სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
იროდიონ სონღულაშვილი 1880-1958წწ მწერალი, ქიმიკოსი დაბ. სოფ. დიღომი, თბილისი

1880-1958 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი სონღულაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

128       ბეჭდვა

იროდიონ სონღულაშვილი 1880-1958წწ მწერალი, ქიმიკოსი დაბ. სოფ. დიღომი, თბილისი

იროდიონ სონღულაშვილი (1880-1958) დაიბადა თბილისში, სოფელ დიღომში. 


დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება (ტექნიკური ქიმიის სპეციალობით).

ის იყო ექვთიმე თაყაიშვილის მოწაფე და თანამებრძოლი. 1909 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში, 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საისტორიო და საეთნოგრაფიო განყოფილების გამგედ, 1931-1934წწ. იყო ძველი ქართული ხელოვნების და ისტორიის განყოფილების გამგის თანაშემწე, 1934-1953წწ. - ხელოვნების მუზეუმის ("მეტეხი") მცირე ხელოვნების განყოფილების გამგე. 1953 წელს დაინიშნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის სეიფის გამგედ. მისი შრომები, რომელთა მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული, ეხება უმეტესად ქართული მცირე და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს (კერძოდ, ტიხრული მინანქარი), ეთნოგრაფიის საკითხებს. სონღულაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ისტორიული რომანი "მირანდუხტ იადხმობილი".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 9.-თბ., 1985.-გვ.474 http://www.goodreads.com/author/show/16468995

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/139862

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.03.2023
სულ რედაქტირებულია 2




სონღულაშვილი

1 0