სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
სერგი ჭილაია 1912-1993წწ ლიტერატურათმცოდნე, მწერალი,  დაბ.სოფე. სერგიეთი, მარტვილი, სამეგრელო

1912-1993 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჭილაია სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

სერგი ჭილაია 1912-1993წწ ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, დაბ.სოფე. სერგიეთი, მარტვილი, სამეგრელო

სერგი ჭილაია (1912-1993) დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში,  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს.


1941-1944წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1944-1949წწ. - საქართველოს კპ ცკ-ის ლიტერატურისა და ხელოვნების სექტორის გამგე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიაში; პირველი ლიტერატურული წერილი "ეგნატე ნინოშვილის გურია" გამოაქვეყნა 1934 წელს, პირველი წიგნი "ვახტანგ ორბელიანი" - 1941 წელს; მისი სამტომეული "მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა" უახლესი ქართული მწერლობის რთული და საინტერესო ლიტერატურული პროცესის სისტემატიზაციის პირველი მეცნიერული ცდაა; XX ს. 10-20-იანი წწ. ქართული ლიტერატურის მიმართულებათა ისტორია გადმოცემულია წიგნებში "ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარების გზა" (1953) და "წლები და პრობლემები" (1980); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1963).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.978


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი (1951-1973)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ჭილაია

1 0

ნუკრი ჭილაია 1974-92წწ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი

3 0