სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12188

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ნიკიფორე იოსების ძე ბარაბაძე მღვდელი დაბ. 1874წ. სოფ. საწულუკიძეო (ხონი) ნიკიფორე იოსების ძე ბარაბაძე მღვდელი დაბ. 1874წ. სოფ. საწულუკიძეო (ხონი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ბარაბაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

ნიკიფორე იოსების ძე ბარაბაძე მღვდელი დაბ. 1874წ. სოფ. საწულუკიძეო (ხონი)

მღვდელი ნიკიფორე ბარაბაძე  

მის გულში ანთებული იყო და არის ლამპარი შრომისა და მოღვაწეობისა

მღვდელი ნიკიფორე იოსების ძე ბარაბაძე 1874 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ქუთაისის მაზრაში, სოფ. საწულუკიძეოში, გლეხის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ჯერ სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1893 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. 1894 წლიდან
დაიწყო აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა. 1894-1896 წლებში იყო მათხოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელი. 1896 წლის 2 სექტემბერს ახლადგახსნილი კიწიის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის უფროს მასწავლებლად დაინიშნა. ამასთან დაკავშირებით,


მღვდელი ნიკიფორე ბარამიძე და მათხოჯის მონასტრის წინამძლვარი, მონაზონი სალომე (ბახტაძე);

1896 წლის დეკემბერში ახალგაზრდა პედაგოგი გაზეთ „მწყემსის“ ფურცლებზე წერდა: „სენაკის მაზრაში, სოფელს კიწიაში, თანახმად უწმინდეს სინოდთან არსებული სამასწავლებლო საბძოს გადაწყვეტილებისა, გაიხსნა ორკლასიანი სამრევლო სკოლა. უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ საჭირო იყო ამ სოფელში სკოლის გახსნა, რადგა6 ეს სოფელი არის ერთი ყრუ-მიგდებული შუა-სოფელთაგანი, რომელსაც, ირგვლივ გარს არტყია მრავალი საზოგადოება, რომელთა მ)ჯვიდრნი მოკლებულნი არიან როგორც ზნეობრივ, ისე გონებით სწავლა-განათლებას და თანაც ეს ზემოხსენებული სოფელი თავისი მდებარეობით და ჰავით სხვა მახლობელ სოფლებს ბევრით სჯობია. ყოვლადუსამღვდელოესის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის გრიგოლის განკარგულებით სოფელს კიწნიაში 21 ენკენისთვეს მობრძანდა საეკლესიო-სამრევლო და წერა-კითხვის სკოლების ზედამხედველი სტ. სოვ. უ. თ. დ. ჟორდანია, რომელმაც მოხსენებული სასწავლებლის ხელმძღვანელის, მ. ბლაღოჩინი კოდრატე ჩაჩიბაიასი და ერთი მასწავლებლის თანდასწრებით გამოსცადა მისაღები ყმაწვილები.
169 მთხოვნელთაგან იქმნა მიღებული 110. ამავე თვის 22, დღით კვირას, შემდეგ ლიტურგიის შესრულებისა და პარაკლისის გადახდისა აკურთხეს სკოლის დროებითი შენობა დიდი საზოგადოების თანადასწრებით. 2 ენკენისთვიდან უკვე დაიწყო სწავლა ამ სკოლაში. ჩვენ მოკლედ მოვიხსენებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ სკოლის დაარსებას აქაურ მიყრუებულ კუთხეში. კიწნია, თავისი მახ-

11-1  საპატრიარქოს უწყებანი N11 5-18ნოემბერი 2020წ გვ.21
მღვდელი ნიკიფორე ბარაბაძე  (გაგრძელება)

