სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მორის ფოცხიშვილი 1930-1997წწ მწერალი, პოეტი, დაბ.თბილისი

1930-1997 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ფოცხიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

64       ბეჭდვა

მორის ფოცხიშვილი 1930-1997წწ მწერალი, პოეტი, დაბ.თბილისი

მორის ფოცხიშვილი (1930-1997) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განყოფილება1954 წელს.



1959-1965 წლებში მუშაობდა გამომცემლობა ''ლიტერატურა და ხელოვნებაში''. 1979-1982 წლებში იყო ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი, 1983-1987 წლებში–გამომცემლობა "ნაკადული"-ს დირექტორი. 1987 წლიდან მუშაობდა წიგნის პალატის დირექტორად. პირველი ლექსები 1950 წელს გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული ''ალუბლები წვიმაში''–1957 წელს. ამას მოჰყვა მისი შემოქმედებისათვის მნიშვნელოვანი კრებულები: ''ხმა''(1966), ''რწმენა''(1970), ''შენითა''(1983), ''შენ სიყვარულო, შენ'' (1991), ''სანთელ-საკმევლისა'' (1998) და მრავალი სხვა კრებული თუ ერთტომეული. მორის ფოცხიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. მან თარგმნა სერგეი ესენინი, ნიკოლოზ ტიხონოვი, ბორის პასტერნაკის, ანდრეი ვოზნესენსკის, ევგენი ევტუშენკოსა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინელ, ბელორუს და მოლდაველ პოეტთა ლექსები.


მორის ფოცხშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი
  • ზვიოზდოსლავის სახელობის პრემია
  • ოვანეს თუმანიანის სახელობის პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ნიკოლოზ ოსტროვსკის სახელობის პრემია


ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ფოცხიშვილი

1 0

გაიოზ ფოცხიშვილი 1917-19??წწ. მხატვარი, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაური, გურია.

1 0


თამარ ფოცხიშვილი 1960წ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1 0