სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქეთევანი (იზოლდა ერმილეს ასული) კოპალიანი დაიბადა 1948 წლის 22 იანვარს ცაგერში (ლეჩხუმი), ერმილე კოპალიანისა და ეკატერინე თუთისანის მრავალშვილიან ოჯახში. ექვსი და-ძმიდან იყო ნაბოლარა, ტყუპისცალი.
1966 წელს დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა.
1970 წელს ჩაირიცხა თბილისში სტენოგრაფიის ორწლიან კურსებზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა;
1973-78 წლებში სწავლობდა პუშკინის სახელმწიფო (დღევანდელი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი) ინსტიტუტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
1979 წლიდან დაიწყო ეკლესიური ცხოვრება და საპატრიარქო რეზიდენციაში კათოლიკოს პატრიარქთან, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-თან იმყოფებოდა.
1984 წელს პატრიარქმა მორჩილად დაადგინა საპატრიარქოში;
1986 წელს უწმიდესმა სიონის საკათედრო ტაძარში სამონოზვნედ აკურთხა და უწოდა წმიდა მოციქულთა სწორის სახელი ნინო; იმავე წელს წარგზავნა მცხეთის სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში.
დედა ქეთევანის მშობლები: ერმილე ანდრიას ძე კოპალიანი (დაიბადა 1905 წლის 28 აპრილს და გარდაიცვალა 1988 წლის 5 მაისს), ეკატერინე საბას ასული თუთისანი (დაიბადა 1911 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა 1978 წლის 30 ნოემბერს);
1988 წელს მონასტრული ცხოვრების ჩვევების განსამტკიცებლად ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა (ერთი თვით) პიუხტიცის (ბალტიისპირეთი) მონასტერში.
1989 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაიმართა პირველი ფეხით მსვლელობა ფარავნის ტბიდან სვეტიცხოვლამდე სამცხე-ჯავახეთის გავლით, შემდგომ ტრადიციად ქცეული "წმიდა ნინოს გზა". დედა ქეთევანი (მაშინ სამონოზვნე ნინო), ამ პირველი მოგზაურობის მონაწილე იყო და მთელი გზა პატრიარქის ნაბოძები წმიდა ნინოს ჯვრით (საკმაოდ მძიმე) მსუბუქად იარა.
1991 წლის 13 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა სამთავროს ფერისცვალების ტაძარში მონოზვნად აღკვეცა დიდმოწამე ქეთევანის სახელით.
ფოტო გადაღებულია იღუმენიად კურთხევის დღეს 13 ივლისი 1991წ.
1991 წლის 13 ივლისს, სვეტიცხოვლობას (12 მოციქულის ხსენების დღე) უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მონოზონი ქეთევანი იღუმენიად აკურთხა და დაადგინა სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვრად; ჯილდოდ კვერთხი და ოქროს განშვენებული ჯვარი გადასცა. 2000 წელს პატრიარქთან და მის დელეგაციასთან ერთად მოილოცა იერუსალიმის წმიდა მიწა (წერილი გამოქვეყნებულია მცხეთის გაზეთში);
2003 წელს პატრიარქთან და ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო მგალობელთა გუნდთან ერთად მოილოცა ტაო-კლარჯეთი და კაბადოკია, სადაც წირვა ერთობლივად აღავლინა სამმა პატრიარქმა.
2006 წლის 24 აპრილს, მისმა უწმიდესობამ იღუმენია ქეთევანი მეორე, იერუსალიმური ვერცხლის ჯვრით დააჯილდოვა.
2011 წლის 13 ნოემბერს საგვარეულო კავშირმა "კოპალიანმა" ქვეყნისა ერის განვითარების საქმეში, განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის "საპატიო კოპალიანის" წოდება მიანიჭა.
2012 წელს უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის მიწვევით იღუმენია ქეთევანი იმყოფებოდა ჩეხეთში (კარლოვი-ვარი) და გერმანიაში.
2015 წელი ფოტო გადაღებულია სამთავროში "მაყვლოვანში".
ეგვიპტე. წმიდა გიორგის წამების ბორბალი 2018 წელი;
2017 წლის 17 ივნისს საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულომ დედა ქეთევანი ქვეყნისა და ერის წინაშე დამსახურებისათვის დააჯილდოვა `"წმიდა ქეთევან დედოფლის" ოქროს მედლით.
2018 წელს იმოგზაურა ეგვიპტეში. ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე II-მ იღუმენია ქეთევანს საჩუქრად გადასცა საიღუმენიო კვერთხი (რომელიც მონასტრის საეკლესიო მუზეუმში ინახება); იმავე წელს მოილოცა იტალიის სიწმინდეები.
