სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
თეოფილე ხუსკივაძე 1860-1924წწ მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, დაბ. დაბა შორაპანი, ზესტაფონი, იმერეთი

1860-1924 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ხუსკივაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

თეოფილე ხუსკივაძე 1860-1924წწ მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, დაბ. დაბა შორაპანი, ზესტაფონი, იმერეთი

თეოფილე ხუსკივაძე (1860-1924) დაიბადა ზესტაფონის რაიონის დაბა შორაპანში. 


დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1881 წელს და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი, რაც 1894 წლამდე არ შეუწყვეტია. ამ ხნის განმავლობაში ზესტაფონში ყველა კულტურული წამოწყების ერთ-ერთი აქტიური წევრი და ხელმძღვანელი იყო; ავრცელებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს; გახსნა წიგნის მაღაზია, სამკითხველო და სხვ.; 1894 წელს დაინიშნა მდივნად ქუთაისის საოლქო სასამართლოში; იყო მარტვილის მომრიგებელი მოსამართლე, ნოტარიუსი ოჩამჩირეში და ა.შ.; 1876 წელს "დროებაში" დაიბეჭდა მისი პირველი წერილი "შვილის აღზრდა". ამ დღიდან დაიწყო მისი მოღვაწეობა პედაგოგიურ-ლიტერატურულ სარბილეზე; ხშირად ბეჭდავდა წერილებს; წერდა ისტორიულ და საბავშვო მოთხრობებს, პიესებს, ეტიუდებს, ესკიზებს, მოგონებებს; 1912 წელს ოჩამჩირეში გახსნა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" განყოფილება და ამ განყოფილების უცვლელი თავმჯდომარე იყო; განყოფილებას ჰქონდა წიგნსაცავი-სამკითხველო და ქართული პირველდაწყებითი სკოლა, თვითონ კითხულობდა ლექცია-მოხსენებებს ხალხის გათვითცნობიერებისათვის.


წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/105-khuskivadze

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1893-)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ხუსკივაძე

1 0