ლობელი სოფლებით, თითქმის მაზრის ნახევარ ნაწილს შეადგენს; ეს სოფელი შამოკალათებულია აღმოსავლეთ-დასავლეთ ტიტველი გორაკებით, ჩრდილოეთით კი ისაზღვრება დიდი მთებით. ამ გვარად ეს მთა-გორიანი კუთხე სენაკის მაზრისა თავისი მდებარეობით, თითქმის მოშორებულია სამეგრელოს ზოგ განათლებულ კუთხეებს და ამგვარად წარმოადგენს ერთ ფარგალშიდ მომწყვდეულ სოფლებს, რომელთათვის სწორედ რომ საჭირო იყო ასეთი სკოლა. რა უშავს იმ სოფელს, რომელსაც რამოდენიმი ვერსის მანძილზე ახლავს დაბა, რომელშიაც რამდენიმე სკოლა მოეპოვება, ან ქალაქი, რომელიც ხსწავლა-განათლების აკვანია; ან რა უშავს იმ გვარი სოფლების მცხოვრებთ, რომელთაც გ ზა-ტკეცილი აქვსთ ახლოს ან რკინის გზა ამათ ყოველგვარი საშვალება ხელთ აქვთ, რომ შეიძინონ სწავლა-განათლება, თუ კი მისდამი წყურვილი მათში აღძრულია. მაგრამ რა ჰქნას იმ გვარი სოფლების მცხოვრებთა, რომელნიც მოკლებულნი არიან ყოველ ზემოხსენებულ საშუალებათ; არ უნახავსთ სწავლის ნაყოფი, რის გამო არც ესმით უდიადესი სარგებლობა განათლებისა, რომელთა სულს და გულს არ იზიდავს სწავლის სხაქმე და გულ-გრილად შესცქერიან, როგორც სკოლის გახსნას, ისე მისს გაუხსნელობას. მკითხველს თვითონ უნდა ქონდეს ნახული და ცოტათი მაინც გაცნობილი ეს სამეგრელოს კუთხე, რომელსაც ჯერად ხვდა ორ-კლასიანი სამრევლო სკოლა რომ ჯეროვნად დააფასოს უაღრესი სარგებლობა ამ სკოლისა, სახელდობრ ამ ადგილისათვის.
აი ამიტომაც მოვიხსენე ნამდვილი გარემოებანი კიწიასი, რომ გამოვხატო შემდეგი აზრი: ზემოხსენებული მიზეზებისა გამო, უმეტესი ნაწილი ამ საზოგადოებისა (მდაბიო ხალხი), მოკლებული სწავლა განათლებასა, ე;ერ-ჯერობით ნამდვილათ ვერ დააფასებს ამ კეთილ საქმეს და მით უმეტეს მისს მერმისს –– შედეგს. მაგრამ ადგილობრივი მკვიდრნი კი, რომელთაც ესმიხსთ ჯეროვანი მნწიშვნელობა ამ სკოლისა, მათი დაქვეითებული მოძმეთა აღსადგენად, მუხლ-მოყრით ილოცვიდნენ ღმერთს იმათი კეთილდღეობითი და მრავალჟამიერი ცხოვრებისათვის, ვისიც მეოხებით არის ამ გვარი წყალობა მათზედ მოვლინებული; მადლობას უნდა სწირავდნენ ღმერთს, რომ გვყანან მმართველობის სათავეშიდ იმისთანა ღირსოვანნი პირნი, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ მთელი სახელმწიფოს გაჭირვებანი და საშუალებისა გვარად ეშველებიან მათ. დიახ, ასე უნდა მოიქცნენ შეგნებულნი პირნი ამ საზოგადოებისა და ყოველ
ფრად ხელი მოუმართონ, მათთვის მინიძებული სკოლის საკეთილდღერთ და შერმისი წნარმატებისათვის;ეს მათთვის ნორჩი ბავშვი ისე აღზარდონ, გაამაგრონ, რომ შეიძლოს მისდამი მითვისებული ტვირთის ტარების შესრულება და ბოლოს უნდა მოვიხსენოთ, სასახელოდ ამა კიწიის საზოგადოებისა: ადგილობრივ მკვიდრთ, მიუხედავათ თავისი უკიდურესი მატერიალური მდგომარეობისა, უფასოთ დაუთმეს ამ სკოლას ეზო-ფერმისათვის თორმეტი ქცევა სახნავ-სათესი მიწა და ფულათ ათასი მანეთი სკოლის სამუდამო შენობისათვის.
აგრეთვე უფასოდ დაუთმო ამ სა ზოგადოებამ სკოლას ოთხ-ოთახიანი სადგომი“ 1898-1900 წლებში ნიკიფორე მარტვილის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგია. 1900 წლის 19 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 21 ნოემბერს მლვდლად დაასხა ხელი და მათხოჯის წმ, ბასილი დიდის სახ. ტაძარში განამწესა. 1900- 1904 წლებში მათხოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეა. ახალგაზრდა მოძღვარმა მათხოჯის სკოლაშიც გამოიჩინა თავი. მისი მოღვაწეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა ქართული პრესისათვის. 1903 წელს გაზეთ „ივერიაში“ უცნობი
ავტორი ფსევდონიმით „სანდრო რიონ-გაღმელი“ წერდა: „... მათხოჯში სამრევლო სკოლა დაუარსებიათ ათის წლის წინად; დაუდგამთ პატარა სახლი და დაუწყვიათ სწავლა. ძლიერ ცუდ მდგომარეობაში ყოფილა სკოლა 1901 წლამდის. მოცოცხლდა ეს სკოლა მხოლოდ მაშინ, როცა აქ მღვდლათ აკურთხეს ამ სოფლის შვილი ნიკიფორე ბარაბაძე (სემინარიელია). ბარაბაძე ენერგიულად შეუდგა ამ სკოლის აღდგენას. სამოსწავლო საბძომ მისცა ოთხასი მანეთი შენობის ასაგებად. დაიწყეს შენობა და ააგეს კიდეც. დაიხარჯა შენობის აგებიხათვის სულ 1100 მანეთამდე. მღ.  ბარაბაძემ, როგორც იყო, ოც თუმნამდის შეაგროვა თავის მრევლში, დანარჩენი კი თავის საკუთარი ფული დახარჯა. ფულის დახარჯვის გარდა ეს მოძღვარი, როგორც უბრალო მუშა, ისე ეხმარებოდა ოსტატებს სილისა და კირის ზიდვაში; არ ისვენებდა დღე და ღამ. მის გულში ანთებული იყო და არის ლამპარი შრომისა და მოღვაწეობისა. იღვწოდა რა ახალ შენობის აგებისათვის, თან გულმოდგინედ ასწავლიდა ბოვშვებს ნაქირავებ სახლში. როგორც იყო, დააყენა სკოლა კარგ ნიადაგ ზე; შენობაც კარგათაა მორთული; ბოვშვებიც ასამდეა, სწავლებაც რიგი-

