სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მეუფე გერასიმე (გიორგი რევაზის ძე შარაშენიძე დ. 1958) ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი წარმ. ვანი
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი შარაშენიძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

105       ბეჭდვა

მეუფე გერასიმე (გიორგი რევაზის ძე შარაშენიძე დ. 1958) ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი წარმ. ვანი


მაღალყოვლადუსამღვდელოესი გერასიმე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე

ერისკაცობაში – გიორგი რევაზის ძე შარაშენიძე

დაიბადა: 1958 წლის 20 მაისს, ქ. თბილისში.


ანგელოზის დღე: 17 მარტი – ღირსი გერასიმე იორდანელის ხსენება.

ბერად აღკვეცა: 28. 06. 1997

დიაკვნად კურთხევა: 20. 07. 1997

მღვდლად კურთხევა: 10. 08. 1997

ეპისკოპოსად კურთხევა: 11. 10. 1998

მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 11. 06. 2006

მიტროპოლიტობა ებოძა: 3. VI. 2007

მისამართი: საქართველო, 2100, ქ. ზუგდიდი.

მობ.: (+995 597) 57 31 11

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ქ. ზუგდიდი, ქ. წალენჯიხა, ქ. ჯვარი, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები).

კათედრა ზუგდიდში, წალენჯიხასა და ცაიშში. რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.


ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (გიორგი შარაშენიძე)


1997 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვაკურთხევით განაწესეს
ურბნისისა და რუისის ეპარქიაში. იმავე წლის 28 ივლისს ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსმა
იობმა ბერად აღკვეცა და სახელად უწოდა გერასიმე.
1997 წლის 20 ივლისს ხელი დაასხეს იეროდიაკვნად, ხოლო იმავე წლის 10 აგვისტოს _ მღვდელ-მონაზვნად და 
დაინიშნა წრომის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, 1998 წლის 17 
მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)
გვ44

იანვარს მღვდელ-მონაზონი გერასიმე საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიაში, სოფელ პატარძეულის ღმრთისმშობლის შობის 
ტაძრის მოძღვრად დაინიშნა.
1998 წლის 18 თებერვალს საგარეჯო-გურჯაანის მთავარეპისკოპოს აბრაამის მიერ დაინიშნა საეპარქიო საბჭოს 
მდივნად.
1998 წლის 29 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელ-მონაზონი გერასიმე ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის
სიონის საპატრიარქო ტაძარში აღამაღლა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
1998 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის კრებაზე იღუმენი გერასიმე გამორჩეულ იქნა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსად.
2002 წლის 9 ივნისს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსოეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, შემდგომ _ საგარეო 
საქმეთა ურთიერთობების თავმჯდომარედ.
2006 წელს მისმა უწმინდესობამ აიყვანა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
2007 წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, მიანიჭა მიტროპოლიტის ხარისხი. ამავე წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.
2017 წლიდან დროებით არის გერმანიისა და ავსტრიის მმართველი მღვდელმთავარი.
დაჯილდოებულია საქართველოს, საბერძნეთის, სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკიის საეკლესიო ორდენებით. 
არჩეულია ქ. ზუგდიდისა და ქ. ვანის საპატიო მოქალაქედ.
გვ45


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.03.2026
სულ რედაქტირებულია 2




შარაშენიძე

1 0

ლევან შარაშენიძე ლევანის ძე 1931-2012წწ საბჭოთა გენერალი წარმ. ვანი

1 0


გიორგი აბესალომის ძე შარაშენიძე 1962-1993წწ. 25/02/93წწ გარდ. 31წლის ლაბრა აფხაზეთი ავაზა წარმ. ვანი

3 0


ლევან ლევანის ძე შარაშენიძე 1931-2012წწ თავდაცვის მინისტრი. წარმ. სოფ. გადიდი, ვანი.

1 0