სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12058

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გიორგი ილიას ძე ომარაშვილი 1865-1918წწ მღვდელი გიორგი ილიას ძე ომარაშვილი 1865-1918წწ მღვდელი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

გიორგი ილიას ძე ომარაშვილი 1865-1918წწ მღვდელი


მღვდელი გიორგი ომარაშვილი 1865-1918

მღვდელი გიორგი ილიას ძე ომარაშვილი 1865 წელს თბილისის გუბერნიაში, თელავის მაზრაში, თათარი გლეხის ოჯახში დაიბადა. 1883 წელს მართლმადიდებლად მოინათლა. 1888 წლის 28 აპრილს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში მორჩილის შტატში მიიღეს. 1890 წლის 9 ივლისს ატოცის წმ. გიორგის ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1896 წლის 10 სექტემბერს სასულიერო უწყებაში მიიღეს და შტატის მედავითნედ დაამტკიცეს. 1903 წლის 17 იანვარს თიღვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს. 1908 წლის 2 ივლისს ახალშენის წმ. გიორგის ტაძარში განამწესეს. 1909 წლის მარტში გიორგიმ თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებული სამღვდელო კომისია გაიარა და ხელდასხმაზე ნებართვა მიიღო. 1909 წლის 10 მაისს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 17 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ქვემო ქართლში, ბორჩალოს მაზრაში სოფ. ყალამშიას მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. სოფ. ყალამშია (ახლანდელი დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფ. განთიადი) XIX ს-ში  ჯავახეთიდან გადმოსახლებული ქართველებით იყო დასახლებული. 1881 წელს მცხოვრებლებმა აღადგინეს X-XI სს.-ის ძველი ეკლესია და იგი მაცხოვრის ამაღლების სახელზე აკურთხეს. 1912 წლის 11 მაისს მამა გიორგი თბილისის მაზრის VI ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვრის თანაშემწედ აირჩიეს. გარდაიცვალა 1918 წელს შავი ჭირით. მეუღლე მარიამ (მაშო) გოგიჩაიშვილი და შვილები: მარიამი (1897, გათხოვდა განთიადში მცხოვრებ ბერძენზე), ნეოფიტე (დ. 1.10.1899, XX ს-ის 20-იანი წლების არეულობების დროს მოკლეს, დაკრძალულია განთიადის ეკლესიის ეზოში), აბო (15.1 1.1903- 1937), იოსები (15.04.1906- 1937), ანტონი, იგივე შოთა (1913-1937), სამივე ვაჟი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ხოლო ხუთი ქალიშვილიდან ოთხი ტიფით (შავი ჭირი) გარდაიცვალა. შემორჩენილია მღვდელ გიორგი ომარაშვილის ჩანაწერები ქვემო ქართლში XX ს-ის 10-იან წლებში არსებული ვითარების შესახებ, სადაც მეტად საინტერესო ცნობებს ვაწყდებით: „ბორჩალოს მხარე ისეთი მივიწყებულია ჩვენი საზოგადოებისაგან, თითქოს იგი საქართველოს ნაწილს არც კი შეადგენდესო. ზოგნი თითქმის განგებ არიდებენ თვალსა. ექსკურსიები მოაწყეს სხვადასხვა მხარეს და აქეთ კი არავის გაუჭაჭანია. საგულისხმო კი ბევრი რამაა. აი, მაგალითად, საიდანაც 200 ვერსის მანძილზე მოსჩანს იალბუზი და მთელი კახეთისა და ყარაიაზის მინდვრები სარკესავით, ლუკმის მთა განმარტოებითა სდგას, მის წვერზე ამაღლების ეკლესიაა აგებული და დმანისის დიდებული სიონის ტაძარი, იქვე გალავნიდან რამდენიმე ათასი საფეხური კიბით გვირაბი ჩამოდის მდინარე მაშევრიდან წყლის საზიდად, რომელიც გარედან მტერთათვის შეუმჩნეველია, თამარი სიდიდით ანჩისხატის ტაძრის ოდენა იქნება. გარშემო რამდენიმე შესანიშნავი ძეგლია; შუაგულში თახჩაა პატარა თაღით, რომელზედაც მრავალი წარწერაა, ალბათ შიგ ვინც არის დასაფლავებული, იმის ვინაობას ნიშნავს. აგრეთვე ტაძრის კარისბჭის თაღის გარშემო მრავალი წარწერაა. ძეგლებთან დიდი საზოგადო სასაფლაოა, ყველა საფლავსა ჩვეულებრივ ქვები ზევიდან პირქვე უწყიათ. ორი ძეგლი კი განმარტოებით სდგას, ეტყობათ შესანიშნავნი ვინმე ყოფილან, ყველა ამათი გამოკვლევა საჭიროა.
ყველამ კარგათ იცის, სადაც უფრო ბნელა, იქ არის საჭირო სანთლის ანთება, აქეთ მხრისაკენ კი ყურადღება არავის მიუქცევია. აკი იმიტომ მთელი ეს მხარე უცხოელების ხელში ჩავარდა. ეს მხარე ფრიად ნაყოფიერია როგორც ვენახებისა, ისე ჭირნახულისათვის. აქაური თავთუხი ნაქებია ყველგან ქართლ-კახეთში, არა ნაფუზარს არ შეუძლიან მოიყვანოს იმდენი მოსავალი რამდენიც აქაურ მიწას მოჰყავს. ქვემო ნაწილში დიდძალი ვენახები აქვთ გერმანელებს. ზემო ნაწილში კი, ხვნა-თესვის გარდა, არის იგივე უცხოელების ყველისა და ერბო კარაქის რვა „ზაოდი“, სადაც ამზადებენ დიდძალ შვეიცარიულ ყველსა და ერბოს. შესანიშნავია ბარონ

