სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
კირილე ჯავახია 1871-1945წწ მწერალი, პედაგოგი, დაბ. სოფ. გურძემი, სენაკი, სამეგრელო

1871-1945 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჯავახია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

კირილე ჯავახია 1871-1945წწ მწერალი, პედაგოგი, დაბ. სოფ. გურძემი, სენაკი, სამეგრელო

კირილე ჯავახია (1871-1945) დაიბადა სენაკის რაიონის სოფელ გურძემში.  


დაამთვრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურსი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. მუშაობდა მასწავლებლად დაწყებით სკოლებში; ახალი სკოლების დაარსების ინიციატორია სოფლებში; მოახერხა გლეხობის დარაზმვა და მათი აქტიური ჩაბმა სკოლებისა თუ სხვა კულტურული დაწესებულებების მშენებლობაში; სხვადასხვა დროს იგი მასწავლებლობდა ახალსენაკის მაზრის სხვადასხვა სოფელში(სორტა, კოტიანეთი, ძველი სენაკი, კურძემი, ახალსენაკი და ა.შ.) და ყველგან ნოყოფიერი შრომისა და საზოგადო მოღვაწეობის შესამჩნევი კვალი დატოვა; იმდროინდელ პერიოდული გამოცემებში აქტიურად ბეჭდავდა მოთხრობებს, ნოველებს, სტატიებსა და კორესპონდენციებს; საბოლოოდ ქ. ახალსენაკში დასახლდა, სადაც განაგრძობდა სწავლა-აღზრდისა და მწერლობის სამსახურს. მის გამოქვეყნებულ თზულებათაგან აღსანიშნავია: ისტორიული მოთხრობა "მოჯალაბე", "კონსტანტინე დადეშქელიანი", "სააღდგომო კაბა", "დატანჯული მნათობი", აგრეთვე ნოველები, ესკიზები, ნობათები და სხვ.


წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/85-javakhia

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-)
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006064/

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ჯავახია

1 0

ცოტნე ჯავახია მსოფლიო პროზიორი კიკბოქსინგი

1 0

2 1 2