მღვიმევის დედათა მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. მღვიმევის მახლობლად მდებარეობს. მონასტერში მოხვედრა ქ. ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით. „ყვირილის იქით და აქით კიდენი არს ფრიად მაღალი კლდე და არიან მის შინა ქუაბნი მრავალი, გამოკვეთილი სახიზნედ და შეუვალი მტრისაგან და საკვირველი, ვითარ უქმნიათ დადგა ესენიცა ჟამსა ყრუსა“ -- წერს ვახუშტი ბატონიშვილი (ქართლის ცხოვრება, ტ. IV). მონასტრის აშენებაზე რაიმე ლეგენდა და არც ზეპირ-გადმოცემა ხალხში არ არის შემორჩენილი, მხოლოდ ამბობენ, რომ უხსოვარ დროს, როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ურჯულო მტრები მოსვენებას არ აძლევდნენ, ორი მართლმადიდებელი ბერი შორიდან გამოქცეულან, მოსულან ამ მიუდგომელ ციცაბო კლდეზე, გამოუჭრიათ
ეს პატარა ეკლესია და თავის სადგომები, დაყუდებულან აქ ეს წმიდა მამები და აქვე განმარტოებით დაულევიათ თავის წმინდა ცხოვრება (ჟურნალი
„მწყემსი“ 1899წ. N11, გვ. 14). მონასტრის ეკლესია XIII ს-შია აშენებული რაჭის ერისთავ რატი კახაბერისძის მიერ. მთავარი გამოქვაბული 35 მ-ის სიღრმეზეა შეჭრილი კლდეში. შესავალში მისი სიგანე საშუალოდ 20-22 მ-ს შეადგენს, ხოლო სიღრმეში თანდათან ვიწროვდება. გამოქვაბულის შესავლის აღმოსავლეთ ნაწილში დგას ორნავიანი ბაზილიკა, მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ეკლესიის შიდა კედლები მოხატულია. ჩრდილოეთის კედლის ფრესკებს აქვს წარწერა, საიდანაც ჩანს, რომ აქ გამოსახულნი არიან რაჭის ერისთავები -– ნიანია კახაბერიძე, მისი მეუღლე რუსუდანი და მონასტრის აღმშენებელი რატი კახაბერიძე. აქვე არის წარწერა: „რატი კახაბერიძე ამ ეკლესიისა აღმშენებელი, რაჭის ერისთავი კახაბერიძე რატი, მეუღლე მათი რუსუდან, კახაბერიძე ნიანია“. მღვიმევის მხედრული და ასომთავრული ფრესკული წარწერები უკავშირდება ამშენებელთა პორტრეტებს. წარწერაში დასახელებულ კახაბერიძეთა გვარი კარგადაა ცნობილი ძველ ქართულ წყაროებში. რაჭის ერისთავების მაღალი
წოდება კახაბერიძეებს, მატიანების მიხედვით, უკვე თამარის მეფობისას ჰქონდათ. ამ დროიდან მოყოლებული XIII ს-ის 80-იანი წლების დასასრულამდე, თითქმის ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ისინი რაჭის მმართველები არიან. კახაბერისძეთა
ასული გვანცა, როგორც ცნობილია, დავით გიორგი ლაშას ძის მეუღლე და მეფე დემეტრე თავდადებულის დედა იყო. იგი მონღოლებმა აწამეს (გაზეთი „ივერია“ 1889წ. N170, გვ. 3). გამოქვაბულის შესავლის მეორე მხარეს დგას პატარა ეკლესია, VI ს-ის ძეგლი, რომელიც წმ. ეკატერინეს სახელობისაა. იგი მთლიანად კლდეში არის გამოკვეთილი და მხოლოდ ფასადი აქვს თლილი ქვისაგან ამოშენებული. ფასადი მორთულია
ქართული ორნამენტებით. გამოქვაბულის სიღრმეში წყაროა. მღვიმის მთავარი გამოქვაბულის ორივე მხარეს ბევრი გამოქვაბულია. ისინი გამოყენებული ყოფილა მონასტრის მსახურთა თავშესაფრად.
მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა დიდი ზომის ხატები: ვედრების კომპოზიციის სამი დიდი ხატი (ლვთისმშობლის, ქრისტესა და
იოანესი) და ცალკეული ხატები: მაცხოვრის, ჯვარ-
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12 7-13 აპრილი 2016წ გვ.20
მღვიმევის მონასტერი | ნაწილი (დასასრული)
ცმისა და სხვა. ეს ხატები XIს. შემოქმედების თვალსაჩინო ნიმუშებია. რადგან სამონასტრო სალაროები არ იყო სათანადოდ დაცული, მრავალი ნივთი გატაცებული იქნა ამ ეკლესიებიდან მოწესრიგებული არ იყო მათი მოვლა-პატრონობის საქმეც, რის გამოც ბევრი ნივთი დაზიანდა. ადგილზე არ ტარდებოდა ამ ძეგლთა აღრიცხვა, ამიტომ ბევრი დაღუპული ძეგლის სახელი ჩვენთვის უცნობი დარჩა. ასეთი ბედი ეწვია მღვიმევის მონასტრის ზოგიერთ ხატსაც. მონასტერში, დღემდე მოღწეულ ხატებთან ერთად, კიდევ რამდენიმე, იმავე პერიოდის, სხვა ხატიც რომ იყო მოთავსებული, ამის დამადასტურებელია დღემდე ადგილზე დარჩენილი ხის კანკელის კარის მოჭედილობა. დაცვისა და შენახვის მიზნით, 1923/24 წლებში კომუნისტურმა ხელისუფლებამ ზემოაღნიშნული ხატები მონასტრიდან თბილისში ჩაიტანა და პირველად სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების კაბინეტში, შემდეგ კი „მეტეხის“ მუზეუმში გადაიტანა, რომლის ბაზაზეც დაარსდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. ამჟამად ხატები ინახება ამ მუზეუმის სეიფში (რუსუდან ყენია „მღვიმევის მონასტრის ეკლესიის საკურთხევლის კარის მოჭედილობა“ ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“, 1969წ., კრ. 18, გვ. 22-27). საუკუნეების მანძილზე მღვიმევის მონასტერში ბერები ცხოვრობდნენ. XVIII ს-ის 70-80-იან წლებში მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი დიონისე, რომელიც რამდენიმე საეკლესიო საბუთში იხსენიება (ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. IV, 1950წ. გვ. 129-135). 1789 წელს მონასტრის წინამძლვრად არქიმანდრიტი იოანე დაინიშნა. იგი გახლდათ უკანასკნელი წინამძღვარი, რომელიც იმერეთის უკანასკნელ მეფე წმ. სოლომონ II-ის დროს მოღვაწეობდა და მოესწრო რუსული საეკლესიო მმართველობის დამყარებას. არქიმანდრიტი იოანეც იხსენიება რამდენიმე სიგელ-გუჯარში. მას ასევე რამდენიმე საეკლესიო ნივთი აქვს შეძენილი და შეწირული აღნიშნული მონასტრისთვის. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ ტრაპეზზე დასვენებული პატარა ხელნაწერი სახარება ვერცხლის ყდით, ოქროში დაფერილი. სახარებას ბოლო ფურცელზე ჰქონდა მინაწერი: „ეს წმიდა სახარება ვახანის
ციხე რომ აიღო ლეკმა ხუნძახალმა, მაშინ აეტანათ ახალციხეს და იქ მიეყიდნათ ურიისთვის, იქიდამ ურიამ ჩამოიტანა და ანა დედოფალს
მიჰყიდა და შემდეგ აქ მღვიმევს რომ ბრძანდებოდა, მაშინ ცხენი მთხოვა და მივართვი ამაში და ის ცხენი ბატონ სახლხუცესის ზურაბ წერეთლის ნაბოძები მყავდა. მოვიტანე სახარება ეს და შევამკობინე წმიდა მაცხოვარო მღვიმისაო და დავასვენე წმიდა ტრაპეზსა ზედა ოქროთ ცურვილი ესე სახარება თავისი სამკაულითა და ვინც გამოწიროს, იყოს წყეულ და შეჩვენებულ ორსავე საუკუნესა ცხოვრებას. 1813 წელსა. უღირსი
ბერი იოვანე არხიმანდრიტი“ (ჟურნალი „მწყემსი“ 1886წ. #6, გვ. 4). არქიმანდრიტი იოანე 1819 წლის 6 ნოემბერს გარდაიცვალა („ძველნაბეჭდი
ქართული გამოცემები“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციის აღწერილობა, თბილისის 2010წ. ტ.II, გვ. 291).
