სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ნინო ჭინჭარაული  1988წ.  მწერალი, პოეტი,  წარმ. შატილი ხევსურეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჭინჭარაული სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

ნინო ჭინჭარაული 1988წ. მწერალი, პოეტი, წარმ. შატილი ხევსურეთი

ნინო ჭინჭარაული (1988) დაიბადა ქალაქ თბილისში. 


სხვადასხვა წლებში სწავლობდა ჟურნალისტიკის, უცხო ენებისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტებზე (ხარისხის მართვის უნივერსიტეტში, თბილისის უნივერსიტეტსა და სასულიერო სემიანარია-აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში). 17 წლის ასაკიდან ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.


2006-2011წწ. მუშაობდა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში(საორგანიზაციო, კულტურის და ბავშვთა სახლებთან ურთიერთობის ჯგუფებში) და ამავე ცენტრის ჟურნალ -"ახალგაზრდობა"-ში. ორგანიზებას უწევდა და მიჰყავდა სხვადასხვა ავტორთა პოეზიის საღამოები, საქველმოქმედო ჯგუფის საღამოები და სხვა კულტურული ღონისძიებები(საბავშვო წიგნის ფესტივალი, ინტელექტუალური თამაში "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" და აშ).


 ლექსების წერა ადრეული ბავშვობის ასაკიდან დაიწყო. პირველად მისი ლექსები გამოქვეყნდა "ფშავის აღორძინების კავშირის" გაზეთში. ასევე მისი პირველი მოთხრობა "აწმყო წარსულიდან" 2011 წელს  დაიბეჭდა "ლიტერატურულ გაზეთში". დღეისთვის მისი ლექსები ქვეყნდება ჟურნალ "ცისკარში". არის რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი და პრიზიორი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მონაწილეობას ღებულობს პოეზიის საღამოებში, ტელე და რადიო გადაცემებში. მუშაობს ხატწერაზე და ხევსურული სამოსის აღდგენა-შენარჩუნებაზე.



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საინიციატივო ჯგუფი "სანე", თავმჯდომარე (2013-)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - გურამ რჩეულიშვილის სახეობის კონკურსი -"ალავერდობა", წამახალისებელი პრემია "საუკუნის მაჯისცემა"
    ყვითელი , ოქროსფერი, მზისფერი: რომანი / ნინო ჭინჭარაული .- თბილისი : გრიფონი, 2013.- 72გვ.




ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.03.2023
სულ რედაქტირებულია 2


ჭინჭარაული

1 0

მიხეილ (ძელო) ჭინჭარაული1965-92წწ გარდ. 27 წლის ეშერაში აფხაზეთი, ჩოლოყაშვილის სახელობის 1 მოტომსროლელი ბატალიონის ოცმეთაური. დაბ. სოფ.ვერონა (გომბორი) საგარეჯო კახეთი

3 0


ლელა ჭინჭარაული ბაჭყულას ასული 1970-93წწ გარდ. 23 წლის, ლაბრა ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ლაზვიანი დუშეთი

2 0


გოჩა (ფელშერა) ჭინჭარაული ხვთისოს ძე 1970-93წწ გარდ. 23 წლის, სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ბარისახო დუშეთი

2 0


გოჩა ჭინჭარაული 1970-02/07/93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა

2 0


ბადრი ჭინჭარაული გარდ. 1957-03/09/93წწ 36 წლის სოფ. ლაბრა, აფხაზეთი დაბ. თიანეთი

2 0


გიგლა ჭინჭარაული დ.1960წ. პოეტი სოფ. ვერონა, საგარეჯო

1 0


მიხეილ (დოხტური) ჭინჭარაული 1949წ. პოეტი დაბ. ხევსურეთის ამაგდარი დაბ. შატილი ხევსურეთი

4 0

ლადო ბესოს ძე ჭინჭარაული 1981წ. პარასპოტსმენი, ამერიკის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. დაბ. თელავი

1 0


იმედა ჭინჭარაული დ.1994წ. მსოფლიო ჩემპიონი, მკლავჭიდი, დაბ. ახმეტა კახეთი

1 0

14 5 4