მღვდელი ანტონი და პროტოდიაკონი აპოლონ ბლანჩივაძეები
მღვდელი ანტონ ანდრიას ძე ბალანჩივაძე 1828 წელს იმერეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 1849 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. საღმრთო წერილის ქართულ ენაზე კითხვა-გალობა და საეკლესიო ტიბიკონი სოფლის ეკლესიაში ისწავლა. 1854 წლის 11 თებერვალს (მეორე ვერსიით -– 1853 წლის 2 თებერვალს) იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა და ფუთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1856 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძარში დიაკვნის შტატში გადაიყვანეს. 1864 წლის 23 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი და ბანოჯის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინა. 1865 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1865 წლის 12 ივნისს ჩუნეშის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1871 წლის აგვისტოდან მთავარხუცესია. 1874 წლის 30 მარტს სკუფია უბოძეს. 1874-1876 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრია.
მღვდელი ანტონ ბალანჩივაძე მეუღლესთან და ქალიშვილ ანასთან ერთად.
XIX ს-ის 60-იანი წლების ბოლოს ბანოჯის ტაძართან გახსნა სამრევლო სკოლა, სადაც თავადვე ასწავლიდა. ამ სკოლამ 1884 წლამდე იარსება. 1881
წელს ჩუნეშის ოლქის სამღვდელოების მხრიდან დეპუტატად გაიგზავნა საეპარქიო შეკრებაზე. 1883 წლის 7 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1889
წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მღვდელი ანტონი 1889 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა. 1890 წლის 6 იანვარს მის მეუღლეს წელიწადში 115 მანეთი პენსია დაენიშნა. მეუღლე - ივლიტა ნიკოლოზის ასული (დაბ.
1838წ.) და შვილები: მელიტონი (12.12.1862- 21.11.1937წწ., კომპოზიტორი, ქართული მუსიკის კლასიკოსი, ქართული ეროვნული ოპერისა და რომანსის ფუძემდებელი, მომღერალი და ლოტბარი,
რესპუბლიკის სახალხო არტისტი. ორდენოსანი. 1895 წელს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სამუსიკო კონსერვატორიის თეორიული დარგი. სიმღერა-გალობა ქუთაისში, გაბრიელ ეპისკოპოსის გუნდში დაიწყო. 1880 წელს თბილისის სახაზინო საოპერო გუნდში მუშაობდა, იმავე წელს ეგზარქოსის გუნდის ლოტბარის თანაშემწედ მიიწვიეს. 1883
წელს ეგზარქოსის მგალობელთაგან გუნდი შეადგინა. 1895 წლის 7 იანვარს პეტერბურგის საკრედიტო საზოგადოების დარბაზში გამართა კონცერტი, სადაც საკუთარი ქართული ნაწარმოებები შეასრულა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ თბილისში ქართული მუსიკალური საზოგადოება დააარსა. წლების განმავლობაში განაგებდა თბილისის კონსერვატორიას. 1934 წლის 29 აპრილს, 50 წლისას იუბილე გადაუხადეს. 1933 წელს მიენიჭა სახალხო არტისტის წოდება); ივანე (დაბ. 1864წ., დაამთავრა ოდესის იუნკერთა სასწავლებელი); ვასილი (12.04.1870-18.05.1851წწ., მსახიობი, დრამატურგი, მხატვარი, ქუთაისის მუდმივი დრამატული წრის
ერთ-ერთი დამაარსებელი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი. დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია. 1891 წელს სტუდენტთა გაფიცვებში