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 14-20აპრილი 2016წ გვ.17
მღვიმევის მონასტერი II ნაწილი
მღვიმევის მონასტრის მომდევნო წინამძღვარი, იღუმენი სვიმონი (ავალიანი, 1783-1847) გახლდათ. იგი აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა. აღზრდილი იყო ხონის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარში. 1805 წლის 3 აგვისტოს ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) ბერად აღკვეცა და სახელად სვიმონი უწოდა. ამავე წლის 15 აგვისტოს დიაკვნად აკურთხა. 1812 წლის 20 მარტს მეუფე დავითმა მღვდლად დაასხა ხელი. 1821 წლის 6 აგვისტოს დაინიშნა მღვიმევის სავანის წინამძლვრად და ამავე წლის 15 ნოემბერს
13-1 საპატრიარქოს უწყებანი N13 14-20აპრილი 2016წ გვ.18
მღვიმევის მონასტერი II ნაწილი (გაგრძელება)
იღუმენის წოდება მიენიჭა (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N8147). 1828 წლის აღწერის თანახმად, მონასტერში მსახურობდნენ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებიც. ესენი იყვნენ: დეკანოზი იოანე ვაშაძე, მღვდელი გიორგი ვაშაძე, მღვდელი გიორგი ვაშაძე, დიაკვანი სვიმონ ვაშაძე (სსცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N2413).
1847-1858 წლებში მონასტრის წინამძღვარი იღუმენი იოსტოსი (წერეთელი) იყო. იგი აზნაურ ზურაბ წერეთლის ოჯახში დაიბადა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი სხვავის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში ისწავლა. 1816 წლის 8 ივლისს ამავე მონასტერში წინამძღვარმა არქიმანდრიტმა პანტელეიმონმა ბერად აღკვეცა და სახელად იოსტოსი უწოდა. 1816 წლის 13 დეკემბერს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა. 1827 წლის 12 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი. 1840 წლის 15 სექტემბერს სხვავის მონასტრის წინამძღვრის, არ–
ქიმანდრიტ პანტელეიმონის ავადმყოფობის გამო, დაევალა მონასტრის გამგებლობა და რაჭის მაზრის საეკლესიო ქონების მმართველობა. 1847 წლის 26 მაისს იმერეთში, მღვიმევის მონასტრის წინამძღვრად
გადაიყვანეს. იღუმენმა იოსტოსმა ბევრი იღვაწა მონასტრის კეთილდღეობისთვის. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელი შორაპნის მაზრაში. 1857 წლის ივლისში, მისი ავადმყოფობის გამო, იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) დროებით მონასტრის წინამძღვრად ჯრუჭის მონასტრის მღვდელ-მონაზონი სერაპიონი დანიშნა. რამდენიმე თვეში გამოჯანმრთელებულმა მამა იოსტოსმა კვლავ ითხოვა წინამძღვრად დაბრუნება, რაზედაც მეუფე აღარ დათანხმდა. ამასთან დაკავშირებით, 1857 წლის 11 ოქტომბერს მღვიმევის მონასტრის ყმებმა, ორასმა კომლმა, თხოვნით მიმართა საქართველოს ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსი). რადგან მათ წერა არ იცოდნენ, წერილი თავადმა გრიგოლ წერეთელმა დაწერა: „ჩვენ ძველის დროითგან გვაქვს ჩვეულება რომელ მონასტერსა შინა ჩვენსა, მდგომარეობდა წმიდა გვამნი წინამძღვრად და მმართველად მონასტრისა, ვითარცა მონასტრის ეგრეთვე ჩვენდა მზრუნველად და მცველად, გარნა უკანასკნელსა დროს ვიდრე ცხრის თუ ათის წლის განმავლობაში მდგომარეობს იღუმენი იოსტოს მამა მფარველად ჩვენდა და წარჩინებულ მზრუნველ და შემძენ მონასტრისა, რომელიცა მრავალშეძენა და ზრუნვა აღმოჩენილ არს მის იღუმენის იოსტოსისაგან როგორც მონასტერზედ, ეგრეთვე სხვადასხვა პირთგან დაჩაგრულ ჩვენზედა; გარნა არცა ვიეთმე მამათაგანნი პირნი არას ოდეს გარდაყვანებით არა გამოგვცვლია თვინიერ სიკვდილისა, ხოლო ვდგომარეობდით ვიდრე აქამომდე ესრეთსა მშვიდობიანობასა შინა, მაგრამ ახლა კი შთავარდით ნაკლულევანებასა შინა მით, რომელ არა კეთილმსურემან მისმა და ეგრეთვე მონასტრისა ამის მღვიმისა, შეაცდინა ვითარცა კეთილი და მართალი კაცი და შეატანია თხოვნა მისს ყოვლად უსამღვდელესობისადმი იმერეთის ეპისკოპოსის გერმანესადმი გარდადგომისათვის ჩვენის მღვიმის მონასტრისა და განწესებაი უბრალოსა ადგილს ჭელიშის მონასტერში, რომელზედაც სურვილი მამა
იოსტოს სრულიად აქა ქონიეს. ამისათვის უმორჩილესად შევთხოვთ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ბრძანოთ ვისდამიც ჯერ იყოს დატევება ზემორე განცხადებულის იღუმნის იოსტოსის ამავე მონასტერზე იმა პატივის დებისა უმეტეს, რომ მან დასდვა ფრიადი ღვაწლი ხსენებულს მონასტრისათვის შეძენითა სხვადასხვა მამულებისა, ნივთებისა და ხიდების საჭირო იმა მონასტრისათვის სულ შეძენილი მის მიერ მისის საკუთრებისაგან შეადგენს უმეტეს ექვსასის მანეთისა და თუმცა ისაავ მამა
იოსტოს არ იქნა მობრუნებულ წინანდელს მის ადგილზე იქმნების შთავარდნილ უკიდურესს მდგომარეობასა შინა ვითარცა მონასტერი, თანასწორ ჩვენცა ყმანი იმა მონასტრისა და როგორც ჩვენ ვხედავთ ეხლად განწესებულს იმა მონასტრის წინამძღვრად სერაპიონ ჩიკვაიძეს არა აქუს სრულიად სურვილი როგორც შემატების, გამშვენიერების იმა მონასტრისა, თანასწორ არცა მზრუნველობაი ყმებთათვის იმა მონასტრისა კეთილ წარმატებისა“ (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N17688). როგორც ზემოთ მოყვანილ წერილში ვხედავთ, მღვიმევის მამათა მონასტრის ბოლო წინამძღვარი გახლდათ სერაპიონ ჩიკვაიძე. იგი 1797 წელს საბატონო აზნაურის ოჯახში დაიბადა. სასულიერო განათლება ჯერ გოგნის მონასტერში, შემდეგ ალისუბნის ტაძრის მღვდელ ნიკოლოზ გიგაშვილთან მიიღო. 1818 წლის 25 მარტს გენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ალისუბნის მთავარანგელოზთა ტაძარში დანიშნა. 1854 წლის 25 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. მეუღლის გარდაცვალების გამო, 1856 წლის 1 ნოემბერს ბერად აღიკვეცა და ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტერში განამწესეს. 1857 წლის ივლისში დროებით დაინიშნა მღვიმევის მონასტრის მმართველად. 1858 წლის 6 ნოემბერს წინამძღვრად დამტკიცდა. 1860 წლის 17 ივნისს იღუმენის წოდება მიენიჭა. მილებული ჰქონდა ჯილდოდ ყირიმის ომის სამახსოვრო -–– ბრინჯაოს ჯვარი. 1865 წელს კაცხის ამაღლების მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც 1872 წლის 25 მაისს გარდაიცვალა (სსცსა, ფ, 489, აღწერა 1, საქმე #25423). 1865 წელს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით მღვიმევის მამათა მონასტერი დედათა სავანედ გადაკეთდა და იქ გაუქმებული სოხასტრის დედათა მონასტრის დედები გადავიდნენ. მონასტრის პირველ წინამძღვრად მონაზონი ქრისტინე (ოქროპირიძე), წმ. ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის ნათესავი დაინიშნა, რომელიც 1869 წლამდე განაგებდა მონასტერს. მონაზონი ქრისტინე, ერშიხორეშან ბერის ასული ოქროპირიძე, 1800 წელს გორის მაზრაში, სოფ. დოესში საეკლესიო გლეხის ოჯახში დაიბადა. საფლავზე აწერია, რომ გარდაიცვალა 63 წლის. ასევე 1864 წელს შედგენილ მის ნამსახურებათა სიაში იგი 55 წლისად მოიხსენიება. სასულიერო განათლება მცხეთის წმ. ნინოს დედათა მონასტერში მიიღო.