11-2  საპატრიარქოს უწყებანი N11 5-18ნოემბერი 2020წ გვ.22
მღვდელი ნიკიფორე ბარაბაძე  (გაგრძელება)

ანია. გახსნა პარალელური განყოფილება და ასწავლის თვითონ. მოაწყო საქმე ისე, რომ მომავალ წლისთვის ორკლასიანად გადაკეთება შეიძლება.
მაგრამ, სამნუხაროდ ჩვენდა, როგორც გავიგეთ, გადაყვანას უპირებენ სხვა უკეთესს ადგილზე. თუ უს ხმები გამართლდა, მაშინ მათხოჯის სამრევლო სკოლას ბევრი დააკლდება“. მართლაც, მალევე, 1904 წლის 21 აგვისტოს მღვდელი ნიკიფორე საწულუკიძეოს (ზედა ხონი) წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. იმავე წლის სექტემბრიდან საწულუკიძეოს სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეა. სამწუხაროდ, ქართულ პრესაში მღვდელ ნიკიფორეზე დადებითი წერილების გარდა, გვხვდება უარყოფითი სტატიებიც. 1908 წლის 27 აპრილს იუმორისტულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“ უცნობი ავტორი - ფსევდონიმით „შენი ეშმაკუნა“, მის შესახებ წერდა: „მღვ. ნიკიფორე ბარაბაძეს, ს. სანულუკიძეოში, ვინაიდან დრამისათვის პოლიციაში სიარულმა ერთობ დაასუსდღა... “- ამ წინადადებით აღშფოთებული მოძღვარი იმავე ჟურნალ 32-ში რედაქტორს ცრუ კორესპონდენტის გამჟღავნებას სთხოვდა: „ბ. რედაქტორო, თუ შეიძლებოდეს უკან დაიბრუნეთ თქვენი სპერმაკუდინი (მგონი 30 წვეთი უნდა იყოს), რადგან იგი ყალბია, მთლად სიცრუეა. ჯაშუშზე მეტის ღირსია თქვენი კორესპონდენტი, რომელიც თავისი არეული ჭკუის ნაყოფს ფაქტათ ასაღებს. ამგვარი მოქმედება რამდენიმეთ უსაქმობის შედეგიც არის,
კიდევ არაფერი, რომ ასეთი ჭორი, განზრახ შეთხზული სიცრუე მხოლოთ ეთქვგა: არა, იმდენი თავხედობაც შესწევს, რომ სტამბავს ისეთ ცნობას, რომელსაც არავითარი გასამართლებელი მხარე არ აქვს. უკაცრავად, მე არ ვარ დასუსტებული და, მით უმეტეს, საპოლიციო სამმართველოში სიარულით და ისიც დრამისთვის. საქმის ვითარება შემდეგ გამოირკვევა, მხოლოთ ეხლა გთხოეთ, კანონიერი საშუალება მოგვეცით, გავსწორდეთ მე და თქვენი კორესპონდენტი (აგენტი) სამედიატორო სამართლით. მან უნდა დამიმტკიცოს მის მიერ გამოქვეყნებული ცნობა თქვენს ჟურნალში მოთავსებული და უკეთუ ის ამაზე თანახმა არ იქნება, მაშინ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი“ უცნობმა კორესპონდენტმა არ დააყოვნა და 24-ში პასუხი გასცა მამა ნიკიფორეს: „თქვენი „ეშმაკის მათრახის“ 32-ში მოთავსებულია ათი სასაყვედურო წერილი, ცხრა მათგანიერისკაცისაა, ერთიკი ხუცის
