სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ჯორჯიკია კონსტანტინე (ჯაჯუ)1885-1953წწ მწერალი პედაგოგი დაბ.სოფ.ნოჯიხევი ხობი სამეგრელო ჯორჯიკია კონსტანტინე (ჯაჯუ)1885-1953წწ მწერალი პედაგოგი დაბ.სოფ.ნოჯიხევი ხობი სამეგრელო

1885-1953 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჯორჯიკია სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ჯორჯიკია კონსტანტინე (ჯაჯუ)1885-1953წწ მწერალი პედაგოგი დაბ.სოფ.ნოჯიხევი ხობი სამეგრელო

ჯორჯიკია კონსტანტინე(ჯაჯუ)(1885-1953)  ჩაირიცხა ვალაბრის (საფრანგეთი) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრო-ბიოლოგიურ ფაკულტეტზე 1904 წელს.



1907 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ქუთაისის სკოლებში ასწავლიდა ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას; 1911 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის დამფუძნებელი წევრი; 1921-1931წწ. - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი; XXს. 10-იანი წლებიდან მისი მინიატურები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში - "სახალხო გაზეთი", "იმერეთი", "კოლხიდა", "სამშობლო", "გრდემლი", "ოქროს ვერძი" და სხვა; იმდროინდელი ქართული კრიტიკა მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა; 1914 წელს გამოვიდა მწერლის თხზულებათა პირველი კრებული; 1925 წელს - მეორე - "ფერადი მოთხრობები"; ავტორია აგრეთვე ფრანგული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა; 1931 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, უმთავრესად პედაგოგიურ სარბიელზე (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი, ყოფილი 23-ე სკოლა და სხვა); 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის ვაჟთა I საშუალო სკოლის დირექტორი იყო; მან დიდი წვლილი შეიტანა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გასაუმჯობესებლად, ფართო ასპარეზი დაუთმო მოსწავლეთა საგნობრივ, ლიტერატურულ, თეატრალურ და სხვა შემოქმედებას, ამასთან მოსწავლეებს უნერგავდა დიდსულოვნებასა და პატრიოტიზმს; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით; საზოგადო მოღვაწე.


წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1011-1012

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ჯორჯიკია

1 0

ისააკ დიმიტრის ძე ჯორჯიკია. დაბ. 1887წ. დეკანოზი. დაბ. სოფ ნოჯიხევი. ხობი

2 0

თენგიზ ომარის ძე ჯორჯიკია 1957-92წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. რუსთვი წარმ. სოფ. ნოჯიხევი ხობი

1 0


ნოდარ ჯორჯიკია 1921-2008წწ. ოლიმპ. პრიზიორი კალათბურთი ქუთაისი იმერეთი

4 0

1 1 0