სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე, ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე, ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე, ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე, ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე, ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე, ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე, ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე, ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე, ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე, ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე, ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე, ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე,
ბმულის კოპირება



ახალციხე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ელიაწმინდის ეკლესია, სოფელი ელიაწმინდა, ახალციხე,

სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში (სამცხეჯავახეთის მხარე), ახალციხის ქვაბულში. თემის ცენტრი (სოფლები: ე., ანი, ჭვინთა). ზ. დ. 1440 მ , ახალციხიდან 10 კმ . 172 მცხ. (2002). სოფელი მდებარეობს ისტ. სამცხეში, მდ. ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკად ლერწიანის სათავეებთან. სოფლის სახელი უნდა მომდინარეობდეს წმინდა ელიას ეკლესიისგან, რ-იც იქ ადრე მდგარა. "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" ე. გაუკაცრიელებულ სოფლად მოიხსენიება. 1595 ოსმალთა მიერ დაპყრობილ სამცხეში სოფ. ე. შედიოდა ახალციხის ლივის მზვარის ნაჰიეში. 1829 ე. სამცხესთან ერთად რუს. იმპერიას შეუერთდა. 1870 ე-ში 4 კომლი ცხოვრობდა. 1944 იქაური მაჰმადიანები შუა აზიაში გადაასახლეს. ისტ. ძეგლთაგან სოფელში ერთიც არ გადარჩენილა. სოფლის ჩრდ-ით ღრმა ტყიან ხეობაში, ქედის კეხზე, აღმართულია ერთნავიანი ეკლესია. აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ჩრდ-ით აკრავს მისივე თანადროული აფსიდიანი პატარა ეგვტერი, რ-შიც შესვლა მხოლოდ ეკლესიიდან შეიძლება. სამხრ. შესასვლელის ერთადერთი კარიბჭისგან მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტებია დარჩენილი. ინტერიერში სამხრ. და ჩრდ. კედელზე თითო პილასტრია, რ-თა პროფილირებულ კაპიტელზე კამარის საყრდენი თაღია ამოყვანილი. ნავის კამარა ქვაყორე დუღაბისაა, შენობის დანარჩენი ნაწილები – თლილი ქვისა. აქა-იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, გარედან ეკლესია შემოსილი იყო სუფთად გათლილი, კარგად ნაწყობი ქვის პერანგით, რ-იც დღეისათვის თითქმის შემოძარცულია. ფასადები მარტივია, მორთულობის გარეშე. კედლებში თითო სარკმელია. საერთო პროპორციებით, ხუროთმოძღვრული დეტალებითა და შესრულების ხარისხით შენობა სამცხის XIII–XVI სს. უგუმბათო ტაძრების ჯგუფს მიეკუთვნება.

''ლიტ'' : ბ ე რ ი ძ ე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება XIII–XVI საუკუნეებში, თბ., 1955. დ. ბერძენიშვილი. თ. საყვარელიძე.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0