სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია 1923-2017წწ მთარგმნელი, მწერალი, დაბ. ქუთაისი

1923-2017 წწ. გარდ. 94 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ხიმშიაშვილი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია 1923-2017წწ მთარგმნელი, მწერალი, დაბ. ქუთაისი

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია (1923-25 დეკემბერი 2017) დაიბადა ქალაქ ქუთაისში. წარმომავლობა სოფელი წესი, ამბროლაური



დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1946 წელს. პირველი მოთხრობა "ჭრელი ხელთათმანები" გამოქვეყნა 1950 წელს. პირველი კრებული "უცნაური დედობილი"-1959 წელს. აღსანიშნავია მისი კრებულები: "თეთრი კენჭი" (1962), "გაზაფხული, მზე და სიყვარული" (1962), "ტატო, ქუდი და ქარი" (1966), "გოლიათი კაკალი" (1969), "ბროლის ციგა" (1972), "ჩემი სოფელი" (1973), "ერთი კალთა სიყვარული" (1978), "კენკრა ტკბილია" (1978), "ვარსკვლავები საჩუქრად" (1984), "ბასარა და ტარაბისო" (1988). 2000 წელს გამოიცა მისი რჩეული "ვინ მივა პირველი საქართველოში", 2005 წელს-მოთხრობების კრებული "დედის ლოცვა", ხოლო 2014 წელს-წიგნი "ყოჩივარდები". თარგმნა ვ. მედვედევის, ბ. კამოვისა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინული და შვედური ზღაპრები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ ენაზე. დაჯილდოებული სახელმწიფო ჯილდოებით, მათ შორის : საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით; პერსონალური პენსიონერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.129


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო საბავშვო და მხატვრული ლიტერატურის საბჭო, წევრი (1985-)
  • საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირი, წევრი
  • სსრკ მწერალთა კავშირის საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურის სექციის ბიურო, წევრი (1972-)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1986 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
  • შრომის ვეტერანი


ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 04.09.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ერმანოზ ხიმშიაშვილი გარდ. მეორე მსოფლიო ომი დაბ. სოფ. ბულაჩაური, დუშეთი

2 0

ხიმშიაშვილი

1 0

ალექსანდრე (შერიფ) ხიმშიაშვილი 1833-92წწ რუსეთის გენერალი დაბ. სოფ.ქოჩახი ხულო აჭარა

2 0


ნიკოლოზ ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) ნიკოლოზის ძე 1805-1860წწ რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. ბულაჩაური, დუშეთი

1 0


გიორგი ხიმშიაშვილი სპირიდონის ძე 1836-1917წწ რუსეთის გენერალი დაბ. ბულაჩაური დუშეთი

1 0


კონსტანტინე ხიმშიაშვილი 1854-1912წწ. გენერალ მაიორი წარმ. სოფ. ბულაჩაური, დუშეთი

1 0


თემურ-ფაშა (ხიმშიაშვილი) (1860-1921) ოსმალეთის გენერალი. დაბ. სოფ. ქოჩახი, ხულო, აჭარა.

2 0


ვალერი ხიმშიაშვილი გვარის ისტორია

2 0