სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10731

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ნიკოლოზ ახვერდაშვილი იასეს ძე 1754-1816წწ გენერალ ლეიტენატი დაბ. ყიზლარი დაღესტანი

1754-1861 წწ. გარდ. 107 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ახვერდაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

58       ბეჭდვა

ნიკოლოზ ახვერდაშვილი იასეს ძე 1754-1816წწ გენერალ ლეიტენატი დაბ. ყიზლარი დაღესტანი

ახვერდაშვილი ნიკოლოზ იასეს ძე(20 სექტემბერი 1754- 08 ივნისი 1816) გენერალი დაიბადა ყიზლარში გარდაიცვალა სანკტ პეტერბურგში

Ахвердов (ахвердашвили) Николай Исаевич (.1754 – 1817) генерал-лейтенант с 1807

Ахвердов Николай Исаевич  (20.09.1754 – 08.07.1817)
            генерал-майор с 1799
            генерал-лейтенант с 12.12.1807

ნიკოლოზ ისაიას-ძე ახვერდოვი (20.09.1754 -08.07.1817) გენერალ-ლეიტენანტი (12.10.1807) დაიბადა ყიზლარში , ქართველ ჰუსართა პოლკის ოფიცრის ისაია ვასილის-ძე ახვერდოვის ოჯახში, რომელიც წარმოშობით ქართლ-კახეთის აზნაური იყო, გაჰყვა მეფე ვახტანგ VI-ის ამალას რუსეთში და 1739 წელს შევიდა რუსეთის სამხედრო სამსახურში. დედამისი იყო – თავადის ქალი, ანა გერასიმეს-ასული ჩოლოყაშვილისა.


1764 წლიდან სწავლობდა შლიახეტთა სახმელეთო კადეტთა კორპუსში, საიდანაც გამოშვებულ იქნა 1776 წელს პორუჩიკის წოდებით, და ოქროს მედლით. მივლინებულ იქნა საზღვარგარეთ, კადეტთა კორპუსის სამ 35 კურსდამთავრებულთან ერთად. იმყოფებოდა გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც დაკავებული იყო ხელოვნების ძეგლების შესწავლით. 1779 წელს დაბრუნდა რუსეთში და დაინიშნა კადეტთა კორპუსში, კადეტების აღმზრდელად. 1782 წლიდან მსახურობდა სახელმწიფო შემოსავლების ექსპედიციაში, 1788 წელს დაინიშნა კოლივანის სამეფისნაცვლოს მმართველთან და, ძალიან ბევრი გააკეთა კოლივანის საბადოების მოწყობისათვის.


1797 წლის 31 დეკემბრიდან 1798 წლის 1 სექტემბრამდე იყო არხანგელსკის გუბერნიის სამოქალაქო გუბერნატორი. 1799 წელს მიენიჭა ,,გენერალ-მაიორის,, სამხედრო წოდება. იმავე წელს დაინიშნა დიდი თავადების ნიკოლოზ და მიხეილ პავლესძეებთან აღმზრდელად, 1802 წლიდან ასწავლიდა მათ რუსულ ენას, ისტორიას და გეოგრაფიას, ხოლო 1804 წლიდან -არითმეტიკას. 1806 წელს აირჩიეს რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრად და 1811 წლიდან იყო ,,რუსული სიტყვიერების მოყვარულთა,, საზოგადოების საპატიო წევრი. ავტორია იგავებისა ,,Волк-судья,,(1790), აგრეთვე მენგსის ტრაქტატის თარგმანისა, ,,Письмо к дону Антонио Понзу,, და ჰელერტის წიგნისა ,,О воспитании,, и ,,Описание Константинополя,,(1789) მეგობრობდა რუს პოეტებ გ. დერჟავინთან (1743-1816) და დ. ხვოსტოვთან (1757-1835) დაჯილდოებული იყო ,,წმ.ანას,, I-ი ხარ. ორდენით. გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში. გენერალ ახვერდოვის პორტრეტი, რომელიც დახატა 1817 წელს ფერმწერმა ა.ვარნეკმა (1782-1843), არის მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის კუთვნილება.

http://ru.hayazg.info/%D0%90%D1%85%D0%B2%D0%B5%D1%80%D0%B4%D0%BE%D0%B2_%D0%9D%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%BB%D0%B0%D0%B9_%D0%98%D1%81%D0%B0%D0%B5%D0%B2%D0%B8%D1%87




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 15.02.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0