სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12002

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
იოსები (გიორგი ვახტანგის ძე კიკვაძე დ.1959) შემოქმედელი მიტროპოლიტი სოფ. ფარცხმაში ჩოხატაური გურია
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი კიკვაძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

694       ბეჭდვა

იოსები (გიორგი ვახტანგის ძე კიკვაძე დ.1959) შემოქმედელი მიტროპოლიტი სოფ. ფარცხმაში ჩოხატაური გურია


მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოსები შემოქმედელი მიტროპოლიტი ერისკაცობაში – გიორგი ვახტანგის ძე კიკვაძე

დაიბადა: 1959 წლის 17 სექტემბერს, ჩოხატაურის რაიონი, სოფ. ზედა ფარცხმაში.

ანგელოზის დღე: 28 სექტემბერი – ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენება.


ბერად აღკვეცა: 16. 05. 1991

დიაკვნად კურთხევა: 23. 05. 1991

მღვდლად კურთხევა: 03. 11. 1991

ეპისკოპოსად კურთხევა:0 7. 04. 1995

მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 28. 11. 2000

მიტროპოლიტობა ებოძა: 03. 06. 2007

მისამართი: საქართველო 3500. ქ. ოზურგეთი, ცხრა აპრილის ქ. #18. საკათედრო ტაძარი

შემოქმედის ეპარქია (ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები)

კათედრა შემოქმედში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.


მიტროპოლიტი იოსები (ერისკაცობაში — გიორგი ვახტანგის ძე კიკვაძე; დ. 17 სექტემბერი 1959, სოფელი ზემო ფარცხმა, ჩოხატაურის რაიონი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი; ანგელოზის დღე — 15 (28) სექტემბერი (ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენება); კათედრა შემოქმედსა და ოზურგეთში, რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

მიტროპოლიტი იოსები, ერისკაცობაში გიორგი მილენის ძე კიკვაძე, დაიბადა 1959 წლის 17 სექტემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზედა ფარცხმაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1978 წელს. 1978-1979 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბნის საშუალო სკოლაში ხატვა-ხაზვის მასწავლებლად. 1979-1981 იყო წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ 1981-1985 წლებში ასწავლიდა ქანდაკებას, გრაფიკას და ფერწერას ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში.


1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1986 წლიდან გიორგი კიკვაძე თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლია, პარალელურად მსახურობდა სტიქაროსნად მცხეთაში, წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში. 1990 წელს წავიდა საფარის მამათა მონასტერში, სადაც აკურთხეს მორჩილად, იმავე წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1991 წლის 16 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღკვეცა ბერად სვეტიცხოველში და უწოდა სახელად იოსები. 1991 წლის 23 მაისს პატრიარქმა მამა იოსები დავით-გარეჯის მონასტერში აკურთხა დიაკვნად. 1991 წლის 3 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი იოსები სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და განაწესა სვეტიცხოვლისა და წმიდა ნინოს დედათა მონასტრის მწირველ მღვდლად.


1992-1993 წლებში იგი მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარია. 1993 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ.


1995 წლის 7 აპრილს წმიდა სინოდის განჩინებით წმიდა ხარების დღესასწაულზე ეკურთხა შემოქმედელ ეპისკოპოსად. მისი ღვაწლით ეპარქიაში ამოქმედდა 42 ეკლესია, 5 მამათა და 2 დედათა მონასტერი, სადაც ღვთისმსახურებას ეწევა 21 სასულიერო პირი. მოქმედი ეკლესიებია: შემოქმედის მაცხოვრის სახელობის, ჯუმათის მთავარანგელოზის, მაკვანეთის ხარების, ასკანას ამაღლების, აჭის წმიდა გიორგის, ბახმაროს ფერისცვალების, ჭაჭიეთის შალვა ახალციხელის, ცხემლის ხიდის წმიდა ნიკოლოზის, ერკეთის მთავარანგელოზის, გორბეჟოულის სამების, ჯიხეთის ტაძრად მიყვანების, ჯიხეთის იოანე ნათლისმცემლის, ჯიხეთის წმიდა გიორგის სახელობის, ჯუმათის ხარების, ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის, ლანჩხუთის პანტელეიმონ მკურნალის სახელობის, მზიანას წმიდა გიორგის, ნაგომარის წმიდა მარინეს, ნატანების წმიდა პანტელეიმონის, ხევის წმიდა ნიკოლოზის, უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის, სუფსის ყოველთა წმიდათა, შუა ამაღლების, მამულარის ფერისცვალების, ბუკნარის ღვთისმშობლის, კვირიკეთის, შუხუთის წმიდა გიორგის, მერიის ღვთისმშობლის, ჩოხატაურის გრიგოლ ხანძთელის, ფარცხმის ხარების, აცნის, ოზურგეთის, ვაკიჯვრის, ჩიბათის, წყალწმიდის, გრიგოლეთის, დვაბზუს, მამათის, ამაღლების, აკეთის, მახვის, საჭაშისერის ეკლესიები. 2000 წლის 28 ნოემბერს მეუფე იოსებს მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის პატივი მიებოძა. 2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი იოსები დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 11.12.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0