13-2 საპატრიარქოს უწყებანი N13 14-20აპრილი 2016წ გვ.19
მღვიმევის მონასტერი II ნაწილი (გაგრძელება)
1825 წლის 1 ნოემბერს ამავე მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1826 წლის 3 აპრილს ანაფორა უკურთხეს. 1846 წლის 1 დეკემბერს მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ქრისტინე ეწოდა. 1847 წლის 1 დეკემბერს ამავე მონასტრის ხაზინადრად აირჩიეს. 1853 წლის7 იანვარს სამთავროს მონასტრის მმართველად დაადგინეს და ამ თანამდებობაზე 1857 წლის 12 ივნისამდე იყო. 1859 წლის 9 იანვარს იმერეთის ეპარქიაში სოხასტერის დედათა მონასტრის წინამძლვრად გადაიყვანეს. 1867 წელს მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. სამწუხაროდ, მონაზონი ქრისტინე ვერ შეეგუა დასავლეთ საქართველოს კლიმატს, ხშირად ავადმყოფობდა და 1868 წელს ეპისკოპოს გაბრიელს ქართლში დაბრუნებაზე ნებართვა სთხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან ისევ სამთავროს დედათა მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 1872 წლის 31 მარტს. დასაფლავებულია მონასტრის ეზოში (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N23721; ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1906წ. N8-9, გვ. 17; ჭანიშვილი გია, „სამთავრო -- წმინდა ნინოს დედათა მონასტერი“ ქ. თბილისი 2008წ. გვ. 76; გვ. 201). მღვიმევის მონასტრის დედები ეწეოდნენ ზოგად ცხოვრებას (ტრაპეზი საერთო იყო). მონასტერში საეკლესიო სკოლის გახსნამდე არსებობდა ძველი მონასტრის ტიპის ქალთა სკოლა, რომელშიაც სწავლობდნენ ახალგაზრდა ქალები, ასწავლიდნენ წერა-კითხვას, ცოტ-ცოტა ანგარიშს, გალობას და ხელსაქმეს: კერვასა და ქარგვას. სწავლა იყო ჯგუფობრივი, გარდა ხელსაქმისა, ამას კი ცალ-ცალკე ოსტატები (მონაზვნები) ასწავლიდნენ, ზოგი მიტრებსაც კი აკეთებდა. როდესაც კარგად შეისწავლიდნენ დავითნს, ჟამნსა და სამოციქულოს, „კურსი“ დამთავრებულად ითვლებოდა. ამის შემდეგ ზოგი რჩებოდა მონასტერში, ზოგი კი უბრუნდებოდა ოჯახს და ძალიან მალე თხოვდებოდენ, რადგან ყველას ესახელებოდა განათლებული ქალის ოჯახში შეყვანა. მოწაფეთა რიცხვი უდრიდა 20-ვ30-ს. ასეთივე სწავლა-აღზრდის წესი ყოფილა სოხასტერის დედათა მონასტერში, საიდანაც ეს დედები გადმოვიდნენ (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე
N#2171, გვ. 1-2). 1869-1884 წლებში მონასტერმა ხუთი წინამძღვარი გამოიცვალა. ესენი იყვნენ: მონაზონი ათანასია, ერში -- ათინადორა ჯაფარიძე რაჭის მაზრაში, სოფ. სხიერში 1832 წელს აზნაურ დავით გიორგის ძისა და სალომე ოტიას ასულის ოჯახში დაიბადა. 1839-1846 წლებში სხიერის წმ. გიორგის ტაძრის მეტრიკულ ჩანაწერებში იგი მართას სახელით მოიხსენიება, ხოლო 1847 წელს შედგენილ სიაში ათინადორად იხსენიება. როგორც შემდგომში მისი ძმა, აზნაური გიორგი ჯაფარიძე წერდა, სახელი მართა შეცდომით იყო ჩაწერილი მეტრიკულ ჩანაწერებში. იცოდა ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა. 1864 წლის 21 იანვარს სოხასტერის დედათა მონასტერში მიიღეს. როდესაც მღვიმევის მონასტრის წინამძღვარმა, მონაზონმა ქრისტინემ იმერეთიდან წასვლა გადაწყვიტა, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი
სერაპიონი (ახვლედიანი) მღვიმევის მონასტერში მივიდა და მონასტრის კრებულს და დედა ქრისტინეს სთხოვა, დაესახელებინათ მომდევნო წინამძღვრის სახელი. დედებმა ერთხმად დაასახელეს მორჩილი ათინადორა, რომელიც 1868 წლის 28 აგვისტოს არქიმანდრიტმა
სერაპიონმა (ახვლედიანი) მონაზვნად აღკვეცა და სახელად ათანასია უწოდა. 1869 წლის 5 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვიმევის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. მან გაამართლა დედების ნდობა და ღირსეული წინამძლვარი გახდა. ზრუნავდა მონასტრის კეთილდღეობისათვის და ბევრი იღვაწა მის სასარგებლოდ. სამწუხაროდ, მასაც სუსტი ჯანმრთელობა აღმოაჩნდა და 1875 წლის 30 იანვარს, ადრეულ ასაკში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა (სსცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N2141 4). 1875 წლის 1 1 თებერვალს ეპისკოპოსმა გაბრიელმა, ვიდრე კრებული ახალ წინამძღვარს აირჩევდა, დროებით მონასტრის მმართველობა მონაზონ ელენეს (ჭუმბურიძე) მიანდო. ამავე წელს კრებულმა ახალი წინამძღვარი აირჩია. ეს გახლდათ მონაზონი ივლიანა, ერში -- ივლიტა ქუთათელაძე, დაბადებული 1833 წელს იმერეთში, აზნაურის ოჯახში. ეკუთვნოდა სასულიერო უწყებას. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1860 წლის 24 სექტემბერს სოხასტერის მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1865 წლიდან მღვიმევის დედათა მონასტერშია. 1870 წლის 13 დეკემბერს არქიმანდრიტმა სერაპიონმა (ახვლედიანი) მონაზვნად აღკვეცა და სახელად ივლიანა უწოდა. 1875 წელს მღვიმევის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს და ამ პოსტზე იგი 1878 წლამდე დარჩა. 1880 წლის 8 აპრილს მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს მონასტერში გადაიყვანეს (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N56364). მომდევნო წინამძღვარი, მონაზონი სალომე, ერ
13-3 საპატრიარქოს უწყებანი N13 14-20აპრილი 2016წ გვ.20
მღვიმევის მონასტერი II ნაწილი (დასასრული)
ში - სალომე თავდგირიძე, 1815/1820 წელს, გურიის სამთავროში, თავადის ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. კარგად იცოდა წმინდა წერილი და ჰქონდა პოეტური ნიჭი. როდესაც გარკვეულ ასაკს მიუახლოვდა, ცოლად გაჰყვა სენაკის ოლქის, სოფ. საჭილაოს მკვიდრს, აზნაურ ალმასხან კორძაიას. ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაქვრივდა და ერთი ვაჟი -– მიხეილი დარჩა. სალომემ საოჯახო საქმეები მოაგვარა, შვილს სულიერი დარიგებები დაუტოვა და თავად წმ. მიწაზე მოსალოცად გადაწყვიტა წასვლა. ეს მოხდა 1864 წლის ზაფხულში. მან მოილოცა მაცხოვრის საფლავი, ბეთლემი, მდ. იორდანე და 1865 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ამავე წელს სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) ლოცვა-კურთხევით იგი მიტოვებულ „მთავარანგელოზთა კუნძულზე“ დასახლდა ერთ მონაზონთან და მოსამსახურესთან ერთად. უცნობია, თუ როდის, სად ან ვინ აღკვეცა იგი მონაზვნად. 1873 წელს მონასტრის კრებული წინამძღვარ, მონაზონ სალომეს მეთაურობით ახალ ადგილას გადავიდა (ახლანდელი თეკლათის დედათა მონასტერი). 1878 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მონაზონი სალომე მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა. ადგილზე ჩასულ ახალ წინამძღვარს მონასტერში პრობლემები დახვდა, რაც ასახულია 1878 წლის 8 ნოემბერს ეპისკოპოს გაბრიელისადმი მიწერილ ბარათში. იგი წერდა, რომ „მონასტრის მეზობლად არსებული მამულების მეპატრონენი, სოფ. მღვიმევში მცხოვრები ვაშაძეები (20-მდე კომლი), მუდმივად არღვევენ მონასტრის საზღვრებს, იჭრებიან მათ
