სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ნოდარ ტაბიძე 1931-2016წწ მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ფილოლოგი, დაბ. თბილისი

ვ-2016 წწ. გარდ. 2016 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ტაბიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

ნოდარ ტაბიძე 1931-2016წწ მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ფილოლოგი, დაბ. თბილისი

ნოდარ ტაბიძე (1931-2016) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1954 წელს.



1959 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის კათედრაზე; 1979 წლიდან ხელმძღვანელობდა პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრას; 1982-1999წწ. იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი; რამდენიმე ჟურნალისა და გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი; მრავალი მეცნიერული ნაშრომის (აქედან 14 წიგნია, მათ შორის: "გალაკტიონი - შემოქმედებითი ლაბორატორია", თბ., 1993; "გალაკტიონი - რედაქტორი და გამომცემელი", თბ., 1997) და პუბლიცისტური სტატიის ავტორი; გ. ტაბიძის ძმისწული და მისი შემოქმედების მკვლევარი; ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1975). 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.850


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეგრისის სამეცნიერო აკადემია, წევრი (1995-)
  • ჟურნალისტთა ფედერაციის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია, დამფუძნებელი წევრი, ვიცე-პრეზიდენტი


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • 1996 - სერგეი მესხის სახელობის პრემია
  • 1989 - საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია


ბიბლიოგრაფია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


იუსტინე სტეფანეს ძე ტაბიძე 1861-1919წწ მღვდელი. დაბ. სოფ. ჭყვიში (ვანი)

2 0

ტაბიძე

1 0

გალაკტიონ ტაბიძე 1891-1959წწ პოეტი. სოფ. ჭყვიში, ვანი, იმერეთი.

4 0