სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12188

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ალექსი გიორგის ძე გიორგობიანი 1830-1909წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ბუგეული (ამბროლაური) ალექსი გიორგის ძე გიორგობიანი 1830-1909წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ბუგეული (ამბროლაური)

1830-1909 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გიორგობიანი სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ალექსი გიორგის ძე გიორგობიანი 1830-1909წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ბუგეული (ამბროლაური)

დეკანოზი ალექსი გიორგობიანი 1830-1909

დეკანოზი ალექსი გიორგის ძე გიორგობიანი 1830 წლის 20 მარტს, რაჭის მაზრის სოფ. ბუგეულში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა აზნაურთა წრეს. მამამისი, მღვდელი გიორგი რამაზის ძე გიორგობიანი XVIII ს-ის II ნახ. დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. წლების განმავლობაში მსახურობდა ბუგეულის (ზედა) მაცხოვრის ეკლესიაში.
1830 წელს იგი კვლავ მოქმედი მლვდლად, ხოლო 1834 წელს ყოფილ მღვდლად იხსენიება. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, დასაჯეს თუ ავადმყოფობის გამო აღარ მსახურობდა. 1849 წელს კვლავ ცოცხლებში იხსენიება. ჰყავდა მეუღლე - გულქან გიორგის ასული. გიორგისა და გულქანს ჰყავდათ ორი ვაჟი: დეკანოზი ალექსი და მღვდელი ნიკოლოზი.
1831 წლის 14 ოქტომბერს გარდაიცვალა დეკანოზ ალექსის პაპა -– რამაზ გიორგობიანი, 90 წლის ასაკში, მოხუცებულობით. კარ-მიდამო, სადაც მღვდელ გიორგის ოჯახი ცხოვრობდა, მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბუგეულში. შემორჩენილია ძველი ოდა-სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეზოში ამაყად დგას ბუნების ძეგლი -– 800-წლიანი მუხა. სწორედ ამ ეზოში დაიბადა და აღიზარდა მომავალი დეკანოზი. პატარა ალექსიმ პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, ხოლო 1847-1853 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1853 წლის 9 სექტემბერს გორის სასულიერო სასწავლებელში I კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1855 წლის 15 ივლისს რაჭის დაწყებით სასწავლებელში საღვთო სჯულის
მასწავლებლად გადაიყვანეს. 1855 წლის 10 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 15 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ონის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძვრად განამწესა. ჰქონდა ჯილდო  ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1858 წლის
თებერვალში სასწავლო დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1861 წლის 6 აგვისტოს ონის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1863 წლის 6 აგვისტოს სკუფია უბოძეს. 1869 წლის 15 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1875 წლის 3 თებერვალს მთავარხუცესად 12-წლიანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯიდლოვდა, ხოლო იმავე წლის 12 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1880 წლის 29 ივნისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1886 წელს რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1888 წლის 24 აპრილს წმ. სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1888 წელს იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს რაჭის მაზრის განყოფილების თავჯდომარედ აირჩიეს. 1889 წლის 25 ოქტომბერს სასწავლო კომიტეტმა მადლობა გამოუცხადა. 1890 წლის 1 სექტემბერს გათავისუფლდა საღვთო სჯულის მასწავლებლობიდან და მრავალწლიანი ნაყოფიერი სამსახურისთვის წელიწადში 240 მან. პენსია დაენიშნა. ჰქონდა ჯილდო წითელი ჯვრ

7-1  საპატრიარქოს უწყებანი N7 30ივლისი 2020წ გვ.26
დეკანოზი ალექსი გიორგობიანი 1830-1909 (გაგრძელება)

