სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 1718 წელი, ცხინვალი, სამაჩაბლო ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 1718 წელი, ცხინვალი, სამაჩაბლო ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 1718 წელი, ცხინვალი, სამაჩაბლო ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 1718 წელი, ცხინვალი, სამაჩაბლო ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 1718 წელი, ცხინვალი, სამაჩაბლო
ბმულის კოპირება



ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 1718 წელი, ცხინვალი, სამაჩაბლო

ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარიცხინვალის სიონი — ქართული ტაძარი ცხინვალში. იგი საკათედრო ტაძარია 1995 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ნიქოზელი მღვდელმთავრის ტიტულატურაში ცხინვალიც შევიდა და ეწოდა ნიქოზისა და ცხინვალის მღვდელმთავარი.

მხედრულად შესრულებული საამშენებლო წარწერის მიხედვით, რომელიც სამხრეთის კედლის მარჯვენა მხარეს ერთმანეთზე ვერტიკალურად დაწყობილ ორ თლილ ქვაზეა ამოკვეთილი, ტაძრის ქტოტორებად ქართველები სახელდებიან. ამ წარწერის მიხედვით ირკვევა მისი აგების ზუსტი თარიღიც – 1718 წელი. ეპიგრაფიკული მასალა პირველად გამოაქვეყნა მარი ბროსემ, შემდეგ კი, სათანადო ორთოგრაფიული შესწორებებით, იოსებ მეგრელიძემ. დედნის მიხედვით წარწერა ასე იკითხება:„ქ. აღვაშენეთ მღვთის შეწევნითა საყდარი ესე ყოვლა წმინდის ჩვენ, გიორგი შვილმან ქაიხოსრომან და ჩემან ძმამან ფარსადანამა და ჩემან შვილმან გივმან, ცოდვათა ჩვენთა შესანდობლად, ძისა ჩვენის სადღეგრძელოდა. ვინცა წაიკითხოთ, შენდობა ბძანეთ, თქვენცა ღმერთმან შეგინდოს. მეფობასა ვახტანგისასა. ქკსა უვ“

ცხინვალის სიონის ტიპურ-ქართული ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, როგორც წარწერიდან ჩანს, აგებულია 1718 წელს, მეფე ვახტანგ VI-ის მეფობის დროს. ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ მას სომხური თემი დაეპატრონა. ცხინვალში ამ დროისათვის სომხური თემი საკმაოდ ძლიერი იყო. ტაძარმა სწორედ ამ პერიოდისთვის შეიძინა სომხური საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ნიშანი – თავად ტაძარზე დაშენებული სამრეკლო. თუმცა კი მისი ქართულობის მამტიცებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის უპირველესად აღსანიშნავია ინტერიერში ქტიტორთა და დიდებულთა დაკრძალვის ქართული ტრადიცია, რაც უცხოა სომხური ეკლესიისთვის. იოსებ მეგრელიძე აღნიშნავს, რომ მას ტაძარში უნახავს ქართველ დიდებულთა სამარხები. ამასთან ერთად, როცა გასული საუკუნის 90-იან წლებში ტაძარში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი გამოვლინდა: სომხური ამაღლებული საკურთხევლის მოშლის შემდეგ მის ქვემოთ გამოჩნდა პირველადი, ქართული აგურით ნაფენი დაბალი საკურთხეველი, რომელიც ეროვნული, ქართული საეკლესიო არქიტექტურის სრული დაცვით იყო ნაგები.

XX საუკუნის 20-იან წლებში ტაძარში ღვთისმსახურება შემწყდარა. საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლებისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შემდეგ იგი მხარეთმცოდნეობის მუზეუმად იქცა.

1989 წლიდან აქ აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. 1990 წელს ტაძარი აკურთხა წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ. იმავე წლის 28 აგვისტოს, ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღავლინა მეუფე ზოსიმემ. სამწუხაროდ, მცირე ხანს გაგრძელდა ცხინვალის სიონში ღვთისმსახურება, რადგან 7 იანვარს ქართულმა მოსახლეობამ მშობლიური ქალაქი დატოვა. მას შემდეგ აქ საეკლესიო სამართლის დარღვევით მოქმედებს რუსული სქიზმატური ეკლესია. ცხინვალის სიონის მღვდელმსახურს ალექსანდრე ფუხაევს ხელი დაასხა რუსეთის ეკლესიის იერარქმა, რომელიც იმ დროისათვის არ ექვემდებარებოდა მოსკოვის საპატრიარქოს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0