მონაწილეობისათვის 7 თვე პეტრე-პავლეს ციხეში იჯდა. 1906 წლიდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ხატვას ასწავლიდა. 1907 წელს ვ. შალიკაშვილთან ერთად ქუთაისის დრამატულ დასს ხელმძლვანელობდა. 1912-1917 წლებში ქართულ დასში მონაწილეობდა. 1912-1923 წლებში ქუთაისის დასს, 1923 წლიდან თბილისის პარტიული სკოლისა
და კომუნივერსიტეტის დრამწრეებს ხელმძღვანელობდა. 1936 წლიდან კინოში მუშაობდა. ფილიპე ბარბაქაძის ფსევდონიმით ჟურნალ-გაზეთებში
ათავსებდა სცენებს, იუმორისტულ ამბებსა და სხვ. 1891 წლიდან მონაწილეობდა მხატვართა გამოფენებზე. მის ნახატებს შორის ცნობილია „იმერეთის მიდამო“, რომელიც დაცულია სანკტ-პეტერბურგის აკადემიაში. 1921 წლიდან „რაბისის“ წევრი იყო. 1922 წლის 2 ივნისს სასცენო მოღვაწეობის 30
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 24 სექტემბერი-7 ოქტომბერი 2020წ გვ.23
მღვდელი ანტონი და პროტოდიაკონი აპოლონ ბლანჩივაძეები (გაგრძელება)
წლის იუბილე გადაუხადეს. 1950 წლის 18 იანვარს საღამო მოუწყვეს და რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭეს. დაჯილდოებული იყო
„საპატიო ნიშნის“ ორდენით); ანა (დაბ. 1875წ.). როგორც ვხედავთ,
მღვდელ ანტონ ბალანჩივაძის შვილებიდან სასულიერო სარბიელი არავინ აირჩია. მხოლოდ მისმა შვილიშვილმა აპოლონმა, რომელიც ბაბუას გარდაცვალების დროს 3 წლისა გახლდათ, უკვე მოზრდილ ასაკში მიაშურა
დედაეკლესიას და პროტოდიაკვნის ხარისხი მიიღო. პროტოდიაკონი აპოლონ მელიტონის ძე ბალანჩივაძე 1886 წელს, ქ. ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. ახალგაზრდა აპოლონი სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში წავიდა და ქ. სანკტ-პეტერბურგის მე-2 ვედენსკის ვაჟთა გიმნაზიაში ჩააბარა. 1904-1906 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში როგორც მოხალისე. 1906-1909 წლებში სანკტ-პეტერბურგის ვლადიმირის სახ. სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. 1909-1914 წლებში სუვალსკის მე-20 მსროლელ პოლკში ოფიცრად მსახურობდა. 1914 წელს აპოლონი დააპატიმრეს, თუმცა
იმავე წელს გაათავისუფლეს. 1914-1917 წლებში ფინეთის მხარეს, სანაპირო საზღვარზე მყოფ არმიაში მსახურობდა. 1917-1918 წლებში იგი იყო პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის ფრონტზე ბატალიონის მეთაური. 1918 წელს კვლავ დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
1920-1922 წლებში -- ოდესაში, 1922-1923 წლებში ბათუმში, 1923-1924 წლებში 1924- 1926 წლებში -- თბილისში -- სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1926-1928 წლებში უმუშევარია. როგორც მეფის რუსეთის არმიის ყოფილ ფოთში, ხოლო ოფიცერს, ჩამორთმეული ჰქონდა მოქალაქეობა
და არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 1928 წლის მარტში მან თხოვნით მიმართა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს, აღედგინათ მისი უფლებები, მაგრამ უარი ეთქვა. 1932-1934 წლებში თბილისის ტანსაცმლის ქარხანის მუშაა, 1934-1935 წლებში ვენერიულ ინსტიტუტში დირექტორის მოადგილე, ხოლო 1935-1942 წლებში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი ბუღალტერი. 1941 წელს იგი მესამედ დააპატიმ- რეს, მაგრამ სამხილის არქონის გამო ვერაფერი დაუმტკიცეს და გამოუშვეს. 1942 წელს საქმე კვლავ ალიძრა,