ის საზოგადოების სამახსოვრო ჯვარიც. 1891 წლის 15 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. იმავე წლის დეკემბერში კიდევ აირჩიეს რაჭის განყოფილების თავჯდომარიდ. 1897 წლის გაზაფხულზე დეკანოზმა ალექსიმ საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორას ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობა და ბერად აღკვეცა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. 1898 წლის 12 იანვარს ქუთაისში უეცრად გარდაიცვალა მთელ რაჭა-იმერეთში ყველასგან ცნობილი და პატივცემული აზნაური ალექსანდრე ბერის ძე ბაქრაძე. იგი ქუთაისიდან რაჭაში, სოფ. ლაგვანთას მიასვენეს და 28 იანეარს დაკრძალეს. დასაფლავებაზე სიტყვა წარმოსთქვა დეკანოზმა ალექსი გიორგობიანმა: ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. „აქ შემოკრებილნო პატიოსანნო ჭირისუფალნო და მსმენელნო! თქვენ ყველანი ხედავთ, თუ როგორის მწუხარებით არის შეპყრობილი დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება, თუ ვითარ გლოვენ და სტირიან თავის საყვარელ ალექსანდრეს; ყველას პირზე შემდეგი აკერია: „შენ იყავი პატიოსანი, თავ-მდაბალი, წყნარი, ღვთისა და კაცის მოყვარული, თითქმის ანგელოზისებურის ხასიათის კაციო“. აი, ამ ნაირად ამკობენ ყველანი
ჩვენ წინაშე უხმოდ და უსულოდ მდებარე მიცვალებულს; და მეც, ჩემის მხრით, როგორც სულიერი მამა და მოძღვარი, ვამტკიცებ ყოველივე ზემოთქმულის სინამდვილესა და ჭეშმარიტებას. უკეთესად ჩემსა, ვგონებ, არავის შეეძლოს განსვენებულისა და მისთა საქმეთა და მოქმედებათა ცოდნა. ვამბობ, ის იყო ჭეშმარიტი ქრისტიანე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, განსვენებულის მცირე ჟამიერი ამ ქვეყნიური სიცოცხლე არ იყო დაჯილდოებული არც ოჯახური და არც სხვა ამ ქვეყნიური ბედნიერებით. ძმანო ჩემნო საყვარელნო, ეს აიხსნება იმით, რომ იგი არ იყო გაჩენილი ამ ქვეყნისათვის და მისი ამაოებისათვის, არამედ ზეცათა სასუფევლისათვის, რათა პირისპირ ღმერთი ეხილა, ამიტომაც იტყვის მაგისთანა პირებზე მაცხოვარი: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ
ღმერთი იხილონ". ეს სიტყვები ზედ გამოჭრილნი არიან განსვენებულზე და მდაბიურად რომა ვსთქვათ, ნიშნავენ იმას, რომ ისინი, რომელთაც გულ-ში ბინძური სურვილი და გო1 ნებაში ღვთის წინააღმდეგი  ჰაზრები არა აქვთ, ზეცათა შინა საუკუნო ნეტარებაში იქმნებიან. ისინი პირისპირ
 იხილვენ ღმერთს, რადგანაც გულწრფელად და არა თვალთ-მაქცურად უყვართ ღმერთისა “ და მისი სჯული და რადგანაც ღვთის სარწმუნოების თანახმად აქვთ მომართული თავის სიცოცხლე და ცხოვრება, ერბ.ა თი სიტყვით რადგანც არიან წრფელნი და გულ-უბრყვილონი. სწორეთ აგეთივე იყო განსვენებულის ცხოვრება და აი, ამით ვანუგეშებ მის უზომოთ დამწუხარებულ ნათესავნაცნობებს, რომლებიც ასე მწარეთ გლოვობენ ალექსანდრეს უდროვოდ დაკარგვას“. 1905 წლის 28 აპრილს დეკანოზი ალექსი გადადგა მთავარხუცესის პოსტიდან. 1905 წლის 21 სექტემბერს შტატიდანაც გავიდა. ლვაწლმოსილი მოძღვარი 1909 წლის 20 მარტს გარდაიცვალა თავის დაბადების დღეზე. დაკრძალულია ბუგეულის
ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში. მეუღლე - ელისაბედ ლუარსაბის ასული კურცხალია (1835-3.08.187 1წწ.); შვილები: ალექსანდრა (დაბ. 12.06.1861წ.); გაბრიელი (დაბ. 13.07.1865წ., პირველი ცოლი -–– მარიამ/ვარინკა გრიგოლის ასული (1868-1890წწ.ე) და შვილები: ნინო (7.05.1885-19.05.1890წწ.), იოანე (დაბ. 27.01.1888წ., დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი), ანა (დაბ. 1.02.1889წ., გარდაიცვალა ადრეულ ასაკში). მეორე ცოლი - თავადის ქალი ელისაბედ სპირიდონის/ სპანდიერის ასული ერისთავი (დაბ. 1864წ.) და შვილები: გრიგოლი (2.12.1891-19.07.1894წწ.); ზინაიდა (დაბ. 4.01.1893წ., გათხოვილი აზნაურ ივლიანე ნიკოლოზის ძე ჯაფარიძეზე), გიორგი (დაბ. 1896წ., გარდაიცვალა ადრეულ ასაკში); ოლღა (6.12.1870- 13.08.187 1წწ.);

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2026
ბოლო რედაქტირება 04.02.2026
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0