მამულში, ჭრიან ტყეს, შედიან ნათესებში, თევზაობენ მონასტრის წყლებში და არ ასვენებენ სავანეს“. ამ ცნობებს თან მოსდევს შუამდგომლობის თხოვნა ხელისუფალთა წინაშე, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები: დადგინდეს ზუსტი საზღვრები და განისაზღვროს მონასტრის სამფლობელოში არსებული მიწები. აღნიშნულ ოჯახებს აეკრძალოს ამ საზღვრების დარღვევა, მონასტრის მამულებით სარგებლობა და სავანისათვის ზიანის მიყენება. სამწუხაროდ, მონაზონი სალომე 1879 წლის 9 მარტს გარდაიცვალა (მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) „თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიიდან“ სენაკი, 2014წ. გვ. 12-27). მომდევნო წინამძღვარი, მონაზონი თეკლა, ერში აზნაურის ქალი მიქაშავიძე, 1837 წელს იმერეთში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი სოხასტერის მონასტერში ისწავლა. 1863 წლის 17 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ამავე მონასტრის მორჩილად განამწესა. 1865 წლიდან მღვიმევის მონასტერშია. 1872 წლის 16 იანვარს არქიმანდრიტმა სერაპიონმა (ახვლედიანი) მონაზვნად აღკვეცა და სახელად თეკლა უწოდა. 1877 წლის 13 მარტს მღვიმევის მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. 1879 წლის 13 მარტიდან 1880
წლის 21 ოქტომბრამდე დროებით იყო ამავე მონასტრის მმართველი. 1886 წლის 7 მაისიდან 1892 წლის 10 ივნისამდე მონასტრის ეკონომოსია. 1897 წლის 27 ნოემბრიდან 1904 წლის 25 სექტემბრამდე მონასტრის
მმართველო საბჭოს წევრია. 1923 წელს კიდევ ცოცხალია. (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N38888). მომდევნო წინამძღვარია, მონაზონი ევსევია ქორქაშვილი. იგი მონასტერს 1881-1884 წლებში განაგებდა.
საპატრიარქოს უწყებანი N 14 21-26 აპრილი 2016წ გვ.16
მღვიმევის მონასტერი III ნაწილი
1884 წელს მონასტრის წინამძღვრად მონაზონი ელენე (ერში –– ელისაბედ ჭუმბურიძე) დაინიშნა, რომელიც ძველი თაობის წარმომადგენელი გახლდათ. იგი 1826 წელს სახაზინო აზნაური მღვდლის მიქაელ გიორგის ძე ჭუმბურიძის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. წერა–კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი სოხასტრიის დედათა მონასტერში ისწავლა, სადაც 1844 წლიდან (მეორე ვერსიით -- 1847 წლიდან) იმყოფებოდა იღუმენია მარინესთან და ასრულებდა მედავითნის მოვალეობას. 1857 წლის 31 ივნისს (მეორე ვერსიით –- 1858 წლის 28 აგვისტოს) ამავე მონასტერში არქიმანდრიტმა გაბრიელმა (ტუსკია) მონაზვნად აღკვეცა და სახელად
ელისაბედი უწოდა (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე
#17100). (მიუხედავად იმისა, რომ მას მონაზვნობაში ელისაბედი დაარქვეს, საეკლესიო საბუთებში იგი კვლავ ელენედ მოიხსენიებოდა, მსგავსი შემთხვევა გვხდება მოწამეთას მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ ბესარიონის (ახვლედიანი) შემთხვევაში, რომელსაც ბერობაში ბენიამენი ერქვა და სამეგრელოს ეპისკოპოს ბესარიონის (ჩიჩუა) შემთხვევაში, რომელსაც აღკვეცის დროს სახელი –– ბართლომე ეწოდა -– გ. მ.). 1871 წლის 27 დეკემბერს წინამძღვრის თანაშემწედ დაინიშნა.1884 წლის 10 თებერვალს მღვიმევის მონასტრის წინამძღვრობის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1887 წლის 11 იანვარს იღუმენიას წოდება
მიენიჭა და მონასტრის წინამძღვრად დამტკიცდა. 1892 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე #64915). იღუმენია ელენეს ოქროს ჯვრით დაჯილდოებასთან დაკავშირებით, საჩხერის ოლქის სამლვდელოების სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა ირაკლი აბაშიძემ სთხოვა მას, გადაეღო ფოტო ამ ახალი ჯილდოთი. იღუმენიას არ უყვარდა ფოტოს გადაღება, თუმცა მოძღვარს უარი არ უთხრა და შეუსრულა სურვილი. მამა ირაკლის საოჯახო არქივში შემორჩენილია ამის დამადასტურებელი წერილი: „ყოვლად პატიოსანო და პატივცემულო მღვდელთმოძღვარო, ერეკლე აბაშიძე! პირადად გიძღვნი წმიდის მარჯვენეს ანბორს და მაგასთან ვსთხოვ ყოვლის შემძლებელს ღმერთს თქვენს მრავალჟამიერ ტანის სიმრთელეს, სიცოცხლეს. სხვა შორის, მამავო ერეკლე, ვიცი თქვენი ღვთის მოყვრებისაგან ჩემს ანბავს იუწყებენ და მე გახლავარ ცოცხალი ღვთისა და თქვენის ლოცვით, ბატონო. გაახლებ
ჩემს კარტოჩკას, თქვენმა მადლმა და სულ თქვენის გულისთვის ავიღე, თორემ როგორც ჭირი, ისე მძულს, რომ დავინახავ. არაფერი საჭირო არს მო-
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N 14 21-26 აპრილი 2016წ გვ.17
მღვიმევის მონასტერი III ნაწილი (გაგრძელება)
ნაზონის კარტოჩკები, მაგრამ, რადგან დაევანა ჯვარს მაცხოვრისას ჩემს უღირს გულზე, შეგანიოსთ მაცხოვარმა თვისი მადლი და ნუ მომაკლოს თვისი უზომო და აურაცხელი წყალობა. ამასთან, გავბედე და გაახლე კარტოჩკა. სხვებრ დავშთები თქვენი პატივისცემის მსურველი, იღუმენია
