სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12188

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
კლიმენტი დიმიტრის ძე ჭანტურაია 1866-1941წწ დეკანოზი კლიმენტი დიმიტრის ძე ჭანტურაია 1866-1941წწ დეკანოზი

1866-1941 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჭანტურაია სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

კლიმენტი დიმიტრის ძე ჭანტურაია 1866-1941წწ დეკანოზი

დეკანოზი კლიმენტი ჭანტურაია 1866-1941



 დეკანოზი კლიმენტი დიმიტრის ძე ჭანტურაია 1866 წელს სამეგრელოს სამთავროში აზნაურის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად სწავლობდა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მეექვსე კურსზე საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სტიქარი უკურთხა. 1891 წლის 6 მარტს გურია-სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიაში და იმავე ეპარქიის სამზრუნველოს საქმის მწარმოებლად დაინიშნა, 1891 წლის 3 აპრილს ბათუმის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1892 წლის 8 ივლისს გურია-სამეგრელოს პისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ფოთის საკათედრო ტაძრის კრებულში განამწესა. ხელდასხმის დღიდან იგი იყო გურია-სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიის მდივნის თანაშემწე. 1893 წლის 6 თებერვალს საგვაზაოს მთავარანგელოზთა სახ. ორშტატიან ტაძარში მეორე მღვდლად დაინიშნა, ხოლო 1894 წლის იანვრიდან ხსენებული ტაძრის წინამძღვარი გახდა. 1893 წელს სუჯუნის ოლქის სამღვდელოების მხრიდან არჩეულ იქნა დეპუტატად, ხოლო იმავე წელს აირჩიეს სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოების XXXI კრების თავმჯდომარედ, რომელიც სასულიერო სასწავლებლის საქმეების გასაუმჯობესებლად იკრიბებოდა. 1894 წელს ამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ოინაჩსების შემმოწმებელი
სარევიზიო კომიტეტის თავმჯდომარეა. რევიზიის დროს მან დადებითად წარმოაჩინა თავი, რის გამოც 1895 წელს ეპ. გრიგოლმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1894 წლის 30 იანვარს სამეგრელოში ახალი სამთავარხუცესო ოლქები შეიქმნა და მღვდ. კლიმენტი ნოსირის ოლქის კეთილმოწესედ დაადგინეს. 1894 წლის 24 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1895 წელს არჩეულ იქნა თავმჯდომარედ სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოების XXXII შეკრებაზე. 1896 წელსაც სარევიზიო კომიტეტის თავჯდომარეა. 1896 წელს სკუფია უბოძეს.



1899 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მმართველ საბჭოში სამღვდელოების მხრიდან არჩევით შეიყვანეს. 1901  წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 190! წლის 7 მარტს ფოთის დიდ კუნძულზე მდებარე ახლადგახსილ წმ. ოლღას სახ. სამრევლოს წინამძღვრად დაადგინეს. 1902 წლის 3 ოქტომბერს ფოთის სასაფლაოს წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1902 წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიალური სარევიზიო კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. იმავე წლიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიალური სამზრუნველოს წევრია, ხოლო 1903 წლიდან
იმავე სამზრუნველოს საქმის მწარმოებელი. 1903 წელს ფოთის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1904 წლის 5 მაისს ერთი თვის ვადით გურია-სამეგრელოს ეპარქიის ხაზინადრად იმუშავა. 1904 წლის 14 ივნისს გადადგა ნოსირის ოლქის კეთილმოწესის პოსტიდან და ხსენებულ ადგილზე კეთილსინდისიერი სამსახურისთვის საეპარქიო მთავრობისგან მადლობა გამოეცხადა. 1904 წლის 30 ოქტომბერს გადადგა გურია-სამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის მმართველი კომიტეტიდან. 1904 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1910 წლის
6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკ. კლიმენტის დიდი წვლილი მიუძღვის ქ. ფოთში ორკლასიანი სკოლის დაარსების საქმეში, რაც აღინიშნა კიდეც გაზეთ „სახალხო გაზეთში" 1911 წელს. აი, რა ეწერა იქ: „1911 წლის 25 ოქტომბერს ფოთში აკურთხეს ორკლასიანი საეკლესიო სკოლის ახალი შენობა. სწავლა-განათლების საქმეში ფოთი წინ მიიწევს.
ამ თხუთმეტი დღის წინად აკურთხეს სახელოსნო სკოლა, რომელსაც ორი მშვენიერი ქვის შემობა უჭირავს და ეხლა კიდევ ეს საეკლესიო სკოლა...
ყოვლადსამღვდელო ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიდძალ დამსწრე საზოგადოებას გრძნობიერი სიტყვით მიმართა და აღნიშნა სწავლა-აღზრდის

2-1  საპატრიარქოს უწყებანი N2 31 იანვარი-13 თებერვალი 2020წ გვ.22
დეკანოზი კლიმენტი ჭანტურაია 1866-1941 (გაგრძელება)

