სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12058

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იოსებ ზაქარიას ძე ჭეიშვილი 1845-1927წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ქვიტირი (წყალტუბო) იოსებ ზაქარიას ძე ჭეიშვილი 1845-1927წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ქვიტირი (წყალტუბო)

1845-1927 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჭეიშვილი სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

იოსებ ზაქარიას ძე ჭეიშვილი 1845-1927წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ქვიტირი (წყალტუბო)


დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი 1845-1927 

„მაცხოვრის ღვთაებრივ მაგალითს მიბაძეს წმიდათა მოციქულთა; ამა მაგალითს მიბაძეს წმიდათა მოწამეთა; ამა მაგალითის მიბაძვა გვმართებს ჩვენცა...“
დეკანოზი იოსებ ზაქარიას ძე ჭეიშვილი 1845 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სოფ. ქვიტირში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მლვდელი ზაქარია ნიკოლოზის ძე ჭეიშვილი (რამდენიმე საბუთში იგი მჭედლიშვილის გვარითაც იხსენიება), მლვდლის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო „ წიგნების კითხვა, ტიპიკონი და გალობა ფარცხანაყანევის ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში ისწავლა, სადაც წლების განმავლობაში მედავითნედ მსახურობდა. 1838 წლის 7 ნოემბერს იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და შუა ქვიტირის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1876 წელს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1886 წლის 1! იანვარს. 1871 წლის 28 ივნისს იოსებმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. 1871 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის უმცროს კლასებში რუსული ენის პედაგოგის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1873 წლის 22 მარტს დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. 1874 წლის 3 მაისს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის საბჭოს გადაწყვეტილებით იმ კომისიის წევრად აირჩიეს, რომელსაც უნდა შეემოწმებინა სასწავლებლის ბიბლიოთეკიდან გასაყიდად გადადებული წიგნები. 1876 წლის 9 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მლვდლად დაასხა ხელი და შუა ქვიტირის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1876 წლის 31 დეკემბერს ქუთაისის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1877 წლის 27 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1877 წლის 3 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს მიერ, როგორც რუსული ენის საუკეთესო სპეციალისტ, უფროსი კლასების პედაგოგი გახდა. 1877 წლის 27 ოქტომბერს პედაგოგიურ დარგში ნაყოფიერი სამსახურისთვის ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) მადლობა გამოუცხადა. 1877 წლის 26 ნოემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მეოთხე მღვდლის ადგილზე გადაიყვანეს. 1877 წლის 11 დეკემბრიდან 1883 წლამდე იმერეთის ეპარქიის საეკლესიო ხაზინაში მუშაობდა. 1879 წლის 9 ოქტომბერს ეპისკოპოსმა გაბრიელმა სამეგ-

37-1  საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2016წ გვ.18
დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი 1845 –– 1927 (გაგრძელება)

რელოს სასულიერო სასწავლებელში შემოსავალგასავლების სარევიზიო კომიტეტის თავმჯდომარედ განამწესა.



1881 წლის 24 თებერვალს იმერეთის ეპარქიის მზრუნველობამოკლებულ სასულიერო პირთა შვილების კომიტეტის წევრად და ხაზინადრად აირჩიეს. 1881 წლის 18 აპრილს სკუფია უბოძეს. 1882 წლის 17 სექტემბერს ქუტირის ოლეის მთავარხუცესად დაინიშნა. 1882 წლის 9 ნოემბერს მოსწავლეთათვის რუსული ენის კარგად სწავლებისათვის ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1883 წლის 1 იანვარს იმერეთის ეპარქიის ხაზინის ხაზინადრად დაინიშნა. 1884 წლის 20 მარტს კამილავკა ეწყალობა. 1884 წლის 19 სექტემბერს გათავისუფლდა სასულიერო სასწავლებლიდან. 1884-–1895 წლებში იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლის განყოფილების წევრია. შემორჩენილია 1885 წლის 26 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მამა იოსების მიერ წმ. მოციქულ და მახარებელ იოანეს მიცვალების დღეს წარმოთქმული ქადაგება: „დღეს, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, წმიდა ეკლესია აღასრულებს ხსენებასა წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანესსა; აქებს და ადიდებს რა იგი დღესა მოციქულისა იოანესსა, მით გარდმოგვცემს ჩვენ სწავლა-მოძღვრებას, საჭიროს ჩვენის ცხოვნებისათვის. მოციქული იოანნე იყო ერთი ათორმეტ მოციქულთაგანი, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა ჩვენს იესო ქრისტესა. ყველა მოციქულებში ერთად ერთი ეს მოციქული იოანნე გახდა ღირსი ბუნებით გარდაცვალებისა, დანარჩენნი კი ყველანი ეწამნენ. როგორც იოანნე მოციქულის ცხოვრებიდამ, აგრეთვე მისი სწავლა-მოძღვრებიდამ ცხადათ გამოიხატვის ცხოველი და მტკიცე სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი. სული მისი იყო აღვსილი სიყვარულითა; ის სიყვარულით იწყებდა და აბოლოვებდა ყოველს თვის მოქმედებას. მოციქულმა იოანნემ კარგად იცოდა, რომ ყოველი ჭეშმარიტი აღმსარებელნი ქრისტესი უნდა განსხვავებულიყვნენ სიყვარულითა და ამისათვის ის შემდეგი სიტყვებით არიგებდა თანამედროვე ქრისტიანეთა: „საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაი არს (I იოანე 4,7-8)“. მივაქციოთ, ძმანო, ყურადღება მოციქულის დარიგებასა და გამოვიტანოთ მისგან სულიერი საზრდო. სიტყვისამებრ მოციქულისა ღმერთი არს უსრულესი სიყვარული. სიყვარულისა გამო თვისისა შეჰქმნა მან ხილული და უხილავი ქვეყანა; ერთ წამსაც რომ აღაღებს იგი ხელსა თვისსა ამა ქვეყანას, მაშინ ყოველივე იქმნებოდა გამქრალი. გარნა, ძმანო, განსაკუთრებითი საგანი ღვთის სიყვარულისა არს კაცი; კაცზედ ინება ღმერთმა თვისის უზომო მადლის და სიყვარულის გამოცხადება. მან შეჰქმნა კაცი ხატად და მსგავსად თვისისა და დაადგინა იგი ქვეყანაზედ უფროსად ყოველთა ქმნილებათა ზედა. მაშინაც კი, როდესაც კაცი გარდახდა ღვთის მცნებასა, ძალა ღვთისა სიყვარულისა კაცისადმი არ შემცირებულა, არამედ უფრო განძლიერდა. ესრეთ შეიყვარა ღმერთმა მთელი სოფელი, მაგრამ იგი ჩვენგანაც მოითხოვს სიყვარულსა. რაშიდ უნდა გამოვხატოთ, ძმანო, სიყვარული ღვთისადმი? რით ვასიამოვნოთ მას? თვით ღმერთმა გვიჩვენა, ძმანო, საგანი სიყვარულისა; მანვე გვასწავა, რომელ მისდამი სიყვარულის გამოხატვა შესაძლო არს ჩვენგან მოყვასთა შეყვარებითა: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მათ. 22, 39); ამა მცნებაზედ დამყარებულ არს ღვთაებრივი კავშირი მოყვასთა ურთიერთ შორის. სიყვარული ღვთისა და მოყვასისა მჭიდროდ არიან ურთიერთ შორის შეკავშირებულნი; ვისაცა უყვარს ღმერთი, მას უყვარს მოყვასიცა, ხოლო ვისაც არ უყვარს მოყვასი, მას არ უყვარს ღმერთიცა. აჰა, ძმანო, ჭეშმარიტება, რომლის წინააღმდეგ არავის ეთქმის რა. მოიგონეთ, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, რომელ კაცთა სიყვარულისა გამო ინება მაცხოვარმა მიღება გამოუთქმელისა ტანჯვისა ჯვარსა ზედა. სიყვარული შეადგენს კაცისათვის დიდს და მაღალს თვისებას; კაცი, მექონე ამა თვისებათა, არს მოწყალე, მომთმენი, არა მოშურნე, არა მრისხანე, არა ბოროტის მეტყველი: აჰა, ძმანო, დიდი და მაღალი თვისებანი სიყარულისა. ყოველს კეთილს საქმეს უნდა წინა უძღოდეს სიყვარული. უიმისოდ ყოველი კეთილი საქმე ჰკარგავს მნიშვნელობასა თვისსა; უსიყვარულოდ არ შეიძლება სიამოვნება ღვთისა. ზოგჯერ ღმერთი არ ისმენს ჩვენს ვედრებას მისთვის, რომელ მოკლებული ვართ სიყვარულსა. მაგრამ, ძმანო, სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი კიდევ არ შეადგენენ სრულს სიყვარულსა; კიდევ მოითხოვების ჩვენგან შეყვარება მტერთაცა. რა სასარგებლო იქნება ჩვენთვის, თუმც შევიყვარებთ მოყვასთა და მტერთა მოვიძულებთ? ასრევე იქცევიან წარმართნიცა. მოიგონეთ, ძმანო, რომ მაცხოვარი მოვიდა ქვეყნად ცოდვილთა და არა მართალთათვის; კაცთა ნათესავისადმი სიყვარულისა გამო ჯვარზედაც კი ევედრებოდა იგი მამასა თვისსა მტერთათვის: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკ. 23,