ელენა. 1892წ.“ ამ წერილზე არის მამა ირაკლის მინაწერი: „მღვიმის დედათა მონასტრის იღუმენია ელენა, არის სვიმონეთიდამ, ჭუმბურიძის ქალი, როდესაც მკერდის ჯვარი მიიღო, მე ვსთხოვე სურათი გადაეღო, მაგრამ უარი მითხრა და შემდეგ ჩემთვის გადაეღო და გამოგზავნა, რომელსაც ასრულებს ამ წერილით“ (დეკანოზ ირაკლი აბაშიძის საოჯახო არქივი, ფურცელი 12). იღუმენია ელენე მხნედ და პატიოსნად მართავდა მონასტერს თორმეტი წლის განმავლობაში. იყო გლახაკთა და დავრდომილთა შემბრალე. იყო მეტად ღვთის მოშიში და მლოცველი. სასულიერო მთავრობასთან მისი შუამდგომლობით თითოსართულიანი მონაზონთა სადგომები (სენაკები) გადააკეთა ორ-ორ სართულიან შენობად, შეაკეთა ადგილობრივი ეკლესია და შეწირა სხვადასხვა საჭირო ნივთები, ააგო სამრეკლო და შემოუმატა მშვენიერი ზარი და სხვ. (ჟურნალი „მწყემსი“, 1896წ. N19, გვ. 4-5). ამასთანავე, მთავრობის ნებართვითა და თავის მზრუნველობით 1894 წლის 1 იანვარს დააარსა ერთკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა სამი წლის ვადით ორთავე სქესისა, რომელშიაც მუდამ სწავლობდა არანაკლებ 50 ქალი და ვაჟი. უმრავლესობას მაინც ქალები შეადგენდნენ. ესენი სასკოლო გაკვეთილების სწავლის შემდეგ მონაზონთა ხელმძღვანელობით სწავლობდენ სამაგალითო ოქრო-მკედით ქარგვა-ქსოვას, ჭრა-კერვას და სხვა და სხვა. მღვიმევის დედათა მონასტრის სამრევლო სკოლის დაარსებიდანვე მასწავლებლად დაინიშნა ბატონი ბესარიონ ვაშაძე, რომლის სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ სკოლაში სწავლება წესიერ დონეზედ ჰქონდა დაყენებული, რაც კი მოეთხოვება ერთკლასიან სკოლას სამი წლის კურსით (გაზეთი „ივერია“, 1897 წ, N196, გვ. 2). XIX ს-ის 80-90-იანი წლებიდან მონასტრის დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, რადგან მონასტრის მფლობელობაში არსებულ მიწებზე შავი ქვის წარმოებიდან გარკვეული თანხები რჩებოდა სავანეს. მაგ.: 1892 წელს 837 მან.; 1893 წელს 692 მან., 1894 წელს -–– 437 მან. შემოვიდა. ასევე მცირე შემოსავალი ჰქონდა სადუქნე და სასაწყობო ადგილებიდან, რომლებიც ვაჭრობის სახით გაიცემოდა. ამ წყაროებიდან მონასტერი ყოველ წელს იღებდა 2370 მან. (გაზეთი „ივერია“, 1894წ. N 2006, გვ. 3). იღუმენია ელენე 1896 წლის 6 სექტემბერს აღესრულა. მის გარდაცვალებას გამოეხმაურა ჟურნალი „მწყემსი“, რომელშიც საკმაოდ ვრცელი ნეკროლოგი გამოქვეყნდა: „სექტემბრის 6-ს, პარასკევს, დილის 4-5 საათზე, ორი კვირის ავადმყოფობის შემდეგ, კუჭისა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა მღვიმის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მაღალლირსი იღუმენია ელენე, შობიდგან 67
წლისა. განსვენებული იღუმენია ელენე იყო ქუთაისის მაზრის სოფ. სიმონეთის მცხოვრებლის აზნაურის მიქელ (იგივე მიხეილ) ჭუმბურიძის ასული. განსვენებული ადრეულ ასაკში მიებარებიათ სოხასტრის დედათა მონასტერში, სადაც მას მიეღო განათლება სამშობლო ენაზე, ე. ი. უსწავლია წერა-კითხვა, საღმრთო წერილი და საეკლესიო გალობა ძალიან კარგად და მაშინ კიდეც გადაეწყვიტა მონაზონობა.
ამასვე სოხასტრის დედათა მონასტერში, როგორც ჩანს ნამსახურებითი სიიდან, იმერეთის მიტროპოლიტის დავითის მიერ განწესებულ არს მორჩილად 8 აპრილს 1847 წელში. იმერეთის ეპისკოპოს გერმანეს განკარგულებით აღკვეცილ არს მონოზონათ არქიმანდრიტის გაბრიელის მიერ გაენათის მონასტერსა
შინა 28 აგვისტოს 1854 წელსა. ყოვლადსამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის განკარგულებით განწესებულ არს თანაშემწედ მღვიმის დედათა მონასტრის წინამძღვრის ათანასიასთან 27 დეკემბერს 1871 წელს. დაინიშნა წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებლად ყოვლად სამღვდელო გაბრიელის განკარგულებით 11 თებერვალს 1884წ. აღყვანილ არს იღუმენიას ხარისხზე
14-2 საპატრიარქოს უწყებანი N 14 21-26 აპრილი 2016წ გვ.18
მღვიმევის მონასტერი III ნაწილი (გაგრძელება)
იმავე ეპისკოპოსის გაბრიელის განკარგულებით 11 დეკემბერს, 1886 წელს. ერთგული სამსახურისთვის იმავე ეპისკოპოსის მიერ ებოძა გულის ჯვარი 1892 წელში. აწ განსვენებული იღუმენია ელენე მხნეთ და პატიოსნათ მართავდა მონასტერს თორმეტი წლის განმავლობაში. იყო შემბრალე
გლახაკთა და დავრდომილთა; იყო ფრიად ღვთის მოშიში და მლოცველი. როდესაც მიიღო დანიშნულება დედათ წინამძღვრის თანამდებობაზე 1884 წელში, აწ განსვენებული იღუმენია შეუდგა მონასტრის გაუმჯობესობას: იშუამდგომლა სასულიერო მთავრობასთან და თითო სართულიანი მონაზონთა სადგომები (სენაკები) გადააკეთა ორ-ორ სართულიან შენობათ, შეაკეთა ადგილობითი ეკლესია და მოუპოვა სხვადასხვა საჭირო ნივთები, ააგო სამრეკლო და შემოუმატა მშვენიერი ზარი და სხვა. ამასთანავე, განახორციელა ძველებური მონასტრების დანიშნულება -– სწავლა-განათლება; მთავრობის ნებართვით და თავის მზრუნველობით დააარსა 1 იანვრიდან 1894 წელს ერთკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა, ორთავე სქესის მისდამო რწმუნებულს მონასტერში, რომელშიაც მუდამ სწავლობს არანაკლებ 50 ქალი და ვაჟი. განსვენებულს ძალიან უყვარდა პატარა მოსწავლე ბავშვები და ყოველთვის დარიგებას აძლევდა და აგულიანებდა მათ სწავლაზე და ღარიბს მათგანს აძლევდა შემწეობას. შეუბრალებელმა სიკვდილმა მოულოდნელად გამოგვაცალა ხელიდან; მწარე ცრემლებით და შენდობით გამოეთხოვენ განსვენებულს მონასტრის კრებული დები -– მონაზონები და ყველა მისი ნაცნობი და მონათესავე 8 სექტემბერს, რომელ დღესაც დაკრძალეს მონასტრის სასაფლაოში. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, მაღალ ღირსო დედაო იღუმენია ელენე! განსვენების დღეს წირვა, წესის აგება და პანაშვიდი შეასრულა ჯრუჭის არქიმანდრიტმა მამა ბენიამენმა მლვდელ ბლაღოჩინების იოსებ წერეთლის, აბესალომ ჩაჩანიძის და სხვა სამღვდელო პირების თანდასწრებით ადგილობითი მონასტრის ეკლესიაში („კვალი“). ამას ჩვენ უნდა დავუმატოთ შემდეგი: მღვიმევის დედათ მონასტერს გვარიანი შეძლება აქვს. დღესდღეობით ამ მონასტერს შემოსდის გაცემული ადგილებიდან 4 000 მან. და მასთან საეკლესიო ხაზინიდან ეძლევა ყოველ წლობით 1186 მან. წინეთ იჯარით გაცემული ადგილებიდან ძლიერ ცოტა შესავალი ჰქონდა მონასტერს, მაგრამ დღეს, როცა მონასტრის ზოგ ადგილებში ქვა-გუნდა აღმოჩნდა და ზოგი ადგილები, რომელიც ჭიათურაში მდებარეობენ, სადუქნებად შეიქმნენ საჭირონი, მონასტრის შემოსავალმა ერთი ათად უნდა მოიმატოს. ამიტომ ამ მონასტერს ეჭირვება ძლიერ გამჭრიახე მმართველი; მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ პირს არავის ვხედავთ. განსვენებულმა იგუმენიამ შემოგვჩივლა ამას წინეთ, რომ მონასტრის ერთი საქმის მოგებისთვის ასი მანეთი მეტი სავექილო ხარჯი დაგვეხარჯაო და მოგებული საქმისაგან ერთი გროში სარგებლობა არ არის და არც იქნებაო. იმედია, ამას სასულიერო მმართებლობა ყურადღებას მიაქცევს და მონასტრის საქმეს რიგიანს გზაზე დააყენებს“ (ჟურნალი „მწყემსი“, 1896წ. N19, გვ. 4-5).
