სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
კარლო ჯორჯანელი 1925-2006წწ  მწერალი, მკვლევარი, მთარგმნელი, დაბ. სოფელი მეჯვრისხევი, გორი, ქართლი  კარლო ჯორჯანელი 1925-2006წწ  მწერალი, მკვლევარი, მთარგმნელი, დაბ. სოფელი მეჯვრისხევი, გორი, ქართლი

1925-2006 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჯორჯანელი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

კარლო ჯორჯანელი 1925-2006წწ მწერალი, მკვლევარი, მთარგმნელი, დაბ. სოფელი მეჯვრისხევი, გორი, ქართლი

დაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1951 წელს.


1958-1961წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში კათედრის დოცენტად, ხოლო 1961-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სპეციალობის გერმანული ენის კათედრის დოცენტად. მისი და გიორგი ჯორჯანელის თარგმანებიდან აღსანიშნავია: ჰ. ჰაინეს "მოგზაურობის სურათები" (1957), ე. მ. რემარკის "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" (1960), ბ. ბრეხტის "პიესები" (1986, რომელშიც შევიდა "კავკასიური ცარცის წრე", "სამგროშიანი ოპერა"), შ. ცვაიგის "მარადიული ძმის თვალები" (1962, 1982), ი. ილფისა და ე. პეტროვის "ოქროს კერპი" (1962, 1964), ჰ. ანდერსენის ზღაპრები, კ. ჩუკოვსკის პოემები და სხვა. კარლომ თარგმნა ფ. შილერის "წერილები ადამიანის ესთეტიკური აღზრდის შესახებ",  "მიამიტი და სანტიმენტალური პოეზიის შესახებ" (1965), შ. ცვაიგის "მოუთმენლობა გულისა" (1966, 1982), "ჟოზეფ ფუშე" (1972), "ლევ ტოლსტოი" (1976), "ორი მგოსანი თვისი ცხოვრებისა" (1986), ფ. ჰელდერლინის "ჰიპერიონი" (1982), თ. მანის, ფ. დიურენმატისა და სხვათა ნაწარმოებები. მასვე ეკუთვნის ფილოლოგიური და ლექსიკოლოგიური ნაშრომები ("ევფემიზმები და სიტყვის ტაბუ", 1977; და სხვა), გერმანული ენის სახელმძღვანელოები და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), დოცენტი (1961).



წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.573

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 3