სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
პავლე ფრანგიშვილი 1897-1966წწ მსახიობი, მწერალი, რეჟისორი, წარმ. სამტრედია

1897-1966 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ფრანგიშვილი სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

პავლე ფრანგიშვილი 1897-1966წწ მსახიობი, მწერალი, რეჟისორი, წარმ. სამტრედია

პავლე ფრანგიშვილი (1897-1966) დაიბადა ქალაქ თბილისში. 


1911 წლიდან გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიის მუშათა დრამატულ წრეში: აგრეთვე ხარფუხის, ნაძალადევის, ავლაბრის თვითმოქმედ დრამატულ წრეებში. 1913 წელს ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში. მუშაობდა აგრეთვე ქუთაისში, გორში. 1929-1939 და 1949-1958 იყო ჭიათურის, 1939-1949 კი - გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. უმთავრესად ასრულებდა ჰეროიკულ-რომანტიულ როლებს: ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ოტელო (შექსპირის "ოტელო"), კარლ მოორი (შილერის "ყაჩაღები") და სხვა. დადგა სპექტაკლები: ა. წერეთლის "თამარ ცბიერი", ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი", მ. ბარათაშვილის "ჭრიჭინა", ი. ვაკელის "შამილი", სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი" და სხვა. ავტორია წიგნებისა: "როგორ დავეუფლოთ სასცენო ხელოვნებას"(1955) და "რაც ვნახე და განვიცადე" (1963). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.389; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/207982


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 04.01.2023
სულ რედაქტირებულია 3




ივერი ფრანგიშვილი 1930-2006წწ. მეცნიერი. დაბ. სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია, იმერეთი.

2 0


ალექსანდრე ფრანგიშვილი 1907-1989წწ აკადემიკოსი, ფსიქოლოგი. დაბ. სამტრედია, იმერეთი.

1 0