მნიშვნელობა, ქალაქის მხურვალე მზრუნველობა ამ საქმეში. განსაკუთრებით ყურადღება მიაქცია მასწავლებელს და სთქვა: ვერცხლის წყალი თერმომეტრში სითბოსაგან აიწევს და სიცივისაგან დაიწევს -– სწორედ ამგვარივე ვერცხლის წყალია მასწავლებელი სკოლაში, თუ კი მასწავლებელი გონიერია, თუ ის ენერგიულად და მუყაითად მოეკიდება სწავლის საქმეს, მაშინ სწავლა და სკოლის ღირსება აიწევს, თუ მასწავლებელი უვარგისია, რასაკვირველია სწავლაც დაეცემაო. ამ სკოლაში დროებით ორი მასწავლებელია: ბ. პ. ქუთათელაძე და ქ-ნი ე. კახიძე... არ შეგვიძლია აქვე არ აღვნიშნოთ ის კეთილი სამსახური, რომელიც ამ სკოლისადმი მიუძღვის დეკ. კ. ჭანტურაიას. ყველა
ამასთან, სასურველია მესამე მასწავლებელსაც ღირსეულს მოიწვევდნენ, ვინაიდან ასეთები მოგვეპოვება“.

დეკანოზი კლიმენტი გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოების შეკრებაზე. ზის მარცხნიდან მეორე; 


1912 წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების სასწავლო საბჭო ახალსენაკიდან ისევ ქ. ფოთში გადავიდა. ახლადგადატანილ საბჭოს თავჯდომარედ კი დეკ. კლიმენტი დაინიშნა. დეკ. კლიმენტი სხვა პროგრესიულად მოაზროვნე სამღვდელოებასთან ერთად მტკიცედ იცავდა სამეგრელოში ქართული ენის განმტკიცებას და ხელს უშლიდა იმპერიის პოლიტიკას რუსული ენა დაენერგათ საქართველოს ამ უძველეს მხარეში. ამას ამტკიცებს 1912 წელს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ეს პატარა წერილიც: „ამას წინათ გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების ზედამხედველ- მა სინსკიმ რევიზია გაუკეთა „ნახუტურის“ სამრევლო სკოლას, ამ
სასწავლებელში სწავლა ოთხმოცდაერთი წლის კანონით სწარმოებდა. სინსკიმ წინადადება მისცა მამა კლემენტი ჭანტურაიას, საღვთო სჯული რუსულად ასწავლოს. აგრეთვე ურჩია სხვა მასწავლებლებსაც “- რუსულის სწავლება ყოველთვის პირველი სამოსწავლო წლის პირველი სექტემბრიდან შემოიღონ. როგორც ჭანტურაიამ, ისე სხვა მასწავლებლებმაც ცივი უარი უთხრეს მას ასეთი წინადადების შესრულებაზე“. 1914 წლის 3 ნოემბერს ფოთის წმ. ალექსანდრე  ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის  წინამძღვრად დაინიშნა. 1918 წელს ჭყონდიდის ეპარქიის ფოთის ოლქის  კეთილმოწესეა. 1920 წელს როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესი- ის მეორე საეკლესიო კრებას. 
1921 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დეკ. კლიმენტი ესწრებოდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ინტრონიზაციას და ფოთის „მორწმუნე საზოგადოების“ სახელით სიტყვაც წარმოთქვა წირვის შემდეგ და მიულოცა მის უწმინდესობას აღსაყდრების დღე. 1925 წლის 12 ოქტომბერს ჭყონდიდის ეპარქიის
აღწერაში, ფოთის ღვთისმშობლის სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარია. 1928 წლის 16 ივლისს უკვე წინამძღვრის თანაშემწეა. 1929 წლის შემოდგომაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააპატიმრა დეკ. კლიმენტი. აი, როგორ გადმოგვცემს ამ ამბავს ყოფილი დეკ. ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში: „ამას წინეთ გაზეთებში უცნაური ამბავი
დაიბეჭდა: ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა ალექსიმ (გერსამია) ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზ კლიმენტი ჭანტურაიას გაუგზავნა რომელიღაც  ბერი (ალექსი ჩხეტიანი -– გ.მ.) -- სალაროში საეკლესიო ნივთებისა თუ განძეულობის შესამოწ-

2-2  საპატრიარქოს უწყებანი N2 31 იანვარი-13 თებერვალი 2020წ გვ.23
დეკანოზი კლიმენტი ჭანტურაია 1866-1941 (გაგრძელება)

