი და გიორგი დალბაშვილი წასული იყვნენ წყლის მოსატანად და როგორც კი დაინახეს ესეთი ამბავი, მაშინვე გაიქცნენ მაშველის დასაძახებლად ნათლისმცემლის მონასტერში. ორმა მოწაფემ -- საბა გილაშვილმა და ილია მჭედლიშვილმა მოასწრეს კიბის ქვეშ არსებულ ორმოში დამალვა, ხოლო დავით დოლმაზაშვილმა მოასწრო დამალვა დიდ ეკლესიაში. ტყვედ აიყვანეს: ხაზინადარი მღვდელ-მონაზონი მაკარი, მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე), დიაკვანი საბა გველესიანი, მიხეილ დოლმაზაშვილი,ვასილ მოსიაშვილი, ხოლო დანარჩენი -- მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე), მღვდელ-მონაზონი გერასიმე (გერონტი ვაჩნაძე), ბერი გერმანე, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი, ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი, მიხეილ ქართველიშვილი და მოსწავლე სვიმონ ლომიძე დახოცეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კარები შეამტვრიეს, ტრაპეზის მორთულობა, საეკლესიო შესამოსელი და ტაძრის ინვენტარი დაიტაცეს. აღსავლის კარები დაამტვრიეს“. აქვე მოგვყავს მცირედი ბიოგრაფიული ცნობები აქ აღსრულებული ზოგიერთი წმიდანის შესახებ. დიდება ღმერთს, რომ ჩვენი ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებს ზეციურ წმიდა დასს და მეოხებას ითხოვს მათგან. მღვდელ-მონაზონი გერასიმე, ერისკაცობაში გრიგოლი, 1781 წელს კახეთში, სოფ. კარდენახში თავადის ოჯახში დაიბადა. იყო უკანონო შვილი ეროვნული გმირის, სვიმონ ბებურიშვილი-ვაჩნაძისა, რომელიც ღრმად მოხუცებული მოკლეს რუსებმა 1812 წლის თებერვალში, ყარაღაჯის ციხის აღების დროს. 1792 წელს პატარა გრიგოლი მამამისმა გაუგზავნა ბოდბელ მიტროპოლიტ იოანეს (მაყაშვილი), წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტერში გასაზრდელად. იმ პერიოდში ბოდბის მონასტერში ლოტბარობდა ჩინებული მგალობელი, მღვდელი საბა ათანელაშვილი, რომელიც თავის ძმისწულებს გალობას ასწავლიდა. პატარა გრიგოლმა გარედან ყურის გდებით მშვენივრად შეისწავლა გალობა სხვებზე უკეთესად. იმ ხანებში რალაც საქმეზე მეუფე იოანესთანსტუმრად მივიდა ერეკლე II-ის კარის ეკლესიის არქიმანდრიტი გერონტი (სოლოღაშვილი) და საყდრის „სამხროში“ ყური მოჰკრა, თუ როგორ მშვენივრად ღიღინებდა პატარა გრიგოლი ტროპარს  „ცისკარსა მსთვად მოვიდა“. შინ შესულმა არქიმანდრიტმა  გერონტიმ ნახა, რომ მამა საბა თავის მოწაფეებს აგალობებდა სწორედ ამ საგალობელს და ძალიან უჭირდათ დასწავლა. სადილად რომ დასხდნენ, მამა გერონტიმ იკითხა გრიგოლის ვინაობა და სთხოვა იოანბოდბელს, მოეყვანათ იგი. მამა გერონტიმ უბრძანა: აბა, წეღან რომ გალობდი საყდართან, აქაც იგალობე, შვილო! პატარა გრიგოლმა თამამად დაიწყო და იგალობა შეუშლელად სრული „ცისკარსა მსთვად“. თვით გერონტიმ ბანი მიაყოლა, საბამ მოძახილი. გაკვირდნენ იოანე ბოდბელი და საბა, გარედან ყურის გდებით ასე მალე როგორ დაისწავლაო. მეუფემ ერთი აბაზი აჩუქა და თავზე ხელი გადაუსვა წაქეზების ნიშნად. სადილის შემდეგ მამა გერონტიმ სთხოვა ბოდბელს, ეს ბავშვი მე მომეცი, წავიყვან და ჩემი სულის გულისთვის გავზრდიო. დათანხმდა მეუფე იოანე და მამა გერონტიმ პატარა გრიგოლი დავით გარეჯის მონასტერში მიიყვანა, სადაც ხუთ-ექვს წელიწადში საფუძვლიანად შეასწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1802 წლის 6 ივნისს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) ანაფორა უკურთხა და თავის მოძღვრის საპატივსაცემოდ სახელად გერონტი უწოდა. ამავე წელს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) იგი დიაკვნად აკურთხა. მამა გერონტი მრავალი წელი უარს ამბობდა სამღვდელო ხარისხის მიღებაზე, თუმცა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც აღესრულნენ მოხუცი მღვდელმონაზვნები, იგი დათანხმა ხელდასხმაზე. 