სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გრიგოლ ხურციძე 1911-1942წწ მწერალი, პედაგოგი, დაბ. სოფ. საპრასია, ვანი, იმერეთი

1911-1942 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ხურციძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

გრიგოლ ხურციძე 1911-1942წწ მწერალი, პედაგოგი, დაბ. სოფ. საპრასია, ვანი, იმერეთი

გრიგოლ ხურციძე (1911-1942) დაიბადა ვანის რაიონის სოფელ საპრასიაში. 


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაოგიური ფაკულტეტი 1931 წელს.

1941 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ვანის რაიონის სკოლებში მასწავლებლად, იყო სკოლის დირექტორიც. გრიგოლ ხურციძე ლიტერატურულ ასპარეზზე 20-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, აქტიური ურთიერთობა ჰქონდა თბილისელ მწერლებთან, მის არქივში დაცულია მიმოწერა კონსტანტინე გამსახურდიასთან, მიხეილ ჯავახიშვილთან, ლეო ქიაჩელთან და დემნა შენგელაიასთან. 1934 წელს სალიტერატურო გაზეთში გამოაქვეყნა მოთხრობა "ყანები და ხალხი", რომელსაც რეცენზია დემნა შენგელაიამ დაურთო. ამას მოჰყვა თარგმანები, ნოველები და რომანი "ჩვენი დღე და სოფელი", რომელიც ფრონტზე წასვლამდე ლეო ქიაჩელს დაუტოვა. რომანი მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, ვანო წულუკიძემ გამოსცა. 1941 წლის 10 სექტემბერს, დიდი სამამულო ომის დაწყებიდან მალე, გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. იგი თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს, სამთვიანი სწავლების შემდეგ კი, 1941 წლის 29 დეკემბერს, ყირიმის ფრონტზე გადაისროლეს. 1942 წლის ივლისში, სევასტოპოლის მისადგომებთან მდებარე საპუნ-გორას ციხესიმაგრესთან საბრძოლო მოქმედებების დროს, გრიგოლ ხურციძე გმირულად დაიღუპა. მისი საფლავი ცნობილი არ არის.


წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ხურციძე

1 0

შოთა ხურციძე ოლეგის ძე 1980- 2008 გარდ. 28 წლის სამაჩბლო დაბ. სოფ. საპრასია ვანი იმერეთი

7 0


ხურციძე ბეჟან, სამბო, ქ.ვანი

2 0

1 1 0

ნინო ხურციძე დ.1975წ. მსოფლიო პრიზიორი ჭადრაკი

1 0

0 1 2