1898-1915 წლებში მონასტრის წინამძღვარია, იღუმენია თეოდოსია (ქიქოძე). იგი 1847 წელს ოზურგეთის მაზრაში მღვდლის – გიორგი ქიქოძის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მღვიმევის დედათა მონასტერში ისწავლა. 1870 წლის 25 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ამავე მონასტერში მორჩილად განამწესა. 1885 წლის 12 მარტს სამეგრელოში, თეკლათის დედათა მონასტერში გადაიყვანეს. 1889 წლის 17 ივლისს მღვიმევის მონასტერში დააბრუნეს, მონაზვნად აღკვეცეს და წინამძღვრის თანაშემწედ დაინიშნა. 1891 წლის 16 მაისს გათავისუფლდა ამ
თანამდებობიდან. 1894 წლის 28 ოქტომბერს ეკონომოსად დაინიშნა. 1896 წლის 22 სექტემბერს ამავე მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1898 წლის 20 მაისს წინამძღვრად დაამტკიცეს და ამავე წლის 9 აგვისტოს იღუმენიას წოდება მიენიჭა. 1909 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. იღუმენია თეოდოსია 1915 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე #53723; ჟურნალი „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბე“, 1898წ. N1 5).
1915 წლიდან მონასტრის წინამძღვარია იღუმენია ქრისტინე (წერეთელი), რომელსაც 1918 წლიდან ჯერ მენშევიკების პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა, ხოლო 1921 წლიდან -– კომუნისტების ეპოქაში. ქრისტინე (ერში –– ლუცია) წერეთელი 1864 წელს აზნაურის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა
წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მღვიმევის მონასტერში ისწავლა. 1883 წლის 12 აგვისტოს ამავე მონასტრის უშტატო მორჩილად მიიღეს. 1892 წლის აგვისტოში შტატში დაამტკიცეს. 1905 წლის 2 ივნისს არქიმანდრიტმა ნიკიფორემ (კანდელაკი) მონაზვნად აღკვეცა და სახელად ქრისტინე უწოდა. 1908 წლის 28 ოქტომბრიდან 1914 წლის 30 სექტემბარმდე მონასტრის ეკონომოსია. 1914 წლის 30 სექტემბერს წინამძლვრის თანაშემწედ აირჩიეს. 1915 წლის 26 თებერვალს ამავე მონასტრის დროებით
14-3 საპატრიარქოს უწყებანი N 14 21-26 აპრილი 2016წ გვ.19
მღვიმევის მონასტერი III ნაწილი (დასასრული)
მმართველად აირჩიეს. 1916 წლის 9 თებერვალს წინამძღვრად დაამტკიცეს (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N#58336). 1917 წლის 8-17 სექტემბრის თბილისში ჩატარებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური პირველი საეკლესიო კრების შემდეგ მღვიმევის დედათა მონასტერი გაენათის ეპარქიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა, მაგრამ რადგანაც იმჟამად გენათელი ეპისკოპოსი არ კურთხეულა, აღნიშნულ ტერიტორიას დროებით ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) განაგებდა (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე „საქართველოს საეკლესიო კრებები“ წიგნი I, საკანონმდებლო კრებები XII-XX სს. თბილისი 2003წ. გვ. 340).
1917 წლის 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე მიტროპოლიტმა ანტონმა ქუთაისის საკათედრო ტაძრის დეკანოზ ვასილ დოლაბერიძესთან და კრებულის წევრებთან ერთად დაათვალიერა და მოილოცა ჭიათურისა და საჩხერის ოლქები. 27 ოქტომბერს იგი ჭიათურაში ჩაბრძანდა, სადაც ვაგზალზე მას უამრავი ხალხი დახვდა. საღამოს 6 საათზე მეუფე ეტლით გაემგზავრა მღვიმევის დედათა მონასტერში. როგორც კი მიბრძანდა, მისი მეუფება პირდაპირ ეკლესიაში გაემართა, სადაც ღამისთევით ლოცვა შეასრულა პურის კურთხევით. ნალოცევს მის მეუფებას სიტყვით მიმართა მონასტრის მოძღვარმა, მღვდელმა ვლადიმერ კაპანაძემ, რაზედაც მადლობა გამოთქვა მწყემსმთავარმა და გრძნობიერი სიტყვით დალოცა მონასტრის წინამძღვარი ქრისტინე თავისი კრებულით. მეორე დღეს მისმა მეუფებამ საღმრთო წირვა შეასრულა მონასტრის ეკლესიაში და მშვენიერი ქადაგებაც წარმოთქვა. ნაწირვებს მონასტრის სასაფლაო დაათვალიერა და პანაშვიდიც გადაუხადა მიცვალებულ იღუმენია თეოდოსიას, მასწავლებელ ნიკოლოზ პუშკინს და სხვათ. შემდეგ ამისა, ინახულა გამოქვაბულ კლდეში უხსოვრის დროიდგან გამოკეთებული პატარა ეკლესია და იქვე გამოკეთებული დაყუდებულ ბერთა ძველი დროის სენაკი. ეს ეკლესია, თავისი სენაკით, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველებზე; მისმა მეუფებამ წინადადება მისცა მონასტრის მოძღვარს, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოევლო ამ ძველი ისტორიული ნაშთისათვის, როგორც წინაპართა სარწმუნოების სიმბოლოსა და ძეგლისათვის. მისი მეუფება 29 ოქტომბერს, დილის ცხრა საათზე გამოემშვიდობა მონასტრის წევრებს, დალოცა ისინი და ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილი წაბრძანდა დაბა საჩხერეში საწირავად (გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“, 1917წ. N#169, გვ. 4).
