სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
არჩილ მინდიაშვილი 1951-2020წწ აკადემიკოსი, არქიტექტორი; არჩილ მინდიაშვილი 1951-2020წწ აკადემიკოსი, არქიტექტორი;

1951-2020 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი მინდიაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

არჩილ მინდიაშვილი 1951-2020წწ აკადემიკოსი, არქიტექტორი;

არჩილ მინდიაშვილი არქიტექტორი;

დაბადების თარიღი: 21 მარტი, 1951

გარდაცვ. თარიღი: 2 აპრილი, 2020 

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს.


1973-1976წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" N3 არქირექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად; 1976-1977წწ. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის მთავარ არქიტექტორად; 1977-1986წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" N6 არქიტექტურულ სახელოსნოში უფროს არქიტექტორად; 1986-1988წწ. იმავე საპროექტო ინსტიტუტის N6 კომპლექსური სახელოსნოს არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელად; 1988-1991წწ. სახელოსნოს მთავარ სპეციალისტად; 1991 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრის მთავარ არქიტექტორად; 1995 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1998 წლიდან ხელმძღვანელობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებით გაერთიანება "კათედრალს"; ხელმძღვანელობდა საეკლესიო დანიშნულების 30-ზე მეტი მნიშვნელოვანი კომპლექსისა თუ ობიექტის მშენებლობას, რომელთაგან მასშტაბურობითა და მხატვრული გადაწყვეტით გამორჩეულია: წმ. სამების საკათედრო ტაძარი ქ. თბილისში (1995-2004); წმ. ილია თეზბიტელის ტაძარი და სამრეკლო (წმ. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში, 1998წ.) და სხვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რაიონებში; იყო სხვადასხვა არქიტექტურული კონკურსების, მათ შორის: თბილისის საცხოვრებელი კვარტალების კეთილმოწყობის პროექტის (II პრემია, 1972), თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების ინტერიერის (1976), თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების (1984), წმ. სამების საკათედრო ტაძრის პროექტის (1989-1990) და სხვა კონკურსების გამარჯვებული.


წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.411-412; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.39


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2001 - ღირსების ორდენი

წმინდა გიორგის ორდენი (ოქრო)

საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.03.2026
ბოლო რედაქტირება 29.03.2026
სულ რედაქტირებულია 2




მინდიაშვილი - გვარის 7 ღვთისმსახური

1 0

გურამ მინდიაშვილი 1957-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ქემერტი ცხინვალი სამაჩაბლო

3 0


იაკობ მინდიაშვილი 1929-93წწ გარდ. სოფ. ლინდავა ახაზეთი დაბ. სოფ. ქემერტი სამაჩაბლო

3 0

ზაზა მინდიაშვილი 1968-88წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. ქემერტი, ცხინვალი

2 0

მერაბ მინდიაშვილი 1957-91წწ. გადრ. სამაჩაბლო დაბ. ქემერტი (ქურთა) სამაჩაბლო

3 0


მამუკა მინდიაშვილი (1953) მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი.თბილისი.

1 0


დიმიტრი მინდიაშვილი 1933-2021წწ. მწრთვნელი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. გორი

1 0