24-1   საპატრიარქოს უწყებანი N24 7-13 ივლისი 2016წ გვ.20
მღვდელი გიორგი ომარაშვილი 1865-1918 (დასასრული)

გუჩენბახის ფირმა. დესეტინა 10 მ. და 7 მანეთში აქვს ნაყიდი ერთ-ერთი ორბელიანისაგან. აქ აღებული ფული ალბათ სადმე ბულვარზე გაფლანგა. გუჩენბახო კი ეხლა 100 მ. დესეტინასა ჰყიდის. ეს ოდესმე უდაბნო ადგილები სამოთხედ უქცევია ბარონ გუჩენმბახს. ამ მაზრაში მარტო 4 ქართული სამრევლოა: ქვეშისა, ბალიჭისა, ყალამშიისა და გომარეთისა, დანარჩენები ბერძნები და რუსებია, მართლმადიდებელი რუსების გარდა სექტანტირუსებიც ბევრნი ცხოვრობენ. მეტი წილი კი თათრობაა, ამათ ერთმანეთში არავითარი მტრობა არა აქვთ, თუმცა ერთი მეორის მომიჯნავენი არიან. ამ მხარეში მხოლოდ ორ ქართველ მემამულესა აქვს მოზრდილი მამულები, ერთია თიანეთის მაზრაში ცნობილი მდიდარი მეცხვარე დავით ნადირაშვილი (იგივე გუგუტაშვილი), მეორე დუშელი აზნაური ნიკოლოზ კეზელი, რომელსაც მდიდარი საკუთარი ყველისა და ერბოს „ზაოდი“ აქვს, მის ერბოსა და კარაქს ტფილისში ცნობილი ჩიჩკინი ჰყიდის, თავის ფირმის სახელით. კეზელს საუკეთესო ჯიშის ძროხა ეყოლება 400-ზედ მეტი, ზაოდი თავისი მოწყობილობით დაახლოებით 200 ათასი მანეთი ლირს. როგორც გავიგეთ ბ-ნი კეზელი ამ ქარხანას ჰყიდისო, კარგი იქნებოდა რომელიმე ქართველ ამხანაგობას შეესყიდნა. წელიწადში რამდენიმე ათასი წმინდა მოგებაა, ყველამ იცის, რა გასავალი აქვს ერბოსა, ყველსა და საკლავსა; ერბო ყველის გარდა ჰყიდიან აგრეთვე საკლავსაც, რომლებიც საწველად არ გამოდგება, აგრეთვე ხარსა და ხბოსაც. წველის ხეირი ასეა: 1) ხარისხიდან კარაქი, 2) შვეიცარიული ყველი, 3) კიდევ კარაქი, 4) ტვაროგი, უბრალო შრატიც კი არ მიდის უქმათა ღორებს ასუქებენ. აქედან ტფილისამდე 100 ვერსია, რკინისგზის სადგურ სანდარამდე70 ვერსია. 1908 წლიდან ამ მაზრაში ვმსახურობ. ყოველწლივ თითო ნემენცი მაინც უნდა დასახლდეს. ცარიელები მოდიან და ასი ათასობით იძენენ, საკვების მხრივ ზამთარ-ზაფხულ პირუტყვი უზრუნველია. მილიონობით ითიბება თივა. ჰაერის მხრივ სამაგალითოა, ზაფხულში სამოთხეა მწვანე ხავერდივით ყვავილებით მორთული ვებერთელა ველები. ცივი და წმინდა წყაროები  და მთები. ამ თხუთმეტიოდე წლის წინად ისეთი სიიაფე ყოფილამიწებისა, რომ დესეტინა 25 მ. 30 მანეთში, თურმე, იყიდებოდა. როდესაც იმერეთში და რაჭაში მიწის სიძვირე და სივიწროვე იყო, ჩვენმა შეგნებულმა საზოგადოებამ ყურადღება არ მიაქცია ამ მხარესა, რომ ხალხისთვის დახმარება და წინამძლოლობა გაეწია, სიტყვით მაინც და რაჭიდან გადმოესახლებინათ. თათრები და ბერძნები მოსულან სხვადასხვა მხრიდან, დასახლებულან, მემამულესაგან შესყიდულ მამულზე. ისე თათრის სოფელ ვერ ნახავს ადამიანი, რომ 2 და 3 ეკლესია არ იყოს, აგრეთვე ტყეებში გზა და გზა ყოველ თითო ვერსტზე თითო ეკლესიაა, ზოგში წარწერაც ეტყობა, რომელიც მოწამეა ქართველთა წარსული დიდებისა. ზოგს კი ისე აქვს წარმოდგენილი, ვითომც ეს მხარე ყაჩაღთა ბუდე იყოს ზემოთაც მოგახსენეთ, ბორჩალოს მაზრაში უფრო შეძლებული მემამულეები სცხოვრობენ, ვიდრე საქართველოს რომელიმე მხარეში, მაგრამ არავის ახსოვს, რომ ვისმეს რაიმე დაეშავებინოს მათთვის, მაშინ როდესაც ქართლკახეთი ავაზაკთა სათარეშოდ გადაქცეულა“.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.12.2025
ბოლო რედაქტირება 29.12.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0