ნიკიფორე ბარაბაძის, რომელსაც ლანძღვა-გინებაში, როგორც წერილიდან ჩანს, ვერც ერთი ერის კაცი ვერ შეედრება. დანარჩენი ცხრა წერილი რომ  შეაერთოთ ერთად, იმდენი ლანძღვა არ იქნება, რამდენიც ამ ავყია ხუცესს უკადრებია, მარა, რა ვუყოთ, აბა, რით უნდა გაირჩეს ერის კაციდან?
„ჰოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“  ეს ერთი. მეორე ის წერს 30 წვეთი სპერმაკუდინი მომაწოდეთო. საიდან სადაო, წმინდა საბაო? მე აკი განსა ზღვრული წვეთები არ მიმიწოდებია მისთვის (ალბათ ხუცებმზე 30 წვეთი მოქმედებს! ..........მესამე –– მიკვირს, რათ არ ასახელებს მედიატორეებს, „ისიც დრამისათვის“ პოლიციაში არ მოსიარულე ხუცესი? წინადადება მიეცით, დანიშნოს თავის მედიატორე (მე მასთან პირადათ მოლაპარაკების სურვილი არა მაქვს) და თან დათანხმდეს, რომ განაჩენი გაზეთში გამოქვეყნდეს. მე, ჩემის მხრით, მედიატორეთ გასახელებ ნიკო გიორგის ძე ჩიმაკაძეს. გნახოთ, მღვდელი ნიკიფორე რას იტყვის!“მღვდელმა ნიკიფორემ 36-ში თავისი მედიატორიც დაასახელა, იგი წერდა: „ბ-ნო „ეშმაკუნო“ რადგან თქვენ . გ. ჩიმაგაძე დაასახელეთ, მეც სიამოვნებით ვეგებები თქვენს არჩევანს და, ემის მხრით, ვასახელებ ლონგინოზ ანტონის ძე ჩიმაგაძეს. მეზობლები არიან, მისვლა-მოსვლაში დრო არ დაეკარგებათ და მით უბრალო შრომა აცდებათ. რასაც მედიატორეები დაადგენენ, განაჩენი გამოქვეყნებული იქნება, ამაზე ეჭვიც არ უნდა გქონდეთ. აი, ეს ინება თქვენგან აწუნებულმა, ეშმაკუნო, ნიკიფორე ხუცესმა“. აი, აქ მთავრდება ეს პოლემიკა. ჩვენთვის უცნობია, თუ რით დამთავრდა მამა ნიკიფორეზე ეს ცილისმწამებლური კამპანია. ფაქტი ერთია, რომ არც ძველ მოძღვრებს ჰქონიათ მოსვენება იმ პერიოდში მოღვაწე ცრუ ჟურნალისტებისაგან. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს მღვდელი ნიკიფორე ისევ საწულუკიძეოს ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1922/ 1923 წლებში და 1924 წლის აგვისტოს გამოსვლების დროს ხელისუფლებამ მრავალი სასულიერო პირი დახვრიტა, ზოგიც ამ ამბის შემხედვარე შეშინდა და უარი თქვა მსახურებაზე. მათ რიცხვში იყო მღვდელი ნიკიფორეც, რადგან 1926 წლის 17 თებერვალს შედგენილ საქართველოს ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიის სასულიერო პირთა ჩამონათვალში იგი აღარ იხსენიება მოქმედი სამლვდელოების რიგებში. მართლაც, საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში დაცულ საბუთებში ჩანს, რომ მან 1923 წელს გაიხადა ანაფორა და პედაგოგად დაიწყო მუშაობა.

