სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გია ფოცხვერია 1964-2006წწ მწერალი, პოეტი, დაბ. თბილისი

1964-2006 წწ. გარდ. 42 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ფოცხვერია სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

გია ფოცხვერია 1964-2006წწ მწერალი, პოეტი, დაბ. თბილისი

გია ფოცხვერია (1964-2006) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1983 წელს, ხოლო 1993 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი(რეჟისორ გიორგი შენგელაიას კლასი).


1993 წლიდან სწავლა განაგრძო დიდი ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი (კინო და მედია). ავტორია მრავალი ლექსის, მოთხრობის, რომანის, კინოსცენარებისა(ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე) და ჩანახატებისა. იყო ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის დამაარსებელი და საეკლესიო საბჭოს პირველი თავმჯდომარე. ორჯერ შეხვდა ინგლისის დედოფალ ელისაბედ II: პირველად  კათოლიკოს-პატრირქის ილია II და მეორედ, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ (გარმელიას) აუდიენციისას. მისი ლექსები გამოცემულია რუსულ და ინგლისურ ენებზე. გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "რექვიემი"(1992წ.), "სიყვარული ლონდონში"(1999წ.), "ნაგავი"(ლონდონი, 2003წ.).


2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიდ ბრიტანეთში, კენტის უნივერსიტეტში. 


 

ბიბლიოგრაფია

  • ლონდონი ჩვენი ბედისწერა : ლექსები, კინოსცენარები, მოგონებები (თანაავტორი). - თბილისი, 2013. - 266გვ
  • Стихи (თანაავტორი). - Тбилиси, 2012. - 144с.. - ISBN: 978-9941-9256-6-5
  • London my fate : Poetry, screenplays, essays (ავტორი). - თბილისი, 2012. - 158გვ.
  • Господи, помилуй : стихи (ავტორი). - Тбилиси, Универсал, 2008. - 147стр.. - ISBN: 978-9941-12-338-2
  • Хочу взглянуть на мир сверху (ავტორი). - Тбилиси, Универсал, 2007. - 359стр.. - ISBN: 978-9941-12-008-4
  • ორტომეული : ლექსები; ტ. I (ავტორი). - თბილისი, ახალი საქართველო, 2007. - 315გვ.. - ISBN: 978-99928-886-7-4
  • ორტომეული : მოთხრობები; რომანი; , ტომი II (ავტორი) // მოთხრობები; ეგონა, რომ იდგა (რომანი) . - თბილისი, ახალი საქართველო, 2007. - 372გვ.. - ISBN: 978-99928-886-8-1
  • რჩეული : ლექსები, მოთხრობები, რომანი (ავტორი). - თბილისი, ახალი საქართველო, 2007. - 416გვ.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ფოცხვერია

1 0

ჯემალ ფოცხვერია 1939წ მწერალი, სამხედრო პირი,დაბ. თბილისი

1 0