15 საპატრიარქოს უწყებანი N 15 27აპრილი-11მაისი 2016წ გვ.17
მღვიმევის მონასტერი IV ნაწილი
1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ხელისუფლებაში მენშევიკები მოვიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ პირველი დარტყმა ეკლესიას სწორედ მათ მიაყენეს. როდესაც მას საეკლესიო ქონების ნაწილი ჩამოართვეს, სწორედ ამ დროს დაკარგა მღვიმევის მონასტერმა სახნავსათესი და მარგანეციანი ადგილები, რომელთა შემოსავლითაც მონასტრის კრებული თავს ირჩენდა. ეს ადგილები თავად წერეთლებს გადაეცათ, რომლებთანაც მონასტერს დავა ათეული წლები ჰქონდა. ამის შემდეგ მონასტერს დარჩა მხოლოდ შვიდი „დესიატინი“ კარგი და უვარგისი მიწა, რომელიც სავანეს 1921 წელს უკვე კომუნისტებმა ჩამოართვეს. ამასთან დაკავშირებით, 1922 წლის 30 ივლისს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წერდა: „ადვილი წარმოსადგენია საკათალიკოსო საბჭოსათვის,
თუ რა აუტანელ ეკონომიურ გაჭირვებას განიცდის მონასტრის კრებული ამნაირ მდგომარეობაში, ვერ იკმაყოფილებს ის უმთავრეს და უცილებელ საჭიროებასაც. მაგრამ ყველაზე მეტად აწუხებს მას ის გარემოება, რომ დღემდე ვერ აღმოუჩენია რაიმე ცხოვრების წყარო ამა მონასტრის
მოძღვრისათვის, რომელსაც წინეთ, როგორც უმრევლოს და შემოსავალს მოკლებულს, ეძლეოდა საეკლესიო ხაზინიდან 560 მან., ხოლო მონასტრის საშუალებით -– 300 მანეთი, სულ 860 მანეთი. დღეს კი ეს საშუალებები მისთვის აღარ არსებობენ. ამნაირი თავისი უმწეო მდგომარეობა მან აცნობა, როგორც ადგილობით საეპარქიო მთავრო-
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N 15 27აპრილი-11მაისი 2016წ გვ.18
მღვიმევის მონასტერი IV ნაწილი (გაგრძელება)
ბას, ისე საეპარქიო და საეკლესიო კრებებს, მაგრამ მათ მიერ დაიმედებულს დღემდე არავითარი დადებითი პასუხი არ მიუღია. ამ პირობებში ჩვენი მოძღვრის სამსახური კი ყოვლად შეუძლებელია და მისგან სამსახურის მიტოვება მონასტრისათვის დიდათ საზარალო და არა სასიამოვნო იქნება. უმდაბლესად ვსთხოვ საკათალიკოსო საბჭოს, კეთილ ინებოს და გამონახოს რამე საშუალება მონასტრის მოძღვრის (საუბარია მღვდელ ბესარიონ გაფრინდაშვილზე -– გ. მ.) ნივთიერად დასაკმაყოფილებლად და დაუნიშნოს მას მუდმივი ჯამაგირი, როგორც უმრევლო და განსაკუთრებულ პირობებში მსახურ მღვდელს“ (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე N1468, გვ. 4). სამწუხაროდ, მდგომარეობა არათუ გამოსწორდა, არამედ უარესად დამძიმდა. 1923 წლის დასაწყისიდან უღმერთო ხელისუფლებამ პირდაპირი იერიში მიიტანა მონასტერზე და მისი გაუქმება განიზრახა.
საქართველოს უშიშროების არქივში დაცულია ცნობა, სადაც ვკითხულობთ: „XI ს-ის მღვიმევის დედათა მონასტერი ჭიათურიდან სამი ვერსის დაშორებით, უგზო და მიუვალ კლდეში მდებარეობდა. მონასტრის სენაკები უვარგის ხის შენობებს წარმოადგენდნენ. მის საკუთრებაში შედიოდა წისქვილთან ერთად მცირედი სახნავ-სათესი ადგილი და შავქვიანი მიწები სოფლად. თუმცა საბჭოთა ხელისუფლებას მონასტრების ქონება ნაკლებად აინტერესებდა, მთავარი ეკლესია-მონასტრების ფუნქციის აღკვეთა იყო, ამიტომაც მონაზვნებს აღნიშნული მცირედი ქონებაც წაართვეს და მონასტერიც დახურეს, მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირ დაწესებულებას იქ ვერ გახსნიდნენ. 25 მონაზონი, რომელთაც სიცოცხლის დიდი ნაწილი მონასტერში ჰქონდათ გატარებული (ზოდა ოთხმოც წელს მიტანებუგიერთი დავრდომილი ლიც კი იყო), თავშესაფრისა და საზრდოს გარეშე დარჩა.
ჭიათურის აღმასკომის თავმჯდომარის ბრძანებით მონასტერი უნდა დახურულდაცლილიყო... ბრძანება სისრულეში მოიყვანეს...“ (ჟურნალი „საარქივო მოამბე“ 2008წ. N1, გვ. 20-21). მართლაც, 1923 წლის
25 აპრილს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მღვიმევის დედათა მონასტერი დაკეტა. ზუსტად ორი წელი გაგრძელდა ასეთი მდგომარეობა.1925 წლის 1 აპრილს, მრევლის მოთხოვნით, მონასტერი ისევ გაიხსნა, ოღონდ როგორც სამრევლო ტაძარი. წირვა-ლოცვის შესრულება მღვდელ დიომიდე ვაშაძეს დაევალა. მსახურებებს ასევე აღასრულებდა მონასტრის სკოლის ყოფილი პედაგოგი, დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე. დედები კვლავ დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ საქმიანობას, მართალია, მონასტერთან სკოლა აღარ მოქმედებდა, მაგრამ ისინი უჩუმრად მაინც ახერხებდნენ მრევლთან ურთიერთობას. ხელისუფლება არ შეგუებია ტაძრის ამოქმედებას და ყველანაირად ცდილობდა მის საბოლოო გაუქმებას. რამდენიმეწლიანი ჭიდილის შედეგად, 1930 წლის 3 მარტს იგი კვლავ დაიხურა. 1931 წელს დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე სთხოვდა საკათოლიკოსო სინოდს, რომ 1932 წელს, მეხუთე საეკლესიო კრებაზე ერთ-ერთ საკითხად მონასტრის კვლავ ამოქმედების საკითხი დასმულიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე N 1933). XX ს-ის 30-იან წლების მიწურულს გარდაიცვალა იღუმენია ქრისტინე. მართალია, მონასტერი ოფიციალურად აღარ მოქმედებდა, მაგრამ დედები მაინც ცხოვრობდნენ იქ და ძეგლის მცველებად ითვლებოდნენ. მათ უფროს მონაზვნად ელენე კიკნაძე აირჩიეს, რომლის დაუღალავ და ენერგიული მოღვაწეობას უკავშირდება მონასტრის ეკლესიის კვლავ გახსნა და ამოქმედება.
იღუმენია ელენე (ერში –– ელენე ერმილეს ასული კიკნაძე) ქუთაისის გუბერნიაში, შორაპნის მაზრაში, სოფ. ილემში 1882 წელს აზნაურის ოჯახში
დაიბადა. საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მღვიმევის მონასტერში ისწავლა. 1908 წლის 5 ივლისს ამავე მონასტრის უშტატო მორჩილად მიიღეს. 1911 წლის 8 დეკემბერს შტატში დაამტკიცეს (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N#53723). ამ ეტაპზე უცნობია, როდის მოხდა მისი აღკვეცა. XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს იგი მონასტერში მყოფ მოხუცებულ და ლოგინად ჩავარდნილ მონაზონ ანასტასიას (ვაშაძე) უვლიდა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე #1933). იღუმენია ქრისტინეს გარდაცვალების შემდეგ, როგორც ჩანს, იგი უძღვებოდა მონასტრის საქმეებს.
