სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
სიმონ ქვარიანი  1868-1946წწ ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი,  დაბ. ქუთაისი

1868-1946 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ქვარიანი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

სიმონ ქვარიანი 1868-1946წწ ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი, დაბ. ქუთაისი

სიმონ ქვარიანი (1868-1946) დაიბადა ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა მონპელიეს უმაღლესი აგრონომიული სასაწავლებელი.



1894-1896წწ. მსახურობდა თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში; 1901 წლიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო სარბიელზე; ათავსებდა წერილებს ქართულ–რუსულ ჟურნალ–გაზეთებში; 1907-1912წწ. მასწავლებლობდა ქუთაისში; 1918 წელს მენშევიკურმა მთავრობამ მიიწვია ფინანსთა სამინისტროში მდივნად; 1921-1923წწ. მსახურობდა ბათუმში საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში საქმეთა მმართველად და სამხედრო საზღვაო სასწავლებელში ქართულ–ფრანგული ენის ლექტორად; 1923 წელს თბილისში ფინსახკომში სავალიუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველ სალაროს გამგედ; 1925-1930წწ. შინვაჭრობის კომისარიატში, საქართველოს ფინსახკომში, საქართველოს წყალთა სამმართველოში, საქართველოს მიწსახკომში; ავტორია ისტორიული თხზულებებისა: "ქართველი ერის უძველესი კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში" (1901), "ხეთი და ნაირი" (1909), "საქართველოს ისტორია" (1917); მას ეკუთვნის ასევე მოთხრობები: "ანჟელინა", "ცაცინა", "შოთა რუსთაველი"; პუბლიცისტური თხზულებები; წერილები ქართული ლიტერატურის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე; რომანი "დიდი მოურავი" (1937, თბილისი).

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 –  თბ., 2013.-გვ.163


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამხანაგობა "ზღვარი", დამაარსებელი (1900-)
  • კოოპერატიული გამგეობა "შრომა", თავმჯდომარე (1916-)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1938-)
  • ქართველ მწერალთა კავშირი, წევრი
  • ქუთაისის ქალაქის გამგეობა, წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1930 - სოციალისტური შრომის გმირი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.10.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ქვარიანი

1 0

5.12 ზაქარია(ქვარიანი) - 1657-1660 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

1 0


ქვარიანი, ნიკოლოზ (კოლია) ნესტორის ძე 1900-1980წწ ქართული ჭიდაობა დაბ. ცაგერი ლეჩხუმი. ცხოვრ. ქუთაისი

2 0