სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12058

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სორელი (ონი) მინდელი სასულიერო ოჯახი სორელი (ონი) მინდელი სასულიერო ოჯახი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მინდელი სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

სორელი (ონი) მინდელი სასულიერო ოჯახი

სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი I ნაწილი

სოფ. სორი რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. არის თემის ცენტრი (სოფლები: გადამში, ჭვებარი), მდებარეობს მდ. რიონის მარჯვენა
მხარეს. ამბროლაური-ონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ონიდან 14 კმ-ზე. ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც 1919-1920 წლებში რაჭაში იმოგზაურა, სოფ. სორზე წერდა: „სორში სამი ჩვეულებრივი ერთნავიანი ეკლესია ყოფილა. ერთი წმ. გიორგისა, ხეობაშია აშენებული, მეორე –-– მთავარანგელოზისა, მახლობელ გორაკზე. ისინი ეხლა გაუქმებულია; მათი ნივთები გადმოტანილია ჯვარცმის ეკლესიაში, რომელიც ჩვეულებრივი რიგის ერთნავიანი ნაგებობაა, ქვითკირით ნაშენი, 13,8/8,5 მ., ორი სართავი კამარით და გოდრული თაღით, საკურთხეველი ერთია, მაგრამ მას ახლავს სარკმლის აქეთ-იქით თითო ვიწრო და მაღალი ნიში, მათ შორის მარცხენა სამკვეთლოს შეიცავს, სარკმლის ქვემოთ ეპისკოპოსის საჯდომია, მას ახლავს კიდევ ორივე მხრით საჯდომები –- სხვა მღვდელმსახურთათვის. სარკმელი რვაა, სამ-სამი დასავლეთით და სამხრეთით, თითო აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით. კარი სამია, თითო ყოველ მხრით, გარდა აღმოსავლეთისა. ეკლესია განუახლებიათ 70-იან წლებში გასული საუკუნისა და მაშინ მოუშლიათ სამხრეთისა და ჩრდილოეთის ეკვდერები და გაუფართოებიათ დასავლეთი ნაწილი ტაძრისა. გადმოცემით ეკლესია აშენებული და მოხატულია საპყარ ერისთვის ჭარელიძის ქველის მიერ, რომლის სურათი წარმოდგენილია ჩრდილოეთის კედელზე. ეს უნდა მომხდარიყო XV-XVI სს-ში, ხოლო XVIII ს-ში ეკლესია განუახლებია შოშიტა II რაჭის ერისთავს, რომლის სურათი დაცულია სამხრეთ კედელზე. კედლები ეკლესიის შიგნიდან სულ მოხატულია ფრესკებით, ასომთავრული წარწერებით, რომელნიც უმეტეს შემთხვევაში წაბღალულია“. 1833 წლის ეკლესიის აღწერილობაში ვკითხულობთ: „სორის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ქვის ეკლესია, აშენების ზუსტი წელი უცნობია, ჰყავს სამრევლო 37 კომლი, მდებარეობს საბატონო სოფელში, მიწა აქვს 4 ქცევა, ვენახი -– 3 ქცევა“.

ტაძარში მსახურობდა მინდელთა გვარის წარმომადგენელნი, როგორც თეთრი, ისე შავი სამღვდელოება. შავი სამღვდელოების მხრიდან “– მღვდელმონაზონი იოანე ქაიხოსროს/ქრისტეფორეს ძე 1765 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი წინამძღვარ ანდრიასთან სორის მონასტერში ისწავლა. 1790 წელს ყოფილმა კათალიკოსმა გერმანემ (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა და სორის ეკლესიაში განამწესა. დაქვრივების შემდეგ, 1796 წელს, ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) ბერად აღკვეცა. იმავე წელს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელ-მონაზონი იოანე სორის ტაძარში ჩანს XIX ს-ის 30-იან წლებშიც.
თეთრი სამღვდელოების მხრიდან – მღვდელი დავით შიოს ძე მინდელი 1779 წელს საეკლესიო
9-1  საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.19
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი(გაგრძელება)

ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი სორის მონასტრის წინამძღვარ ანდრიასთან ისწავლა. 1800 წელს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) მლვდლად დაასხა ხელი და სორის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძარში განამწესა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო.
1849 წლის ივლისში იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მიმოიხილა რაჭის მაზრის ეკლესიები და შესაბამისი ჩანაწერებიც გააკეთა. სორის ეკლესიაში ვკითხულობთ: „სორის ჯუარცმის ეკკლესია ქვისა ხატები არიან ნაკლებნი და კანკელი სრულიად არ არის, საბუთები საეკლესიო სჩანან მხოლოდ ჩყლთ (1839) წლიდამ. მღუდელი მოხუცი დავით მინდელი, ფული აქუს 12 მანეთი და 50 მანეთი, დაუხარჯავსთ ქვის კანკლის გამომგრევისათვის და ნაცვლად მისსა ხის კანკლის გაკეთებისათვის“.



მღვდელი დავითი 1850 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ადრე დაქვრივდა. ჰყავდა შვილები: მედავითნე ტრიფონი (დაბ. 1809წ.) და გრიგოლი. მედავითნე ტრიფონის ვაჟები იყვნენ: მღვდელი თადეოზი, მღვდელი ონისიმე, მედავითნე სოფრონი, მედავითნე გერასიმე. მინდელების გვარში შემდეგი სასულიერო პირი
მღვდელი თადეოზი გახლდათ.  იგი 1828 წელს დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1853 წლის 25 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა და სორის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძარში განამწესა. 1857 წლის 12 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) ტრიფონის ვაჟი მღვდლად დაასხა ხელი და სორის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. 1873 წელს საეპარქიო კანცელარიაში საეკლესიო მეტრიკული საბუთების დაგვიანებისათვის 3 მანეთით დაჯარიმდა. 1878-1882
წლებში იყო სასულიერო დეპუტატი. 1878 წლის 20 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წლის 12 სექტემბერს სორის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა. 1897 წელს მამა თადეოზს უსიამოვნება შეემთხა. ამის შესახებ იმჟამინდელი ქართული პრესიდან ვგებულობთ: „24 აგვისტოს, კვირას, დილის რვა საათი იქნებოდა, როცა წკრიალა ზარმა სოფლელთ ამცნო: დღეს ღვთის დღეა, შეიკრიბეთ ეკლესიაში და უფალს ევედრეთო. ზარების რაკუნმა სოფელი ფეხზე დააყენა და ცხრა საათზე მთლად გაივსო ეკლესია მლოცველთა გუნდით. მღვდელი და მედავითნეც შეუდგნენ წირვის შესრულებას. მღვდელი საკურთხეველზე მდგარ ბარძიმის წინ ხელ-აპყრობილი უფალს ევედრებოდა და საიდუმლოს მისაღებად ემზადებოდა, როდესაც ტრაპეზიდან გამოიძახა „სუთ, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა“. „თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათას“ თქმა აღარ დასცალდა, ეკლესიაში უცებ შემოიჭრა გლეხი გრიგოლ ხმალაძე და ხელში ჯოხით ქუდმოუხდელი შეიჭრა ტრაპეზში. ხმალაძემ შესვლისთანავე შეჭყივლა მღვდელს:
