სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12248

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
1918-1921 წ. მებრძოლები
ბარნაბა ფოკას ძე  გოგუაძე გარდ. 1918წ. ჩოლოქის ბრძოლაში (თურქებთან) მეტყვიაფრქვევე. დაბ. სოფ ჭანჭათი (ლანჩხუთი) ბარნაბა ფოკას ძე  გოგუაძე გარდ. 1918წ. ჩოლოქის ბრძოლაში (თურქებთან) მეტყვიაფრქვევე. დაბ. სოფ ჭანჭათი (ლანჩხუთი)

-1918 წწ. გარდ. 1918 წლის

ბმულის კოპირება

1918-1921 წ. მებრძოლები

გვარი გოგუაძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

ბარნაბა ფოკას ძე გოგუაძე გარდ. 1918წ. ჩოლოქის ბრძოლაში (თურქებთან) მეტყვიაფრქვევე. დაბ. სოფ ჭანჭათი (ლანჩხუთი)

ბარნაბა გოგუაძე - 1918 წლის 8 აპრილს ჩოლოქის ბრძოლაში დაღუპული მეტყვიაფრქვევე

1918 წლის 8 აპრილს მდინარე ჩოლოქთან გამართულ ბრძოლაში საქართველოს ჯარმა თურქეთის არმიას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. თურქებს ჩოლოქის მიმართულებაზე შემოყვანილი ყავდათ გალიპოლის დივიზია, რომელიც ყველაზე ბრძოლის უნარიან ნაწილად ითვლებოდა მათ არმიაში, სწორედ ამ ნაწილებმა უმძიმესი ბრძოლებით შეაჩერეს ბრიტანული ჯარების და ფლოტის ბოსფორში შესვლა 1915 წელს გალიპოლის ნახევარკუნძულზე გამართულ ბრძოლაში, გალიპოლის მარცხი ძალიან მძიმე იყო ბრიტანელებისათვის, რადგანაც პოლიტიკური კრახის გარდა მას ძალიან დიდი მსხვეპლიც მოყვა, რის გამოც უინსტონ ჩერჩილი გადადგა.

.

ჩოლოქის ბრძოლის ბედი გადაწყვიტა ვალოდია გოგუაძის ჯავშნოსანმა, რომლის ეკიპაჟი 60 კაცს შეადგენდა და დაკომპლეტებული იყო ძირითადად გურულებით მათ შორის ვალოდია გოგუაძის ძმებით (ალფეს გოგუაძე, ნოე გოგუაძე და მელენტი გოგუაძე) და ბიძაშვილებით. სამწუხაროდ ჯერჯერობით სწორედ ჩოლოქის ბრძოლა გახლავთ ქართული ჯარის ბოლო დიდი გამარჯვება.

.

1918 წლის 8 აპრილს ჩოლოქის ბრძოლაში დაიღუპა მეტვიამფქვევე ბარნაბა ფოკას-ძე გოგუაძე, რომელსაც ეძღვნება გაზეთ „თეატრსა და ცხოვრებაში“ (1919 წელი #12) გამოქვეყნებული სტატია:

.

"ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის ერთი ზვარაკთაგანი 1918 წლის 8 აპრილს, როცა ჯავშნოსანი #4 სამოცი კაცით შეება ოსმალთა 10 000 კაცს ბარნაბა ტყვიის მფრქვეველით ეომებოდა თავგასულ მტერს და ამ გმირულ ბრძლაში დაიღუპა. მშობლებმა წაასვენეს თავის სოფელ ჭანჭათს (გურიას)."

კახა ჩავლეშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.04.2026
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0