2017 წელი ფოტო გადაღებულია ჯვრის მონასტრერში, საპატრიარქო რეზიდენციაში;
2019 წლის 14 ოქტომბერს იღუმენია ქეთევანს მიენიჭა მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება.
სამთავროს დედათა მონასტრის კრებული 2018წ.
2021 წელს დედა ქეთევანის ძალისხმევით, იღუმენია დარია ფაღავას ტიპიკონის საფუძველზე შეიქმნა მონასტრული ცხოვრების წესდება, დოკუმენტი ტიპიკონი (წეს- განგება), რომელიც შევსებულია სამთავროში მოღვაწე დედათა მრავალწლოვანი გამოცდილებით, ასევე დღევანდელი მონასტრული ცხოვრების წესის გათვალისწინებით.
2023 წლის 20-26 აპრილს იღუმენია ქეთევანმა მონასტრის სულიერ მოძღვართან, არქიმანდრიტ ლაზარესთან (გაგნიძე), მღვდელმონოზონ ილიასთან (თვალიაშვილი), მონოზვნებთან და მრევლთან ერთად მოიხილა და მოილოცა წმიდა მიწის ეკლესია-მონასტრები.
მამა ლაზარე და იღუმენია ქეთევანი. იერუსალიმი 2023 წელი;
2024 წელს იმყოფებოდა ავსტრიაში (ვენა) - `პრივატ კლინიკაში სამკურნალოდ.
იღუმენია ქეთევანის მოღვაწეობა სულიერ ღვაწლთან ერთად მოიცავს სამეურნეო, სამშენებლო, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამომცემლო და ა.შ. საქმეთა ხელმძღვანელობას. მისი ინიციატივით და ძალისხმევით გამოიცა ვრცელი, აკადემიური კრებული:
"სამთავრო" (2008; 2021 წ.წ.); `
"წმიდა ნინო, ემბაზი ქართლისა" (2015წ.);
2010 წლიდან გამოდის სამთავროს დედათა მონასტრის პერიოდული ჟურნალი `"სამთავროს მაყვლოვანი", ასევე "ბედნიერი ოჯახი" (2017 წლიდან); ბუკლეტები სამთავროს დედათა მონასტრის ისტორიის შესახებ (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე); მზადდება აუდიო და ვიდეო მასალები, როგორც მონასტერში მიმდინარე პროცესების, ასევე სულიერ საკითხებზე (რომელსაც განაგებს მონოზონი მელანია (მამისაშვილი).
2003 წელს დაიბეჭდა იღუმენია ქეთევანის ლექსების პირველი კრებული -
`"ივერთა მზეო" (განახლებული და შევსებული კრებული დაიბეჭდა 2020, 2025 წ.წ.).
ლექსების კრებულიდან სხვადასხვა წლებში დაიბეჭდა მცირე ბუკლეტები:
`"ქართული ენა".
`"წუთისოფელი წარმავალია".
"მცხეთა".
"სვეტიცხოველი".
`"პატრიარქობის 40 წელი".
"თამარ მეფე",.
"ქეთევან დედოფალი".
"სამთავროს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი".
"გაბრიელ ბერი".
"ეკლესია".
"მცხეთა წმიდა ქალაქი", `"ლადო ასათიანს".
2020 წელს წიგნად გამოიცა იღუმენია ქეთევანის ლექსებზე შექმნილი სიმღერების ნოტირებული კრებული - `"იდიდებოდე მარადისაო".
ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თეოდორე. ეგვიპტე. 2018 წელი;
ლეჩხუმი. მაქსიმე აღმსარებლის საფლავი;
იერუსალიმი დავით მეფსალმუნეს საფლავი 2023წ.
იერუსალიმი. ჯვრის მონასტერი 2023წ.
იღუმენია ქეთევანი ღირსი მამა გაბრიელის ლუსკუმასთან;
2018 წლის ფოტო;
2026 წელი. იღუმენია ქეთევანი და ჯულია ურგებაძე (ღირსი მამა გაბრიელის ხორციელი და) ფოტო გადაღებულია სამთავროში ღირსი მამა გაბრიელის კელიაში (კოშკი);
იღუმენია ქეთევანი ტიტესთან ერთად (ტყუპისცალი) ფოტო გადაღებულია სამთავროში, 2015 წ.
ტრისტანი (ტიტე) კოპალიანი დაიბადა 1948 წლის 22 იანვარს. გარდაიცვალა 2024 წლის 13 იანვარს. იღუმენიას ტყუპისცალი ძმა.
ძმა რომანი (ბუხუ) კოპალიანი. დაიბადა 1941 წლის 15 აპრილს. გარდაიცვალა 2001 წლის 19 ივნისი