სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
დათო ტურაშვილი 1966წ  მწერალი, დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ტურაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

დათო ტურაშვილი 1966წ მწერალი, დაბ. თბილისი

დათო ტურაშვილი (1966) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 


მონაწილეობდა 80-ანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში. იყო 1989 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლო წლების განმავლობაში, მწერლობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც – კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. კინოსა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას - ერლომ ახვლედიანის სასცენო სახელოსნოში. მისი პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს. ყველაზე უკეთ ცნობილი ნაწარმოებია "ჯინსების თაობა", რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თეატრალურ სარდაფში. მის სხვა ნაწარმოებთა შორისაა სამგზავრო წერილების კრებული "კატმანდუ" (1998) და "ცნობილი და უცნობი ამერიკა" (1993), ასევე მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მისი მოთხრობათა პირველი კრებული "მერანი" გამოიცა 1991 წელს. გარდა სცენარებისა წერს რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს. დ. ტურაშვილის პირველი პროზაული კრებული გამოქვეყნდა 1991 წელს. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან.



ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო პიესისათვის
    შავი კეტები (თეთრი იუმორის თანხლებით) : წინასაარჩევნო პიესა / დათო ტურაშვილი. - თბილისი : სიესტა, 2008.-76გვ.


ბიბლიოგრაფია






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ტურაშვილი

1 0

ზურაბ ტურაშვილი გიორგის ძე 1983-08 გარდ. 25 წლის, სამაჩბლოში დაბ. სოფ. ალმატი ყვარელი კახეთი

3 0


სერგო ტურაშვილი 1991წ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. არგვიცი ცხინვალი სამაჩაბლო

3 0