11-3  საპატრიარქოს უწყებანი N11 5-18ნოემბერი 2020წ გვ.23
მღვდელი ნიკიფორე ბარაბაძე  (გაგრძელება)

1928 წლის 30ივლისს ყოფილი მღვდელი ნიკიფორე ბარაბაძე ქუთაისის მაზრის  აღმასკომის საორგანიზაციო განყოფილებას წერდა 1894 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1901 წლამდე სოფლის მასწავლებლად ვმსახურობდი იმერეთ-სამეგრელოში, 1901
წლიდან მღვდლად და თან მასნავლებლად სამრევლო და სამინისტრო სკოლებში ნახახულევის თემის ფარგლებში; 1918 წლიდან ვსწავლობდი საქართჟელოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1923 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ვმასნწავლებლობ ქ. ხონის ცხრანლედში
და ძედ. ტეხნიკუმში, ასე რომ, სასნავლებლის დამთავრების შემდეგ, მცირე ხნის გამონაკლისის გარდა, მთელი ჩემი სიცოცხლე გამიტარებია ნახახულევის თემის ფარგლებში. ჩემდა სამწოხაროდ, მე არ ვფიქრობდი, თუ საძირი იყო პირადად ჩემგან შუამდგომლობის აღძვრა ხმის
უფლების მონიმძების შესახებ და ამ შეხედულებას ვამყარებდი იმ მოსაზრებაზე, (რომ სამსახურში ვარ, ვითვლები პროფკავშირის წევრად, გა ნათლების მუშაკთა კავშირში და სხვ. გარდა ამისა, ამ საკითხის ჩემგან დღემდე უყურადღებოდ დატოვება გამოიწვია შემდეგმა გარემოებამ: საცხოვრებელი ბინა მაქვს სოფ. სანულუკიძეოში ნახახულევის თემის განაპირას, სამსახური კი წ. ტონში. თუ რამე მოთხოვნილება იყო სათემო ხასიათის, მას ვასრულებდი და ვიხდიდი ”. ადასახადის თემის ფარგლებში, მხოლოდ სამსახურის გამო, როგორც პროფკავშირის, ისე სხვა კრებებს, ვესწრებოდი ქ. ხონში. ამისათვის, რადგან ასე დამიგვიანდა ჩემი
დაუდევრობის გამო, ხმის უფლების აღდგენა ქუთაისის მაზრის აღმასკომის საორგანიზაციო განყოფილებას ამით ვსთხოვ, შეკრიბოს საძირო ცნობები ამ საკითხის გამო ჩემს შესახებ და, თანახმად მიღებული ცნობებისა, თუ ადგილობრივი ხელისუფლება საწინააღმდეგო არაფერს ნახავს, იმ შემთხვევაში აღმიდგინოს მე ხმის უფლება“. თავის მხრივ, 1928 წლის 2 აგვისტოს ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა მოითხოვა ზუსტი ცნობები მთხოვნელის ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე, რამდენი ხანია რაც ბარაბაძემ დატოვა მღვდლობა და იმყოფება საბჭოთა სამსახურში. იმავე წლის 7 ოქტომბერს შესდგა ნახახულევის თემის საბჭოს სხდომა, სადაც დაადგინეს: „ნახახულევის თემის საბძოს, არავითარი საწინააღმდეგო არა აქვს ნიკიფორე ბარაბაძის უფლებებში აღდგენის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაული - ადგილის გაყიდვა, მისცემს
მას ამის უფლებას“ 1928 წლის 17 ნოემბერს, ქ. ხონის სახალხო სასამართლომ ე. ფრუიძე, სახალხო მსაჯულნი: ვლ. ბახტაძე, ანა თავმჯდომარე ფარცხალაძე, -– მოისმინა და განიხილა რა საქმე
ბრალდების გამო ნიკიფორე ბარაბაძისა და ნიკო და ნესტორ ბენიძეებისა, გათვალისწინებული ს. ს. კ. მუხ. 182, მათ ბრალად ედებოდათ ადგილის ყიდვა-გაყიდვა, სადაც დაადგინეს: „ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ სცნეს და განაცხადეს,
რომ ბარაბაძემ მიყიდა ადგილი ბენიძეებს. ძიებით გამოირკვა, რომ 1925 წლის იანვარში ბენიძეებმა იყიდეს ადგილი ბარაბაძისაგან, ამისთვის შეეფარდოს მათ სოც. დაც. ღონისძიება ექვს-ექვსი თვის ვადით, მაგრამ თანახმად საკავშირო ც. აღ.
კომიტეტის პრეზიდიუმის 1927 წლის 2 ნოემბრის დადგენილებისა, სოც. დაც. ღონისძიებებისგა6 იქნენ განთავისუფლებული. აგრეთვე, ჩამოერთვას ბენიძეებს ბარაბაძის მიერ მიყიდული ადგილი - საეზოვე ერთი ქცევა ანუ რაც არის - და გადაირიცხოს ქუთ. მაზრ. სახელმწიფო საადგილმამულო ფონდში“ ქუთაისის სამაზრო აღმასრულებელმა კომიტეტმა უარი უთხრა ნიკიფორე ბარაბაძეს ხმის აღდგენაზე და ოქმში ასეთი მინაწერი გააკეთა: „ყოფილი მღვდელი მიწის გაყიდვას ეწევა და არა საზოგადოებრივ შრომას. უარი
ეთქვას.
1941 წლის 20 ივნისს ყოფილი მოძღვარი ცოცხალია, რადგან იხსენიება თავისი (ცოლისძმის, დიმიტრი კონსტანტინეს ძე ლაკერბაიას ნეკროლოგში. ამ ეტაპზე,მისი გარდაცვალების წელი უცნობია.
დაჯილდოებული იყო: 1903 წელს საგვერდულით, 1909 წელს -– სკუფიით,1915 წელს კამილავკით.