1832 წლის 6 ივნისს მლვდელ-მონაზონმა თეოფანემ (მაჩაბელი) ბერად აღკვეცა და სახელად გერასიმე უწოდა. ამავე წლის 14 სექტემბერს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა მოსემ (ბოგდანოვ-პლატონოვი) მღვდლად დაასხა ხელი. როგორც გარეჯში მოღვაწე მამები გადმოგვცემენ, მამა გერასიმეს ძალიან უყვარდა ღვინის სმა
22-3  საპატრიარქოოს უწყებანი N22 4-10 ივნისი 2015წ გვ.20
დავით გარეჯის მონასტრის აოხრება 1851 წელს (დასასრული)
 და 1840 წელს სმისაგან ხმა წასვლია. 1843 წლის 26 ივნისს გარეჯის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანეს (ავალიანი) თხოვნით, გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) მამა გერასიმე თბილისში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანა და საუკეთესო ექიმები მიუჩინა, ხმა რომ დაბრუნებოდა. ექიმების გულმოდგინე მკურნალობის შემდეგ, როგორც იქნა ხმა დაუბრუნდა, მაგრამ სასტიკად აეკრძალა ღვინის დალევა. გახარებულმა მეუფე ნიკიფორემ მოსწავლეები ჩააბარა და რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი მონდომებით ამეცადინებდა ბავშვებს. 1849 წელს, თავისი თხოვნით, მამა გერასიმე ისევ დავით გარეჯის მონასტერში დააბრუნეს, სადაც მალევე სმა დაიწყო, რის შემდეგაც კვლავ დაკარგა ხმა. ეს ტკბილი მოხუცი მოძღვარი, შესანიშნავი მგალობელი, მწერალ-მწიგნობარი, ხუროთმოძღვარი და მეჩუქურთმე 1851 წლის 18 ივლისს ლეკებმა აწამეს დავით გარეჯის მონასტრის კრებულის სხვა წევრებთან ერთად და თავი მოჰკვეთეს. მღვდელ-მონაზონი სერაპიონი ბაში სვიმონ ლომიძე 1789 წელს იმერეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ადრეული ასაკიდან ისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. დაოჯახების შემდეგ, 1812 წელს ქუთათელი მიტროპოლიდც წმ. დოსითეოსის (წერეთელი)  ლოცვა-კურთხევით ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გაუჩნდა სურვილი, ბერად შედგომისა და ამ მიზნით 1818 წელს დავით გარეჯის მონასტერში მივიდა, სადაც სამწლიანი მორჩილება გაიარა. 1821 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) საგარეჯოს მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურად დანიშნა. 1830 წლის 3 ივნისიდან საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) ლოცვა-კურთხევით, დიაკვანი სვიმონი დავით გარეჯის საძმოში განამწესეს. 1843 წლის 25 ნოემბერს დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იოანემ (ავალიანი) თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას მამა სვიმონის ბერად აღკვეცისა და მღვდლად ხელდასხმის თაობაზე, თანხმობის მიღების შემდეგ, 1843 წლის 27 დეკემბერს არქიმანდრიტმა იოანემ ბერად აღკვეცა და სახელად სეპარიონი უწოდა. 1844 წლის 4 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟანოვი) მლვდლად დაასხა ხელი. ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი 1792 წელს რაჭაში გლეხის ოჯახში დაიბადა. 1809 წელს დავით გარეჯის მონასტერში მიიღეს. ამავე წელს არქიმანდრიტმა ილარიონმა ანაფორა უკურთხა და სახელად ბესარიონი უწოდა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.12.2025
ბოლო რედაქტირება 15.12.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0