სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ზეინაბ სარია .1954წ. მწერალი, ფილოლოგი დ. ზუგდიდი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი სარია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

ზეინაბ სარია .1954წ. მწერალი, ფილოლოგი დ. ზუგდიდი

ზეინაბ სარია (1954) დაიბადა ქალაქ ზუგდიდში. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.



1975-2014 წწ. იყო ქ. ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი; 1996-2003 წწ. სამეცნიერო - ლიტერატურულ ჟურნალ "მაფშალიას" რედაქტორი; 2007-2015 წწ. შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, სამეცნიერო შრომათა კრებულის რედაქტორი; 2010 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლექციებს კითხულობს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ლიტერატურის თეორიასა და ლიტერატურისმცოდნეობის შესავალში, სხვადასხვა არჩევით საგანში; ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე (2006); სალიტერატურო ჟურნალთან "ებგური" ტერენტი გრანელის პრემიის დამაარსებელი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში, განსაკუთრებით აქტიურობს ლიტერატურის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებულ ლექსმცოდნეობის სესიებზე, გავლილი აქვს ათეულობით პროფესიული ტრენინგი; არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მოსწავლეებთან შემოქმედებითი მუშაობისთვის თბილისის მოსწავლეთა სასახლის შემოქმედებითი სტუდიის მიერ დაჯილდოებულია  სიგელით (1983). ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1996), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2010).


1996 წელი - საკანდიდატო დისერტაციის  თემა - "გალაკტიონის ვერლიბრი", დაიცვა 1996 წელს; 2006 წელი - სადოქტორო დისერტაციის თემა - "გალაკტიონ ტაბიძის ინტიმურ-მედიტაციური და სამოქალაქო-პუბლიცისტური ლირიკა", დაიცვა 2006 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ლიტერატურული სალონი, დამფუძნებელი, ხელმძღვანელი (1997-2005)

მოსწავლეთა შემოქმედებითი წრე "ფიფქები", დამაარსებელი, ხელმძღვანელი (1976-2000)

სალიტერატურო ჟურნალი "ებგური", დამაარსებელი, რედაქტორი (2018-)

შემოქმედებითი გაერთიანება "ებგური", დამფუძნებელი, წევრი (2017-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1983 - სახალხო განათლების წარჩინებული

მოსწავლეებთან წარმატებული შემოქმედებითი მუშაობისთვის


ბიბლიოგრაფია

ჭრილობისფერი ლექსები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2015. - 106გვ.. - ISBN: 9789941225888

კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება და ექსპრესიონიზმი : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2009. - 146გვ.. - ISBN: 9789941124921

ორიოდე შტრიხი ოთარ ჭილაძის ლიტერატურული პორტრეტისთვის (ავტორი). - თბილისი, საარი, 2005. - 107გვ.. - ISBN: 9994038362


გალაკტიონ ტაბიძის ინტიმურ-მედიტაციური და სამოქალაქო-პუბლიცისტური ლირიკა : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2003. - 284გვ.. - ISBN: 99940-13-53-X

ნარკვევები გალაკტიონის პოეზიაზე (ავტორი). - თბილისი, მნათე, 1996

გალაკტიონის ვერლიბრი : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, მნათე, 1996. - 152გვ.

ვინძლო მიხსნას ლექსმა : ლექსები, თარგმანები (ავტორი). - თბილისი, გულანი, 1992. - 52გვ.

წაკითხვა ნებადართულია : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 64გვ.

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014797/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


სარია

1 0

სარია ილია დაბ. 1985წ. დეკანოზი ნაგურუს წმინდა გიორგის ტაძარი დაბ. წალენჯიხა

2 0