„შე ურჯულო, შენ რა ღირსი ხარ ტრაპეზში წირვისო“. ამის თქმისთანავე იშიშვლა ხანჯალი და მამა თადეოზს ბეჭებზე დაჰკრა, მღვდელი განზე გაუსხლტა და საკურთხეველს ამოეფარა, გამხეცებულმა გლეხმა ხელახლა მოუქნია ხანჯალი  და მკლავზე დაჭრა მამა თადეოზი. ამ დროს მედავითნე გიორგი ელბაქიძე შეიჭრა ტრაპეზში და ხელი უტაცა გლეხს ხანჯალზე. მღვდელმა ახლა კი იდროვა და გავარდა გარეთ. მედავითნე ბევრს ეწვალა, მაგრამ ხანჯალზე ხელი ვერ გააშვებინა გაბრაზებულ გლეხს. ბოლოს, როგორც იქნა, დაიბერტყა გლეხმა ხელი და გააშვებინა მედავითნეს, რომელსაც ხელის გაშვებისთანავე გაუქნია ხანჯალი წვერით და კინაღამ წუთისოფელს გამოასალმა საწყალი მედავითნე. გლეხმა მედავითნეს თავი დაანება და ისევ მღვდელს გამოუდგა, რომელსაც ის ის იყო, წამოეწია და ხანჯლის წვერს უპირებდა მუცელში ტაკებას. აქაც მედავითნემ დიდი სიმხნე გამოიჩინა, გადაეღობა გლეხს წინ და მღვდელი ეკლესიაში შეაგდო, შიგნიდან კი
9-2  საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.20
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი(გაგრძელება)
კარები გადაუკეტა. ამის მაყურებელი ხალხი ზოგი საით გარბოდა და ზოგი საით, ვინ იცის? გლეხს ტრაპეზში სახარება რამდენიმე ადგილს დაეჭრა ხანჯლით; ბევრი იშფოთა და რომ ვეღარას გახდა, გაუდგა სახლისკენ გზას. მღვდელმა და მედავითნემ კი კარ-ჩაკეტილ ეკლესიაში შეასრულეს წირვა. ამის მეორე დღეს ე.ი. 25 აგვისტოს ჩამობრძანდა ონიდან ბოქაული, დაიბარა გლეხი და ჰკითხა მიზეზი მისი მხეცური საქციელის ჩადენისა. გლეხმა მიუგო: „მაგისმა ხარებმა მჭადი შემიჭამეს და მისთვის შეუხტი ეკლესიაშიო“. არ იცი, მაგ ბოროტებისათვის საშინლად დაგსჯიან? თუ რამე წაგიხდინა მღვდელმა, მოსულიყავი და გეჩივლა, ის არა ჯობდა მაგ ბოროტებას? გლეხმა მიუგო: „ბატონო, რასა ბრძანებ! მე სადა მქონდა ას-ასი მანეთიანი თქვენთვის, გინა სხვა მოსამართლესთვის, რომ სამართალი გამომეტანოს. ისევ მკლავ-ძალობას მივმართე და, რაც მომივა, არ დავდევო, თუ გამომიშვეს, მაგ მღვდელს მაინც არ ვაცოცხლებო; არა მარტო მჭადის შეჭმისთვის მიქნია ეს, არამედ მრავალი სხვა სიმწარეც მახსოვს მაგისგანო. ბოქაულმა დამნაშავე შეიპყრო და გამოძიება წარმოებს“. 1898 წლის 20 თებერვალს მამა თადეოზს სკუფია უბოძეს. 1902 წლის 8 იანვარს სასწავლო დარგში ნაყოფიერი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის იმერეთის საეპარქიო სასწავლო საბჭომ მადლობა გამოუცხადა. მღვდელი თადეოზი 1908 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. დაკრძალულია სორის საგვარეულო სასაფლაოზე. მისი საფლავი ამჟამად დაკარგულია. მეუღლე ბარბარე გიორგის ასული (დაბ. 1835წ.) და შვილები: მღვდელი ნესტორი (დაბ. 1854წ.), ქიონია (დაბ. 1866წ.), მედავითნე სილოვანი (დაბ. 1872წ.), იროდიონი (დაბ. 1876წ., დაამთავრა ტომსკის ტექნიკური ინსტიტუტი).