პროკურორმა იგი გაათავისუფლა, თუმცა 1942-1946 წლებში
ადმინისტრაციული წესით გაგზავნეს თავისუფალ გადასახლებაში დასავლეთ ყაზახისტანში, ურალსკის რაიონში,
სოფ. შჩიპოვოში. ზუსტად იმ დროს იქ გადასახლებაში იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეუღლე და
ქალიშვილი -- ქეთევანი. შემდგომში ქეთევანი თავის მოგონებებში წერდა: „სოფელს ერთი მდორე, განიერი მდინარე ჰერკულესი ჩაუდიოდა. ორმა
ქართველმა - აპოლონ ბალანჩივაძემ და სევერიან ჩხეიძემ გადაწყვიტეს თევზის დაჭერა, რადგან ძალიან გვიჭირდა. ფქვილი ღვთის ფასი
იყო. „პაჩკა“ ჩაი 250 მან. იყო. მთელი ზამთარი დედა და მე ბადეს ვქსოვდით. აპოლონა გადაცურავდა ხოლმე მდინარეს და ბადეს
ტოვებდა, მაგრამ ბადეს მხოლოდ კიბორჩხალები ამოჰყვა, ვინ დაეძებდა! საჭმელიც ვიშოვეთ და ბაზარშიც ვყიდდით, მაგრამ ერთ დღეს ბადე
მოპარული დაგვხვდა... ასე გავიდა დრო 1947 წლამდე. ერთ დღეს უფროსმა იაშამ გამოგვიძახა და გვითხრა, განთავისუფლებულნი ხართო. დედა, მე და აპოლონი. არ მჯეროდა და გამეცინა. აპოლონს და დედას ხელი მაშინვე მოუწერა განთავისუფლებაზე... თბილისში ჩამოვედით 1947
წლის 12 მაისს“. 1947-1948 წლებში აპოლონი თბილისში, დუშეთსა და რუსთავში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა. 1949 წლის დასაწყისში გათავისუფლდა საერო სამსახურიდან და სასულიერო უწყებაში გადავიდა.
1949 წლის 19 მარტს ქუთაისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა
(სიდამონიძე) დიაკვნად აკურთხა და იმავე ტაძარში დაადგინა. 1950 წლის 1 იანვარს პროტოდიაკვნის წოდება მიენიჭა. 1956 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი
გაბრიელი (ჩაჩანიძე). იმავე წლის 23 ივლისს ქუთაისში, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით შედგა ქუთაის-გაენათისა და მარგვეთის ეპარქიათა კრება, რომელსაც დაესწრნენ აღნი“
ნული ეპარქიების სამლვდელოება და სამრევლო
8-2 საპატრიარქოს უწყებანი N8 24 სექტემბერი-7 ოქტომბერი 2020წ გვ.24
მღვდელი ანტონი და პროტოდიაკონი აპოლონ ბლანჩივაძეები (დასასრულ)
წევრნი. კრებამ მოისმინა რამდენიმე საკითხი, მათ შორის საეპატქიო კანცელარიის მდივნის არჩევვისა და მისთვის გასამრჯელოს დანიშვნის შესახებ. ქუთაის-გაენათისა და მარგვეთის ეპარქიის მდივნად დაინიშნა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის პროტოდიაკონი აპოლონ ბალანჩივაძე რომელსაც თვიურად 400 მანეთი ეძლეოდა. 1959 წლის 27აპრილს ქუთათელ-გაენათელი წპისკოპოსი ნაუმი (შავიანიძე) კათოლიკოსპატრიარქ მელქისედეკს (ფხალაძ) სწერდა : პროტოდიაკვანი აპოლონ ბალანჩივაძე ურევს საქმეებს იქცევა ცუდად და არის დასჯილი დეკანოზების ხელიძისა და საყვარელიძის მიმდევარი საჭიროა იგი განდევნილ იქნას ჩვენი ეპარქიიდან სამწუხაროს ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რა იყო მიზეზი მისი დასჯისა. 1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) სხვა დასჯილ სასულიერო პირებთან ერთად მასაც აღუდგინა მსახურება. ოფიციალურ სიებში იგი უკანასკნელად 1966 წლის 1 ნოემბერს იხსენიება. პროტოდიაკვანი აპოლონი, სავარაუდოდ XXს-ის 60-იან წლების მიწურულს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქუთაისის პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის ეზოში.