ჯუმბერ (ჯუბო) სერგოს ძე სახეიშვილი დაიბადა: 06 ივლისი 1937 წელს თელავში;
ჯუმბერ სახეიშვილი დაიბადა ქ. თელავში 1937 წელს,მუსიკოსების ოჯახში.დედის დამსახურებით 5 წლის ასაკიდან ეზიარა მუსიკას.
პირველი წარმატება ჰქონდა სკოლაში სწავლის პერიოდში,როდესაც 14 წლის ასაკში შექმნა და ხელმძღვანელობდა სკოლის ანსამბლს.
20 წლის ასაკში დაწერა პირველი სიმღერა და ამჟამად იგი უკვე 300- ზე მეტი სიმღერის ავტორია.
21 წლის ასაკში იგი დაინიშნა ქ.თელავის სამხედრო გარნიზონის გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელად.დაამთავრა თელავის ნ.სულხანიშვილის სახ. მუსიკალური სასწავლებელი საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობით . აგრეთვე დაამთავრა საქ.პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტო- მექანიკური ფაკულტეტი.
1966 წელს ქ.თელავის პედ.ინსტიტუტში ჩამოაყალიბა შერეული გუნდი,ხოლო 1972 წელს იმავე პედ.ინსტიტუტში შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი,, სიმღერა თელავზე",რომელმაც მრავალი წარმატება მოიპოვა, როგორც რესპუბლიკის ,ასევე მის ფარგლებს გარეთ გამართულ კონკურსებში.1970 წელს მუშაობა დაიწყო ქ.თელავის lll საშუალო სკოლაში გუნდისა და ხალხურ საკრავთა ორკესტრის ხელმძღვანელად. აღნიშნულ სკოლაში 26 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მან მრავალი ოლიმპიადის და ფესტივალის ლაურეატის წოდება მოიპოვა.
1974-1984 წწ.- ში ხელმძღვანელობდა მუსიკალურ ათწლედს.
2004-2017 წწ.- ში მუშაობდა ალავერდის ეპარქიის წმინდა შალვა,ბიძინა და ელიზბარის სახელობის სკოლაში,სადაც მან ამ სკოლის ბავშვებისათვის მრავალი სიმღერა და სპექტაკლისათვის მუსიკა შექმნა.
დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
2017 წელს მიენიჭა თელავის საპატიო მოქალაქის წოდება .
2019 წელს ქ.თელავში , ნ.სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
ამჟამად ხელმძღვანელობს ქალთა ვოკალურ ანსამბლს,,ჰარმონია".
თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავის გახსნა: 06 ივნისი 2019წ.
ინფორმაცია მოგვაწოდა შვილმა თეონა სახეიშვილმა;