მღვდელი თეოფილე სოფრონის ძე მინდელი 1871 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1888 წლის 20 დეკემბერს სორის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1890 წლის 2 მაისს სომიწოს წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1897 წლის 17 დეკემბერს ფარახეთის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში დაადგინეს. 1900 წლის 6 სექტემბერს შარდომეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1908 წლის 6 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა, ამავეწლის 21 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და 1909 წლის 1 იანვარს სორის ტაძარში დანიშნა. 1909 წლის 27 იანვარს სორის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1913 წლის 19 სექტემბერს მუხლის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს, სადაც 1914 წლამდე  ჩანს. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ სორის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მეულლე --– ანა ასლანის ასული (დაბ. 1879წ.).

9-3  საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.17
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი(გაგრძელება)

მინდელი ნესტორ თადეოზის ძე (1854, სოფ. სორი, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია 16.03.1911, რაჭის მაზრა, ქ. ონი) -- მღვდელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1875 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1879 წელს კი გორის საოსტატო სემინარია. 1879 წლის 1 ივნისს ჯავახეთში, ახალქალაქის მაზრაში, სოფ. ქილდის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.



1880 წლის 1 ოქტომბერს ონის მიხაილოვის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ დაინიშნა. 1882 წლის 1 იანვრიდან იმავე სასწავლებლის ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებელია. 1884 წლის 15 აგვისტოს კულაშის სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს. 1884
წლის 1 ოქტომბერს „კოლეჟსკი სეკრეტარის“, ხოლო 1887 წლის 1 ოქტომბერს „გუბერნსკი სეკრეტარის“ წოდება მიენიჭა. 1890 წლის 15 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად
აკურთხა, ამავე წლის 22 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ონის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მეორე მღვდლად დაადგინა. 1890 წლის 1 ივნისს ონის სასამართლოში მსჯავრდებულებისაგან აღსარებების ჩაბარება დაევალა. ამავე წლის 1 სექტემბერიდან ონის მიხაილოვის სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1895 წლის 15 მარტს კავკასიის საარქეოლოგიო საზოგადოებამ სოფ. სორის უძველესი ეკლესიების გამოკვლევაში გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. 1895 წლის 16 მაისს
საგვერდულით დაჯილდოვდა. 1896 წლის 19 დეკემბერს იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს რაჭის მაზრის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1897 წლის 31 იანვარს ამავე განყოფილების საქმის მწარმოებლად დაადგინეს. 1899 წლის 2 აგვისტოს სკუფია უბოძეს, ონში მამა ნესტორს გახსნილი ჰქონდა სამკითხველო, რომლის გამგეც თავადვე იყო. 1900 წელს გაზ. „ივერიაში“ იგი წერდა: „უგულითადეს მადლობას ვუცხადებ ონის უფასო სამკითხველოს მზრუნველს ქ-ნ ანა ხარაძისას, რომელმაც ამ წარსულს ზაფხულს წარმოდგენების გამართვითა და სამკითხველოს სასარგებლოდ ფულების შეგროვებით მრავალი ღვაწლი დასდვა სამკითხველოს; აგრეთვე პარმენ დავითის ძე გამყრელიძეს და ყველა იმათ, რომელთაც დიდად იზრუნეს ონის სამკითხველოს წარმატებისათვის“. გარდა ამისა, იგი გვერდით ედგა თავისი მშობლიური სოფლის, სორის სამრევლო-საეკლესიო სკოლას, სადაც პედაგოგად მისი ნათესავი ონისიმე მინდელი (შემდგომში მღვდელი) მუშაობდა. 1896 წელს ონისიმეს 30 მან. შემოწირულება შეუგროვდა და ამ ფულით მან მამა ნესტორის დახმარებით შეიძინა: 21 მანეთად ქართული და რუსული წიგნები, 5 მანეთად -–– რვეულები, კალმები, ქაღალდი და ფანქრები და 4 მანეთად -–- საღმრთო სჯულის სურათებიანი წიგნი და 15 რვეული.

9-4  საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.18
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი(გაგრძელება)
1905 წელს ლარის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. მღვდელი ნესტორი 1911 წლის 16 მარტს ტრაგიკულად აღესრულა. აი, რას წერდა ქართული პრესა ამასთან დაკავშირებით: დიდი უბედურება დატრიალდა 16 მარტს ონის საფოსტო გზაზე. სოფ. წესიდან მომავალი დილიჯანი, რომელშიაც იჯდა ოთხი მგზავრი, ონის ახლოს ღამის 10 საათზედ გადასცდა გზას და გადავარდა კლდეზე. მგზავრებში ერთის მეტმა ვერ მოასწრო გადმოხტომა. გადარჩენილი გამოიქცა ონში და შეატყობინა ეს უბედურება ხალხს. მაშინვე წავიდნენ საშველად. დიდის გაჭირვებით ჩაეშვნენ კლდის ძირას და ამოიტანეს იქიდან სამი დასახიჩრებული ადამიანი: ცოლ-ქმარი კაკერიაშვილები და ონის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებელი მღ. ნესტორ მინდელი, რომელმაც იქვე განუტევა სული. კაკერიაშვილები კი წაიყვანეს ჯერ კიდევ ცოცხლები საავადმყოფოში. ყველას განურჩევლად თავზარი დასცა მღ. ნესტორ მინდელის ასე უეცარმა სიკვდილმა. ნესტორი ხალხს ძალიან უყვარდა; მას დიდი ნდობა და პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული. სადაც კი საზოგადო საქმე გამოჩნდებოდა, ყველგან ნესტორი მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა. იმის მეოხებით დაარსდა ონში სახალხო უფასო სამკითხველო, საქალებო სკოლა და ბევრი სხვა. მთელმა საზოგადოებამ დიდი ამბით და პატივისცემით დაასაფლავა ნესტორი. ბევრი გრძნობით სავსე სიტყვა იყო წარმოთქმული მის საფლავზე. ილაპარაკა აგრეთვე ებრაელების რაბინმა ბაზოვმა. გრძნობიერი სიტყვა წარმოსთქვა სხვათა შორის ამ. გამყრელიძემ, რომელმაც მშვენივრად დაახასიათა განსვენებულის უანგარო პიროვნება“. გაზეთი „კოლხიდა“ ოდნავ სხვანაირად გადმოგვცემს ამ ამბავს: .. ზოგი წყალში იყო ჩაცვენილი და ზოგიც წყლის პირათ ეყარენ. მღვდელი მინდელი გლინეიკის“ ქვეშ იყო თურმე მოტნეული.ეს სამი ადამიანი ონის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მინდელი ერთისსაათის განმავლობაში გარდაიცვალა: კისრის ძვლები ჰქონებოდა დამსხვრეული. საბრალო მღვდელი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ცოლ-შვილით დატვირთული. მსახურობდა ონის ახლო სოფელში -– ღარში და თვით ონის სასწავლებელში საღვთო სჯულსაც
ასწავლიდა". დარჩა მეუღლე –– ეფროსინე ყაფლანის ასული (დაბ. 1866წ.) და შვილები: ნადეჟდა (გარდ. 1962წ., გათხოვილი იყო ჩიკვაიძეზე), ვლადიმერ, ვალერიანი, კონსტანტინე, მარიამი. მამა ნესტორის გარდაცვალები შემდეგ ოჯახს მისი პედაგოგა( მუშაობის 5 წლის, 9 თვისა და 1 დღის და მღვდლობის 24 წლის, თვისა და 2 დღის სამსახურისათ ვის წელიწადში 300 მან. პენსია  დაენიშნა.