მეუღლე ივდითი მათეს ასული მელაძე  (გარდ. 1963წ.) და შვილები: ელისაბედი (დაბ. 15.08.1896წ.),, თამარი (დაბ. 2.11.1899წ.), ლეონიდე (დაბ. 13.05.1891წ.),, ვალერიანი (დაბ. 20.02.1903წ., მარიამი/მანია (დაბ. 1905წ.),
კორნელი (დაბ. 3.03.1907წ., იოსები (დაბ. 17.10.1911წ.); ეთერი.

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1,
საქმე 57656; საქართველოს უახლესი ისტორიის
სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 284, აღწერა 1, საქმე 55; საქმე 612; XVიყმ»ი „2ILVX08M%II1
8CCIIIMIM I იV3IIICიიIი I3მიXმ1მ“ 1893წ. 13; გაზეთი
„მწყემსი“ 1896წ. 23-24, გვ. 13-14; გაზეთი „ივერია“ 190ვწ. 258, გვ. 2; ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“ 1908წ. 27, გვ. 7; 32, გვ. 15; 34, გვ. 14; 36, გვ.
15; წVიყმ»ი „8 6ღლMIIIL I იV3IICIიI0 Iფ3მიXმIმ“ 1915წ.
10; გაზეთი „საბჭოთა აფხაზეთი“ 1941წ. 143, გვ. 4;
გაზეთი „თბილისი“ 196ვწ. 202, გვ. 4. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.02.2026
ბოლო რედაქტირება 10.02.2026
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0