37-2   საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2016წ გვ.19
დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი 1845 –– 1927 (გაგრძელება)

34). მაცხოვრის ამ ღვთაებრივ მაგალითს მიბაძეს წმიდათა მოციქულთა; მათ გაავრცელეს სწავლა სახარებისა ყოველსა ქვეყანასა ზედა, რომელთა კაცთადმი სიყვარულისა გამო მოითმინეს მრავალნი ტანჯვანი და წვალებანნი; ამა მაგალითს მიბაძეს წმიდათა მოწამეთა; ამა მაგალითის მიბაძვა გვმართებს ჩვენცა. მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, აღვასრულებთ რა დღეს ხსენებასა წმიდისა მოციქულისა იოანნესა, ჩვენ მოვიესრეთ, პოვებთ მის მეოხებასა, თუ მივბაძავთ მას და ვიქონიებთ სიყვარულსა და შრომის მოყვარე ვიქნებით. მთელი ცხოვრება თვისი მან განატარა შრომაშიდ და სიყვარულშიდ თანამედროვეთა ქრისტიანეთა კეთილდღეობისათვის. ვიხმაროთ ჩვენცა ჩვენნი ძალა და ღონე ჩვენთა მოძმეთა სასარგებლოდ; შევიყვაროთ ისინი არა სიტყვითა მხოლოდ და ენითა, არამედ საქმითა, რომლისა შეძლება მოგვცეს ჩვენ ღმერთმან. ამინ“. 1885 წელს მამა იოსები უკვე ქვრივია. ჰყავდა ერთი ასული -- ალექსანდრა (1878-1966წწ.), რომელიც გენერალ დავით კერესელიძეზე იყო გათხოვილი. დავითი იყო დერპტის (ეხლ. ქ. ტარტუ, ესტონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების სამედიცინო სამსახურის უფროსად. მათ ჰყავდათ ოთხი ქალიშვილი: მარო, ქეთევანი, ალექსანდრა (საშურა) და ნინო. დავითი გარდაიცვალა ახალგაზრდა, XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს ან 20-იანი წლების დასაწყისში და შთამომავლების გადმოცემით დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. დავითის ძმა გიგო, ასევე სამხედრო პირი გახლდათ. მისი ვაჟი იყო კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე. 1886 წლის 17 იანვარს იმერეთის ეპარქიის საეკლესიო ხაზინის ხაზინადრის თანაშემწედ დაინიშნა. 1887 წლის 27 სექტემბერს საკათედრო ტაძრის მესამე მღვდლის ადგილზე დაადგინეს. 1888 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1889-– 1905 წლებში იმერეთის საეპარქიო სანთლის ქარხნის მმართველია. 1889-- 1892 წლებში იმერეთის გაბრიელის სახ. ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის მმართველი საბჭოს განყოფილების წევრია. 1892 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1894 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილოდევდა. 1895-1896 წლებში ქუთაისის სასულიერი სემინარიის მმარწევრია. 1895--1897 წლებში იყო იმერეთის საეპარქიო სასწავლებლის კომიტიტის ქუთაისის საოლქო განყოფილების თავმჯდომარე.



1896 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა იმერეთის სულმნათი ეპისთველობის კოპოსი გაბრიელი (ქიქოძე). მძიმე ზამთარის გამო, მისი გადასვენება " გელათის მონასტერში თითქმის ორ თვეს ვერ მოხერხდა, ამიტომ ცხედარი ქუთაისის საკათედრო ტაძარში ესვენა. წესის აგებაზე სიტყვა წარმოთქვა დეკანოზმა იოსებმა, რომელმაც თავისი ქადაგება ასე დაამთავრა: „მაშ, ეხლა მაინც რით გარდავუხადოთ მადლობა განსვენებულს ყოველივე იმ სიკეთისათვის, რაიცა ჩვენზე მოიღო? უძვირფასეს მადლობას მიითვლის განსვენებული ჩვენგან და სასიამოვნო იქნება მისთვის, თუ ჩვენ არ გარდაუხვევთ მის გონიერ სწავლა-მოძღვრებასა; ეს იქმნება მისთვის სასარგებლო, რომ პირნათლად წარსდგეს იგი საშინელსა სამსჯავროსა წინა; მისთვის იქმნება სასიამოვნო, თუ ჩვენი სიკეთისათვის მის ტანჯულს თავსა შევავედრებთ უფალსა, რასაც ითხოვდა იგი ჩვენგან სიცოცხლეშივე. მაშ, შევევედროთ, ძმანო, უფალსა, რომ ნეტარ-ხსენებულის ყოვლად სამღვდელო გაბრიელის სახელი ჰყოს ჩვენ შორის დაუვიწყარი, განსვენება მიანიჭოს მას წიაღთა შინა აბრაამისას და მართალთა თანა შერაცხოს. ამინ“. 1898 წლის 6 მაისს დეკანოზი იოსები წმ. ანასII ხა1904 წლებში იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლის განყოფილების წევრია. 1904 წლის 18 მაისს ქ. ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესად აირჩიეს. 1904 წელს რისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1900 დროებით იმერეთის გაბრიელის სახ. ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა. 1905 წლის 28 აპრილს გათავისუფლდა მთავარხუცესობიდან და გამოეცხადა მადლობა კეთილსინდისიერი მოღვაწეობისთვის. 1904 წლის 7 აპრილს იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს და ამ თანამდებობაზე 1908 წლის 6 მარტს დამტკიცდა. 1904 წელს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1906 წლის 4 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1908 წლის 25 თებერვალს იმერეთის საეპარქიო სახლის რემონტის წარმატებით დასრულებისთვის ეპის-

37-3 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2016წ გვ.20
დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი 1845 –– 1927 (დასასრული)

კოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მადლობა გამოუცხადა. 1910 წლის 24 მარტს გათავისუფლდა იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლის თავმჯდომარის მოვალეობიდან და წლების ღირსეული პედაგოგიური მოღვაწეობის გამო ეპარქიალურმა სასწავლო კომიტეტმა მადლობა გამოუცხადა. 1910 წლის 14 განმავლობაში სკოლებში მაისს ენქერით დაჯილდოვდა. 1910 წლის 28 ივნისს საკათედრი ტაძრის გალავნის ალმშენებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაადგინეს. 1910 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის მაზრაში სასულიეროს მხრიდან ქოლერის საწინააღდეგო კომიტეტის წევრად დანიშნა. 1910 წლის 15 ოქტომბერს ოთხი წლის ვადით ქუთაისის საქალაქო დუმაში სასულიერო მხრიდან დეპუტატი გახდა. 1911 წლის 20 ოქტომბერს დროებით ისევ დაევალა ეპარქიალური საბჭოს თავმჯდომარეობა. 1912 წლის 6 იანვარს დაამტკიცეს პოსტზე. 1916 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1921 წელს დეკანოზმა იოსებმა თბილისში, საკათალიკოსო სამეურნეო საბჭოში, თავისუფალი ადგილი ითხოვა, რაზედაც უარი მიიღო. შემდეგ, 1922 წლის ივლისის დასაწყისში, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე წერდა: „საკათალიკოზო სამეურნეო გამგეობა და კანცელარია მხოლოდ ქაღალდებზეა, არავინ დადის სამსახურში! ზის შიგ მხოლოდ ერთი ხაზინადარი - დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი, ყოფილი ქუთაისის კათედრის დეკანოზი, ხოლო იქიდან ნაზარისაგან გამოძევებული. ეს საცოდავი ეხლა აქ მიიღეს სამსახურში! თვეში დაუნიშნეს 450 000 მანეთი! დადის ხუთი ვერსტის მანძილიდან, შიმშილით სული სძრება, ისე, როგორც კანდელაკ ფხალაძეს! ამ დღეებში შესულან ჭეიშვილთან დეკანოზები -- ფხალაძე და ზ. ლუკაშვილი. ძჭეიშვილს შეუჩივლია მათთვის შემდეგი სიტყვებით: ...........სამი თვეა აქა ვარ, მოვდივარ ყოველდლე 8 საათზე და არავინ სხვა არ მოდის მთელი დღეთ!..“ ეს დაუწერია დეკ. ფხალაძეს და მომიტანა: „აჰა, თქვენი დაწესებულებანიო! შემდეგ, 1922 წლის ნოემბერში, იგი ისევ წერდა: „3 ნოემბერს ლაზარიშვილმა დამიბარა თავის გამგეობაში და კათალიკოსის სახელით წინადადება მომცა: „ხაზინადრობა აიღე საკათალიკოსო საბჭოშიო! ყოველდღე ფული უნდა ავიღო და გავსცე, თვეში ზოგჯერ ორასი მილიონის ტრიალი ხდება და ასეთ სამსახურზე ჰყავდათ მოხუცი შტატგარეშე ქუთაისის კათედრის ყოფილი დეკანოზი ი. ჭეიშვილი, 600 000 მანეთად თვეში, დაავათმყოფდა საბრალო და დაითხოვეს!“ როგორც ვხედავთ, მოხუცმა მოძღვარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები თბილისში გაატარა. გარდაიცვალა გულის დამბლით 1927 წლის 18 ოქტომბერს. წესი აუგო მიტროპოლიტმა კალისტრატემ (ცინცაძე) ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში და ამავე წლის 22 ოქტომბერს კუკიის წმ. ნინოს სახ. სასაფლაოზე დაკრძალეს.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.12.2025
ბოლო რედაქტირება 31.12.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0