მებლად. გაუღიათ დაკეტილი სალაროს კარები და შიგ სალარო კი სრულიად ცარიელი გამომდგარა, არც ერთი ნივთი იქ აღარ დაუხვდათ! ვიღაცას წაუღიაო! სალარო კი დაკეტილი ყოფილა! დეკ.კლ. ჭანტურაია ბრალს სდებდა ამ ნივთების წაღება-მითვისებაში დეკ. იოანე ბობოხიძეს, ხოლო ეს უკანასკნელი, ასეთსავე ბრალსა სდებდა თვით დეკ. ჭანტურაიას! ორთავენი ამ ჟამად დაპატიმრებული ყოფილან...“ მისი პატიმრობა რამდენიმე თვე გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით, 1930 წლის 27 მარტს საქართველოს ეკლესიის სინოდის თავმჯდომარე, კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) ჭყონდიდელ ეპ. ალექსის (გერსამია) სწერდა: „წინადადება მიეცეს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს მოახდინოს განკარგულება, რომ ფოთის საკათედრო ტაძარში სრულდებოდეს წირვა-ლოცვა რომელიმე მღვდლის მიერ, სანამ განთავისუფლებული იქმნება დეკ. კ. ჭანტურაია. ხოლო ნახუტურის ეკლესიის გახსნის შესახებ შუამდგომლობა აღიძრან მორწმუნეებმა ადგილობრივ აღმასკომში“. დეკ. კლიმენტი იყო მთელ დასავლეთ საქართველოში განთქმული ასკეტი მამის, ღირსი ალექსის (შუშანია) სულიერი შვილი. 1923 წლის იანვარში, როდესაც გარდაიცვალა მამა ალექსი, იგი ვერ დაესწრო დასაფლავებას და წერილი გაუგზავნა მონასტერში: „ძვირფასო დებო მონაზონნო ფავსტო და აკეფსიმა! თქვენი წერილი მივიღე, რომელშიაც ძლიერ ცუდი ამბავი ეწერა: მამა ალექსი გარდაიცვალა, ეს არის უბედურება. ვინ ყავს ეხლა საქართველოს
ეკლესიას სულიერად და ხორციელად ალექსის მსგავსი, არავინ. ალექსის ამ ქვეყნიდან გარდასვლა -- ჩემთვის დიდი უბედურება არის, რადგან იმისთანა იყო, განა არ ვიცი. ის იყო დიდებული კაცი ჭკუით და გონებით, ის იყო ძვირფასი მთელი სამეგრელოსათვის და მთელი საქართველოსათვის თავის სიტყვით და საქმით, როგორც სასულიერო პირი, კარგი სიტყვისა და კარგის საქმის მქმნელი. ის იყო მთელი საქართველოს მოყვარული, მისთვის კარგი უნდოდა სიტყვით და საქმით, მამულის ეკლესიის მოყვარული, ძვირფასი დარაჯი ჩვენი ეკლესიის სიწმინდისა. ვინც მასთან მოვიდოდა, მორწმუნე იყო ის თუ ურწმუნო, მარტო ალექსის შეხედვა კმაროდა მათთვის, რომ ისინი ყოფილიყვნენ მორწმუნენი, მაგრამ როცა ისინი ინახავდნენ ალექსის ცხოვრებას, მის წირვას, მის ქადაგებას, მის სიტყვას სულიერი თუ საამქვეყნო ცხოვრებისათვის, ურწმუნონი გადაიქცეოდნენ მორწმუნედ და მამა ალექსის მადლობას შესწირავდნენ სიტყვის ან საქმისათვის.
რა მდგომარეობაში არიან ეხლა მისნი დებიდედით, მონასტრის მონაზვნები, წინამძღვრები და გარშემო მცხოვრებნი, რა კარგი მამა მოაკლდათ ამქვეყნად. ძვირფასო დებო ფავსტო და აკეფსიმა, რაფერ გადაიტანთ თქვენ ამ უბედურებას, მამა ალექსის წასვლას ამქვეყნიდან იმ ქვეყანაში, ვაი თქვენი

2-3  საპატრიარქოს უწყებანი N2 31 იანვარი-13 თებერვალი 2020წ გვ.24
დეკანოზი კლიმენტი ჭანტურაია 1866-1941 (დასასრული)

ცოდვა, ონოფრე მაინც გყავდეთ ალექსის ადგილზედ. ღმერთმა მაცხოვარმა მოგცეს თქვენ ნუგეში და მამა ალექსის იმ ქვეყანაში წმინდათა ძვირფასი ადგილი. მე უნდა მივსულიყავი გასვენებაზედ, მაგ- რამ მიზეზი ის არის, რომ ჩემი ცოლი ნამეტანი ავად არის ეს ერთი კვირე არის მომვლელი მე ვარ, არც მე ვარ კარგად, დავდივარ მაგრამ ავათ ვარ, წამალს ვხმარობ. გთხოვ ცოტა ადრე შემომითვალოთ ორმოცის დროს, რომ მაშინ მაინც მოვიდე. მამა ალექსის მონა-მორჩილი, თქვენი ძმა დეკანოზი კლიმენტ ჭანტურაია. იანვრის 27.1923წ სიცოცხლის უკანასკნელი წლები დეკანოზმა კლიმენტიმ 1.თბილისში შვილის ოჯახში გაატარა. იგი 1941 წელს გარდაიცვალა დაკრძალულია კუკიის წმ.ნინოს სახ.სასაფლაოზე ჰყავდა მეუღლე ანასტასია ბესარიონის ასული ნადირაძე (დაბ. 1867წ.) და შვილი -- დიმიტრი (დაბ. 1894წ.).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.02.2026
ბოლო რედაქტირება 02.02.2026
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0