მინდელი ონისიმე ტრიფონის ძე (1859, სოფ, სოფ რაჭის მაზრა, ქუთაისის გურბერნია -- 19.03.1931, ქ. თპილისი) -–- მღვდელი. დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1872 წელ დაამთავრა გორის სასულიერი სასწავლებელი. 1875 წელს ჩააბა რა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1876 წელ მეორე კურსიდან მიატოვა სწავლა. 1880 წელს ქ: თაისის ვაჟთა გიმნაზიაში ჩააბარა გამოცდები და მიიღო პედაგოგის დიპლომი. ამავე წელს ქუთაისი საქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყი მუშაობა, სადაც 1885 წლის 1 სექტემბრამდე დაჰყი ადგილი ავადმყოფობის გამო დატოვა. 1893 წლი 4 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმ (ქიქოძე) სორის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მას წავლებლად დანიშნა, სადაც აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა გააჩაღა. ამასთან დაკავშირები:
ქართულ პრესაში ვანო ჭიჭინაძე წერდა: „სოფელ სორი დაბა ონიდან დასავლეთის მხარეზე ძევს ათი ვერსის მანძილით მოშორებული, მდ. რიონი ჭალაში. ამ სოფელში დგას ძველისძველი ეკლესია, რომელსაც სახელათ ჯვარი მონასტერი ეწოდება... ამ სოფლის უანგარო მოღვაწე დღეს ონი“ სიმე მინდელია. მან მიანება ქ. ქუთაისში ცხოვრე ბას თავი და მოუახლოვდა ისევ თავის სოფელ! ეს პატიოსანი ადამიანი დროზე მიხვდა, რომ მისოფელში სამკალი კაი ხნის შემოსული იყო, მხოლოდ მომკალი კი არავინ ჰყავდათ. მოვიდა არა, ჩააგონა გლეხებს, რომ აეშენებინათ სკი
ლა. დიდი ხვეწნის შემდეგ გლეხებმა ააშენეს ოროთახი. თითონ ონისიმემ თავისი ხარჯით გააკეთა შეგირდებისათვის სტოლები, სკამები და სკოლი
ყოველი იარაღი. მოაგროვა რამდენიმე მოსწავლე და დაუწყო უსასყიდლოთ სწავლება. ონისიმე ცდას ამაოდ არ ჩაუვლია. რაკი გაიგეს გლეხებმ სწავლის გემო, ერთმანეთს ჩააგონეს, სკოლაშ შვილებს თუ შევიყვანთ, სოფელი აღარც ჭირში და რაღარც ლხინში აღარ მიგიკარებთო. ასე და ამ რიგათ, ორ-სამ წელიწადში სკოლა სულ მთლად გაივსო შეგირდებით და მას აქეთ ისევ უსასყიდლო. შრომობს ეს პატიოსანი ადამიანი მიუხედავად ონისიმეს პირადი შრომისა და მცდელობისა, მას არ გააჩნდა სახსრები ხანგრძლივა;
შეენახა სკოლა, რადგან ამ საქმეს ჭირდებოდა გარ



9-5 საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.19
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი(გაგრძელება)

კვეული ფინანსები, რაც ხელმოკლე პედაგოგს არ მოეპოვებოდა. 1895
წელს მან გაზეთ „ივერიაში“ ქართველ საზოგადოებას დახმარება და თანადგომა სთხოვა: „მე ვიმყოფები სამრევლო სკოლის მასწავლებლად 
რაჭის მაზრის ერთს მიყრუებულს სოფელს სორში და არავითარი საშუალება არა მაქვს, რომ სამრევლო სკოლის მოწაფეების და საზოგადოდ მცხოვრებლების სულიერის საზრდოს მასალა მოვიპოვი და მით " დავაკმაყოფილო იგინი. ხშირად მოდიან ჩემთან და მთხოვენ საკითხავს და წიგნები და სხვა მხრით არავინ მაწვდის ძმურად ხელს. ამისთვის თქვენის პატივცემულის გაზეთის საშუალებით ვთხოვ ყოველს მოძმეს, საზოგადოების მოთხოვნილების გულშემატკივარს და თანამგრძნობელს,
რომ არ დაიშურონ თითო-ოროლა წიგნი რწმუნებულის ჩემდამო სკოლის წიგნთ-საცავისათვის და მით მომცენ საშუალება ხალხში წერა-კითხვის
გავრცელებისათვის. უმეტესად ვთხოვ ტფილისის მოძმეთ, ქუთაისის სათავადაზნაურო და საურთიერთო ნდობის ბანკების წარმომადგენელთ
და მოსამსახურეთ, სათავადაზნაურო, სამოქალაქო და სასულიერო სასწავლებლებისა და სხვების ამხანაგთ-მასწავლებელთ, წიგნის გამომცემელთ საზოგადოებებს და საზოგადოდ ყოველს განათლებულს პირს, რომ არ დაიშურონ თითო-ოროლა წიგნი სკოლისათვის. მასთან ვთხოვ ბ. ბესარიონ ვასილის ძე ლოსაბერიძეს, საქმის მწარმოებელს ქუთაისის მიხეილის ბანკისას, ამ საქმის მოთავეობას. თქვენის გაზეთის საშუალებით გულითადს მადლობას ვუძღვნი ბ. „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქტორს და ტფილისის საიმპერატორო მეურნეობის საზოგადოებას თავისის პატივცემულ გაზეთების სკოლისათვის მუქთად დათმობისათვის“,.
1903 წლის 5 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და მუხლის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1904 წლის 13 იანვარს მუხლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა. 1904 წლის 26 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1905 წელს მისი თაოსნობით სორში გაიხსნა სკოლა, სადაც 1910 წლის 13 ოქტომბრიდან ბავშვებს თავადვე ასწავლიდა. 1905 წლის 20 მაისს იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს რაჭის მაზრის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1904-1906 წლებში იყო სასულიერო დეპუტატი. 1908 წლის 8 ოქტომბერს მუხლის
სკოლაში საღვთო სჯულის სწავლება დაევალა. 1912 წლის აგვისტოში ყველასათვის საყვარელმა და პატივცემულმა ქართველმა მგოსანმა აკ. წერეთლმა რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა. იგი სოფ. სორსაც ესტუმრა. ქართული პრესა დეტალურად აშუქებდა ამ ისტორიულ მოვლენას. გაზ. „სახალხო გაზეთი“ თავის ფურცლებზე წერდა: „ცხრა საათზე შევედით სოფ.
სორში, წვიმდა, ბნელი ღამე იყო, მაგრამ სოფელი კი მთლად განათებული იყო ფარნებით, ჭრაქებით  და მაშხალებით. მისავალში მდ. „სანტარულის“
ხიდთან, ყვავილებიანი კამარებით მორთულ-მოკაზმულთან, მოეყარა თავი სორის საზოგადოებას განურჩევლად წოდებისა და სქესისა. ჩამწკრივებულიყვნენ ორსავემხრით გზის პირად და მოუთმენლად ელოდებოდენ ძვირფასს სტუმარს. დაინახეს თუ არა ეტლები, შეიქმნა ერთი ტაშის ცემა, „გაუმარჯოს“ და „ვაშას“ ძახილი. მისავალში ხიდზე კამარაზე ჩამოკიდებული იყო მგოსნის სურათი, წავიკითხეთ შემდეგი წარწერა: „ჩვენს მგოსანს აკაკის სალამს უძღვნის სოფ. სორი“. მოართვეს პურმარილი და მისასალმებელი სიტყვა უთხრა მღვდელმა ონისიმე მინდელმა. შემდეგ მგოსანი მიიწვიეს ხალიჩებით მოფენილ დარბაზში მ. გოცირიძისას, სადაც გამართული იყო დიდებული ვახშამი. მგოსანმა ნახევარი საათი დაისვენა ოთახში, იმუსაიფა, მოისმინა პატარა ბავშვების ლექსები და შემდეგ ისურვეს ვახშამზე საზოგადოებასთან გამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს წვიმა შეგვესწრო და 25 ვერსი გამოვიარეთ, აკაკი
დაღლილობას არ გრძნობდა და მხიარულ ხასიათზე იყო. ვახშამზე ას სულზე მეტნი ვიყავით. თამადობა მიულოცეს მღვდელს ონისიმე მინდელს,
რომელმაც გრძნობიერი სიტყვით ადღეგრძელა
მგოსანი, ქართველი ერი, მგოსნის მხლებლები,
პრესის წარმომადგენლები, მანდილოსნები, მოზარდი თაობა და სხვა... ვახშამი გაგრძელდა ღამის პირველ საათამდე“.
წიგნებს, მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, ჩემის საშუალებით ვერ მოვი
პოვე რიგიანი სახალხო წიგნაკები

9-6 საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.20
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი(დასასრული)
1912 წელს მამა ონისიმეს სკუფია უბოძეს. 1913 წლის 25 მაისს ქ. თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა (დაიწვა თავისივე დუქანში -– გ. მ.) რაჭველი კაცი, სოფ. ბარის ყოფილი მამასახლისი და დაუზარელი მშრომელი, სოფ. მუხლის მკვიდრი იობ სოფრომის ძე ისაკაძე. განსვენებული 30 მაისს თბილისიდან წამოასვენეს და 31 მაისს საღამოს 9 საათი იყო, როცა სოფ. მუხლს სამი ვერსის მანძილზე მოუახლოვდნენ, სადაც აუარებელ ხალხს მოეყარა თავი. ცხედარი ჯერ კიდევ არ იყო ეტლიდან გადმოსვენებული, როცა მას პატარა სიტყვა მამა ონისიმემ წარმოსთქვა: „ძვირფასო ძმაო იობ, შენი რჩევით ჩავიცვი ანაფორა! შენ მეუბნებოდი, რომ მღვდელს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია სოფლადო. შენ შემაყვარე ეკლესია, შენ შემაყვარე საზოგადო საქმე, შენი წერილები მამხნევებდენ ყოველ დაწყებულ სახალხო საქმეში, შენ ააღორძინე ჩვენი სოფლის სკოლა, შენ განაახლე და გააფართოვე ჩვენი სასოფლო გზები. ახლა კი შენს მოღვაწეობას მოკლებული ვიქნებით ჩვენ და შენი კუთხის საზოგადოებაც. დაგვტოვე შენ ობლათ, ჩვენო ძვირფასო, დაუვიწყარო იობ!“ ამის შემდეგ ცხედარი სოფ. მუხლამდე ხელით წაასვენა ხალხმა. სკოდრის ხიდთან ხალხი შეჩერდა და მამა ონისიმემ პანაშვიდი გადაიხადა.
1913 წლის 19 სექტემბერს მღვდელი ონისიმე სორის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1913 წლის 15 ოქტომბერს სორის სამრევლო საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს მუხლისა და ლიხეთის წმ. გიორგის ტაძრების წინამძლვრად იხსენიება. სავარაუდოდ, 1923/1924 წლებში მამა ონისიმემ ანაფორა გაიხადა. მისის შთამომავალი, ქალბატონი იზა მინდელი იხსენებს: „ჩვენს ოჯახში შემონახულია მამა ონისიმეს ერთ-ერთი წერილი, სადაც გულისტკივილით ამბობს, ანაფორა გამხადეს ბოლშევიკებმა და ამას შვილების გამო დავთანხმდიო. ვინ ჩივა ანაფორას, წვერიც არ გამპარსონო“. ყოფილი მოძღვარი 1930 წლის მარტში გარდაიცვალა. დაკრძალულია სორის საგვარეულო სასაფლაოზე. მეუღლე -- ოლღა ქაიხოსროს ასული (დაბ. 2.02.1872წ.) და შვილები: ნინო, შალვა (დაბ. 3.01.1899წ.), შუშანიკი (დაბ. 12.01.1900წ.), ლიდია (დაბ. 5.01.1905წ.), ბიძინა (დაბ. 12.06.1907წ.), ელიზბარი (დაბ. 1.02.1909წ.), ანასტასია (დაბ. 1.02.1910წ.), აშოტი (დაბ. 19.01. 1912წ.).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.01.2026
ბოლო რედაქტირება 02.01.2026
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0