1944 წლის 30 მარტს მონასტრის დედები კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N 15 27აპრილი-11მაისი 2016წ გვ.19
მღვიმევის მონასტერი IV ნაწილი (გაგრძელება)
(ცინცაძე) წერდნენ: „უკვე 40-60 წელიწადია ვცხოვრობთ აღნიშნულ მონასტერში. გავიდა თორმეტი წელი და ჯერ ჩვენ არ ვზიარებულვართ,რაც მძიმე ტვირთად გვაწევს ჩვენი ცხოვნების · გზაზე. მოგახსენებთ რა ამას, გთხოვთ, დაგვრთოთ ნება წირვა-ლოცვის შესრულებისა, და ამასთანავე მოგახსენებთ, რომ მღვდლისა და ეკლესიის ხარჯებზე არავის არ შევაწუხებთ“. ხელისუფლებამ მხოლოდ 19-30 სექტემბერს, დღესასწაულის გამო დართო ღვთისმშობლის მათ ნება, დროებით გაეხსნათ ტაძარი, სადაც პირველი წირვა-ლოცვა ქუთაისის საკათედრო
ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ბერეკაშვილმა შეასრულა. მიუხედავად ამისა, დედები იმედს მაინც არ კარგავდნენ და რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, 1946 წლის მაისის დასაწყისში ტაძარი უკვე საბოლოოდ ამოქმედდა. ამავე წლის 14 მაისიდან იქ
წირვა-ლოცვის შესრულება დეკანოზ იოსებ წერეთელს დაევალა, რომელიც სავანის სულიერ მოძღვრადაც დაინიშნა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე N2320, გვ.7; გვ. 13). 1946 წლის 28 დეკემბერს დეკანოზი იოსები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) წერდა: „მღვიმევის მონასტრის მონაზონი ელენე კიკნაძის ასული, დაბადებული 1882წ., მსახურობს აღნიშნულ მონასტერში 1906 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში იგი, გარდა იმისა, რომ პირნათლად ასრულებდა მონაზვნის მოვალეობას, დაუღალავად მუშაობდა, როგორც მღვიმევის მონასტრის, ისე სხვა ქართული საეკლესიო არქიტექტურის საუკეთესო ძეგლების დასაცავად. მისი დიდი და ენერგიული ცდისა და მოღვაწეობის შედეგად, რაც თქვენ უწმიდესობასაც მოეხსენება, გახსნილი იქმნა მღვიმევის მაცხოვრის ეკლესია, რითაც მან დიდი საქმე გააკეთა, როგორც ეკლესიის, ისე მორწმუნეთათვის. მოვახსენებ რა ამას თქვენ უწმიდესობას, უმორჩილესად გთხოვთ, მიიღოთ მისი მოღვაწეობა მხედველობაში და დააჯილდოვოთ იგი მკერდის ჯვრით“. მეორე დღეს უწმიდესმა კალისტრატემ ამ მოხსენებას წააწერა: „მონაზონი ელენე კიკნაძეს ასული, აღსანიშნავად მისი დიდი ხნის მოღვაწეობისა და ცდისა ეკლესიის სადიდებლად, დაჯილდოებულია ჩემ მიერ მკერდის ჯვრით“. ამ დროს მონასტერში სულ შვიდი მონაზონიღა ცხოვრობდა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე N 2320, გვ. 1-2). 1954 წლის 21 მარტს ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი გაბრიელი (ჩაჩანიძე) საქარველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებულის სამდივნოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთათვის აწვდის მღვიმევის მონასტრის კრებულის სიას: 1) იღუმენია ელენე ერმილეს ასული კიკნაძე (დაბ. 1882წ. მონასტერშია 1903 წლიდან); 2) მონაზონი ოლიმპია (ოლღა ოქროპირის ასული ნიორაძე, დაბ. 1871წ. მონასტერშია 1896 წლიდან); 3) მონაზონი ოლღა მიხეილის ასული დურმიშიძე, დაბ. 1873წ. მონასტერშია 1899 წლიდან); 4) მონაზონი პელაგია (პოლე იაკობის ასული გძელიძე, დაბ. 1878წ. მონასტერშია 1947 წლიდან); 5) მონაზონი ეკატერინე ივანეს ასული ლომიძე, დაბ. 1882წ. მონასტერშია 1903 წლიდან); 6) მონაზონი ივლიანა (იულია ექვთიმეს ასული ვაშაძე, დაბ. 1888წ. მონასტერშია 1906 წლიდან). ეს უკანასკნელი მედავითნის შტატშიც ირიცხებოდა (სუისცა, ფ. 1879, აღწერა 1, საქმე M31, გვ. 14). უცნობია, თუ რა მოხდა 1957 წელს იღუმენია ელენესა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს შორის, მაგრამ ამავე წლის 5 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთათვის მ. მექვაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ს წერდა: „თანახმად თქვენი თხოვნისა, კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსის განკარგულებით, მღვიმევის მონასტრის მომვლელი იღუმენია ე. კიკნაძეს ჩამოერთვა გასაღები და გადაეცა მღვდელ რაჟდენ ციცქიშვილს. ამის გამო, თანახმად არსებული კანონისა, ზემოთ აღნიშნული ეკლესიის მოვლა-პატრონობა და რემონტი ევალება ეკლესიის წინამძღვარს“ (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე N2320, გვ. 22). მონასტრის მოძღვარი, დეკანოზი იოსები 1951
წლის დეკემბერში გარდაიცვალა. 1952-1953 წლებში სავანეში ღვთის მსახურებას მღვდელი იაკინთე სახვაძე, ხოლო 1953-1966 წლებში დეკანოზი თომა გაჩეჩილაძე აღავლენდა. 1967-1976 წლებში აქ დეკანოზი გიორგი კიკნაძე, ხოლო 1976-1978 წლებში მღვდელი გრიგოლ ობოლაძე მსახურობდა. ამ დროისათვის მონასტრის ძველი დედებიდან ყველა გარდაიცვალა და 1978 წლისთვის მონასტერში მხოლოდ
15-3 საპატრიარქოს უწყებანი N 15 27აპრილი-11მაისი 2016წ გვ.20
მღვიმევის მონასტერი IV ნაწილი (დასასრული)
ერთი რუსი მონაზონი ნინო (გრიცენკო) ცხოვრობდა (სუისცა, ფ. 1880, აღწერა 1, საქმე N331, გვ. 28). 1981 წლის 6 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს უფროსი ინსპექტორი ო. ჯაში ამავე საბჭოს რწმუნებულ გ. მაისურაძეს წერდა: „ამა წლის 5-6 ივნისს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ. ჭიათურაში და საჩხერეში. დავათვალიერე მღვიმევის ეკლესია, რომელიც 1945 წლიდან არის რეგისტრირებული, თუმცა აღმასკომში არ არსებობს რელიგიური საზოგადოების დამაარსებელთა (ოცეულის) აღმასრულებელი ორგანოსა და სარევიზიო კომისიის სიები. ადგილზე დათვალიერებისას ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარე 2 საცხოვრებელი სახლი და ერთი დამხმარე შენობა აღმოჩნდა მეტად სავალალო მდგომარეობაში და საჭიროებს გადაუდებელ შეკეთებას. აღნიშნულ შენობაში ცხოვრობსორი მონაზონი ქალი და 2 მღვდელი. აქვეა ამ ორი კვირის წინ საჩხერიდან გადმოტანილი 6 ლოგინი, განკუთვნილი საეკლესიო გუნდის წევრებისათვის, რომლებიც დროდადრო ჩამოყავს ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე|)“ (სუისცა, ფ. 1880, აღწერა 1, საქმე N#4311, გვ. 10-11). 1980-1983 მღვიმევის ეკლესიაში მღვდელი ნოდარ ბერიაშვილი მსახურობდა. 1981- წლებში 1983 წლებში მასთან ერთად მსახურობდა მღვდელმონაზონი ამბროსი (დათოშვილი, ამჟამად არის წილკნისა და დუშეთის ეპარქიაში არქიმანდრიტის წოდებით), 1982-1984 წლებში აქ ასევე მსახურობდა ბერ-დიაკვანი ევსევი (სოხაძე).1984-1993 წლებში მონასტერში ადგილობრივი მკვიდრი, მღვდელი თეოდორე პეტრეს ძე ქებაძე მსახურობდა, რომელიც 1993 წელს გარდაიცვალა. 1993-1995 წლებში აქ
მღვდელი მელქისედეკ ხვედელიძე ლოცულობდა.
1995 წლის 12 ივლისიდან მღვიმევის სავანეში დეკანოზი თადეოზ სარალიძე მსახურობს (ამავე წლის ნოემბრიდან წინამძღვარი). 1997 წლიდან მასთან
ერთად მღვდელი გაბრიელ ვაშაძე მოღვაწეობს. 1993 წელს მარგველი მიტროპოლიტც კონსტანტინეს (მელიქიძე) ლოცვა-კურთხევით მღვიმევში კვლავ მონაზვნები დამკვიდრდნენ. გახსნის დლღიდან დედათა სავანის წინამძღვარია იღუმენია პარასკევა (ფაჩუაშვილი). მონასტერში სამი მონაზონი და რამდენიმე მორჩილი ცხოვრობს. 1995 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ეპარქიების რეორგანიზაციის დროს შეიქმნა რამდენიმე ახალი ეპარქია. მათ შორის იყო ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია, რომლის ტერიტორიაზეც ამჟამად მდებარეობს აღნიშნული მონასტერი. სავანის მთავარი ტაძარი მაცხოვრის აღდგომის სახელობისაა. აქ ასევე მოქმედებს წმ. ეკატერინესა და ლვთისმშობლის შობის მცირე ტაძრები. 2015 წლის 26 აგვისტოს ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ეპარქიის სამღვდელოების თანამწირველობით, აკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაც.