სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12058

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
8000 ღვთიმსახური გვარების მიხედვით
ქრისტესია ნიკოლოზის ძე თხინვალელი 1879-1942წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კავთისხევი (კასპი) - გვარის  ღვთისმსახური ქრისტესია ნიკოლოზის ძე თხინვალელი 1879-1942წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კავთისხევი (კასპი) - გვარის  ღვთისმსახური

1879-1942 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

8000 ღვთიმსახური გვარების მიხედვით

გვარი თხინვალელი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ქრისტესია ნიკოლოზის ძე თხინვალელი 1879-1942წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კავთისხევი (კასპი) - გვარის ღვთისმსახური


დეკანოზი ქრისტესია თხინვალელი 1879-1942

დეკანოზი ქრისტესია 1879 წლის 19 თებერვალს თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრაის სოფ. კავთისხევში ნიკოლოზ ქრისტეფორეს ძისა და სოფიო
გიორგის ასულ თხინვალელების მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამამისი, მლვდელი ნიკოლოზი, წოდებით გლეხი გახლდათ. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1870 წლის 3 ივლისს ჭვარების წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1872 წლის 3 ივლისს დოესის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1875 წლის 3 აპრილს ხოვლეს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში განამწესეს. 1876 წლის 17 მაისიდან კავთისხევის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მედავითნეა.


1879 წლის 23 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1886 წლის 8 ოქტომბერს კავთისხევის ტაძრის განახლებისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1892 წლის 4 ივლისს საკრამულის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1906 წლის 1 ივლისს წილკნის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1915 წლის 23 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და ლარგვისის წმ. თეოდორე ტირონის სახ. ტაძარში დაინიშნა. დეკანოზ ქრისტესიას გარდა მას კიდევ ექვსი შვილი ჰყავდა: დანიელი (დაბ. 1886წ.), მელეტი (დაბ. 1888წ., გარდაიცვალა ადრეულ ასაკში), მარიამი (დაბ. 1891წ.), ზინობი (დაბ. 1893წ.), არჩილი (დაბ. 1898წ.), ალექსი (დაბ. 1900წ.). 1900 წლის 31 მაისს ქრისტესიამ თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. 1901 წლის 21 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 26 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. 1903 წლის იანვრიდან საქართველოს სასწავლო ეპარქიალური საბჭოს დუშეთის მაზრის განყოფილების წევრია.



1903 წლის 20 დეკემბერს მჭადიჯვრის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1904 წლის 21 აპრილს დიდი გომარეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1905 წლის 16 მაისს, პირადი თხოვნის საფუძველზე, თბილისის მამადავითის წმ. დავით გარეჯელის სახ. ტაძარში გადმოიყვანეს და მედავითნის შტატში აიყვანეს. სავარაუდოდ,მისი გომარეთიდან წასვლა უკავშირდება კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც მას გადახდა. ამასთან დაკავშირებით მოძღვარი ქართულ პრესაში წერდა: „ბატონო რედაქტორო! უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს პატივცემულ გაზეთს „ივერიაში“ ადგილი დაუთმოთ ამ ჩემს მცირე შენიშვნას იმ ცნობისა, რომელიც ჩემზედ იყო დაბეჭდილი 73-ე ნომერში (რადგანაც
ამგვარმა ცნობამ შეიძლება ვისმე ეჭვი შეატანინოს ჩემს პიროვნებაზედ). კავკასიაში გაძლიერებულ დაცვის წესების შემოღებამდე კერძო პირთ შეეძლოთ ადმინისტრაციის ნებადაურთველად ყოველნაირ სისტემის თოფების ყიდვა და ტარება სოფლად, გარდა იმ სისტემის თოფებისა, რომელიც იხმარება ჯარისკაცთა მიერ. ამიტომ მივიღე რა მხედველობაში ჩემდამო რწმუნებულ მრევლის აუცილებელი საჭიროება იარაღის შეძენისა, რომელიც (საჭიროება) გამოწვეულია, სხვათა შორის, ეთნოგრაფიული პირობებით, წინადადება მივეცი ხალხს, გამოეწერათ კანონით აუკრძალველი თოფები რომელიმე რუსეთში არსებულ თოფ-იარაღის
ქარხნიდგან. რამდენისამე პირთა სურვილითა და ხარჯით, წარსულს იანვრის ნახევარში, მთავრობის ნებადაურთველად (და არა ნებართვით) გამოვიწერე ქ. იჟევსკის ა. ნ. ევდოკიმოვის თოფ-იარაღის ქარხნიდან (და არა საზღვარგარეთიდან) რვა ცალი სხვადასხვა სისტემის თოფი (გარდა ახალი
სისტემისა), რომელიც მაისის პირველს მივიღე და ჩემს დიაკვანს ა. ი -–– ძეს გავატანე სოფ. დიდ გომარეთში პატრონთათვის ჩასაბარებლად, მაგრამ
გზაზედ საერობო დარაჯებს დაუპატიმრებიათ, გადაუციათ ადმინისტრაციისთვის გამოწერილ თოფებითურთ და ჩამოუყვანიათ ტფილისში, სადაც ამჟამად იმყოფება დაპატიმრებული". 1905 წლის 5 სექტემბერს მღვდელი ქრისტესია მა-

16-1  საპატრიარქოს უწყებანი N16 4-10მაისი 2017წ გვ.19
დეკანოზი ქრისტესია თხინვალელი 1879-1942 (გაგრძელება)
მა დავითის ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. იმავე წლის? სექტემბერს ასევე დაევალა თბილისის პეტრე-პავლეს გერმანულ სკოლაში მართლმადიდებელთათვის საღვთო სჯულის სწავლება. 1909 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1909 წლის 30 სექტემბერს კუკიის ქალთა სკოლის საქველმოქმედო საზოგადოების წევრად დაინიშნა. 1909 წლის 27 ოქტომბრიდან ვერის საქალაქო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1913 წლის 7 ოქტომბერს თავად არღუთინსკი-დოლგორუკის კერძო სკოლის პედაგოგად დაადგინეს. იმავე წლის 14 დეკემბერს ვაზიანის დაწყებითი საქალაქო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად მუშაობს. 1914
წელს სკუფია უბოძეს. 1916 წელს იხსენიება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკით დაჯილდოვდა და ამ დროს ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის კრებულში ჩანს. 1917 წლის 11 ივლისის ცნობით თბილისის კარის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მღვდელმსახურია. 1917 წლის 22 აგვისტოს გაიმართა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის მორიგი
სხდომა, სადაც მე-10 პუნქტში მოისმინეს მმართველობის მდივნის, დავით დავითაშვილის, ზეპირი მოხსენება, რომელშიც ვკითხულობთ: „ყოვლადსამღვდელო თავჯდომარის და ზოგიერთ წევრთა
თანხმობით, წარსულ მკათათვის 20 რიცხვიდან მოვიწვიე თანამშრომლად მღვდელი ქ. თხინვალელი, თვეში 60 მან., მხოლოდ ამ ფულიდან თხინვალელმა სურვილი გამოაცხადა, ნახევარი მიიღოს
და მეორე ნახევარი კი მმართველობის საჭიროებათათვის შეიწიროს“. კრებამ ეს განჩინება დაამტკიცა და მღვდელ თხინვალელს ნახევარი ჯამაგირის შემოწირვისათვის მადლობა უძღვნეს. როგორც ამ საბუთიდან ვგებულობთ, მამა ქრისტესია თბილისის საეპარქიო კანცელარიის საბჭოს მდივნის დავით დავითაშვილის თანაშემწედ დაინიშნა. ამ პოსტზე იგი 1919 წლის 9 დეკემბერსაც ჩანს.


1918წლის6 დეკემბერს მღვდელი ქრისტესია სრულიად საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს სწერდა: „სარწმუნო წყაროებიდან გავიგე, რომ საკათალიკოზო საბჭოს სამწერლოში განთავისუფლებულია ადგილი ბლანკების განყოფილების გამგისა.
ვინაიდგან ჩემი ეხლანდელი ჯამაგირი, როგორც სამიტროპოლიტო საბჭოს მდივნის თანაშემწისა, მეტად მცირეა, ამისთვის უმორჩილესად ვსთხოვ სრულიად საქართველოს საკათალიკოზო
საბჭოს, ეს განთავისუფლებული ადგილი მომცეს მე, როგორც თითქმის უმ-
რევლო მღვდელს“. ს 1921 წელს ურბნისის ეპარქიაში, სოფ. ქვემო გომის ტაძარში განამწესეს. 1921 წლის 1-5 სექტემბერს, როგორც ურბნისის ეპარქიის დელეგატე, ესწრებოდა გელათში გამართულ
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებას და ამ დროს დეკანოზის წოდება აქვს. 1923 წლის 2 თებერვალს დეკანოზი ქრისტესია ქართლ-კახეთის ეპარქიის დროებით მმართველს, ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სოფ. პრიუტის სამრევლოში განწესებას სთხოვდა, მაგრამ მეუფე ქრისტეფორემ იგი 6 თებერვალს დროებით ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1923 წლის 6 მარტს დეკანოზი ქრისტესია ეპისკოპოს ქრისტეფორეს სწერდა: „თქვენი განკარგულების თანახმად, წარსულის თვის ექვსიდან მე ვასრულებდი ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ორი მღვდლის მოვალეობას იმ პირობით, რომ ჯილდოთ მეძლიოს
ეკლესიის თანხიდან ერთი მღვდლის ნაწილის ნახევარი. რადგან ეს ჯილდო იმდენად მცირეა, რომ პურის ფულადაც არ მყოფნის და არც სხვა რაიმე საშვალება მაქვს ცხოვრებისა, ამიტომ გთხოვთ, მოახდინოთ განკარგულება, რათა ამიერიდან მომეცეს მე იმავე წყაროდან ერთი მღვდლის ნაწილი“. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. 1923 წელს დეკანოზი ქრისტესია გაზეთ „კომუნისტში“ წერდა: „პატივცემულო რედაქტორო, გთხოვთ მოათავსოთ თქვენს გაზეთში: მე, მღვდელი ქვაშვეთის ეკლესიის, ქრისტესია თხინვალელი, ამით საყოველთაოდ ვაცხადებ, რომ რევოლუციის მსვლელობამ დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს მსოფლმხედველობაში და მიმიყვანა იმ დასკვნამდი, რომ ჩემი ამდენი ხნის სამსახური არ იყო მშრომელთა კლასისათვის საკეთილდღეო. დღეის რიცხვიდან მე ვსწყვეტ ყოველივე კავშირს სამღვდელოებასთან და მსურს გავხდე სრული მოქალაქე. მთელი ჩემი ენერგიით ვეცდები მომავალში მაინც მშრომელთა სასარგებლოდ ვიმუშაო. ქ. თბილისი. 192ვწ. 10 ივლისი“.
უწმინდესი კალისტრატეს (ცინცაძე) ცნობით, დეკანოზმა ქრისტესიამ 1923 წელს ანაფორა გაიხადა, თუმცა, სხვა ცნობით, 1925 წელს იგი ისევ კარის ეკლესიის მღვდელმსახურად ჩანს.

16-2 საპატრიარქოს უწყებანი N16 4-10მაისი 2017წ გვ.20
დეკანოზი ქრისტესია თხინვალელი 1879-1942 (დასასრული)

1928 წლის 19 მაისს ყოფილი დეკანოზი ქრისტესია ბოდბელ ეპისკოპოს სტეფანეს (კარბელაშვილი) სწერდა: „თქვენი წერილი, დათარიღებული ა. წ.
29 აპრილით, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით მივიღე 10 მაისს და მეორე დღესვე გადავეცი რედაქციის მდივანს თხოვნით, რომ მოეთავსებინაი მახლობელი N-ის გაზეთში. მან, წაიკითხა თუ არა, მაშინვე მითხრა, რომ აღძრულმა საკითხმა იმდენი წერილები გამოიწვია, რომ რედაქცია იძულებულია შესწყვიტოს კამათი მასზეო. მაინც წაიღო თქვენი კორესპონდენცია რედაქტორთან და რამდენიმე დღის შემდეგ დამიბრუნა უკან პასუხით, რომ იგი ვერ სცნობს შესაძლებლად ადგილი დაუთმოს ამ წერილსაო. ასე რომ, ეს წერილი, როგორც თქვენ მწერდით, ამჟამად ჩემთან
ინახება და შეგინახამთ მოკითხვა მაღძრულმა იოსებ იმედაშვილის მისამართი კი ასეთია: თბილისი, პრიუტის ქ. M29. თქვენი მარადის პატივისმცემელი ქ. თხინვალელი“. სამწუხაროდ უცნობია, თუ რა კორესპონდენციაზეა საუბარი. ყოფილი დეკანოზი 1942 წლის 1 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალეს 5 ივლისს კუკიის წმ. ნინოს სახ. ტაძრის სასაფლაოზე. მეუღლე მარიამ აბრაამის ასული მაჭარაშვილი (1878-13.11.1907წწ., დაკრძალულია მამა დავითის ეკლესიის ეზოში) და შვილები: ნინო (დაბ. 1901წ.), გიორგი (1904-1992წწ., პროფესორი, მუშაობდა საქენერგოში ინჟინრად). ოჯახი ცხოვრობდა ქ. თბილისში, კალანდაძის ქ. 15-ში. გიორგი (1904-1992წწ.) 1935 წლიდან მუშაობდა
ხრამჰესმშენის სამმართველოში ინჟინრის, ელექტრომექანიკური განყოფილების უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე. 1945-1947წწ. ქ. თბილისის 26 კომისრის სახ. ქარხნის ჰიდროტურბინების საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსია, სადაც მისი ხელმძღვანელობით, პირველად საქართველოში, განხორციელდა მის მიერ შემოთავაზებული მცირე სიმძლავრის რეაქტიული კლასის ტურბინების წარმოება და ექსპლუატაციაში შეყვანა. 1947-1967წწ. იყო საქართველოს ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ლაბორატორიის გამგეა. 1951წ. ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1967-1988 წლებში შრომით მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების კათედრაზე, სადაც
1967- 1982წწ. ეკავა დოცენტის, 1982- 1988წწ. პროფესორის თანამდებობები. პროფესორი გიორგი 60-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორია, მათ შორისაა ორი სახელმძღვანელო და 2 დამხმარე სახელმძღვანელო. იყო აღიარებული ჰიდროტექნიკოსი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში). თხინვალელების ოჯახი ცხოვრობდა ქ. თბილისში, კალანდაძის ქ. 15-ში.

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ

გმადლობთ თანამშრომლობისთვის

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.01.2026
ბოლო რედაქტირება 06.01.2026
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0