სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ალექსანდრე სარაჯიშვილი 1851-1914წწ  კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი,დაბ. თბილისი

1851-1914 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი სარაჯიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ალექსანდრე სარაჯიშვილი 1851-1914წწ კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი,დაბ. თბილისი

ალექსანდრე სარაჯიშვილი (1851-1914) დაიბადა ქალაქ თბილისში. სხვადასხვა დროს ის სწავლობდა პეტერბურგის, ყაზანისა და კიევის უნივერსიტეტებში.


1873 წელს გაემგზავრა პარიზში, სადაც დაუახლოვდა  ნ. ნიკოლაძეს, ს. მესხს, დ. მიქელაძეს და სხვ. იმავე წლის ბოლოს გადავიდა ჟენევაში, სადაც საზოგადოება "უღლის" მდივნად აირჩიეს. 1876 წელს დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი და სამშობლოში დაბრუნდა. ამავე წელს ქართულ სიძველეთა გამომცემელთა წრის აქტიური წევრი გახდა. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო გაზეთ "დროებაში". 1879 წლიდან იყო თეატრალური კომიტეტისა და ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების წევრი, მოგვიანებით–მდივანი.


1884 წელს ილია ჭავჭავაძესთან და პეტრე უმიკაშვილთან ერთად გამოსცა "ვისრამიანის" ტექსტი. 1887 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიაში". 1901 წლის დეკემბრიდან(№ 264) იყო ამავე გაზეთის ჯერ დროებითი რედაქტორი, 1902–1903 წლებში კი რედაქტორ–გამომცემელი. იყო საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთ–ერთი ფუძემდებელი, ხაზინადარი და ბიბლიოთეკის გამგე. ჟურნალ "მოამბეში"(1894–1905) დაიბეჭდა ალექსანდრე სარაჯიშვილის რუსთველოლოგიური ნაშრომი "ვეფხისტყაოსნის" ყალბი ადგილები. XX საუკუნის დასაწყისში თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში: "მეგობარში", "ჯეჯილში", "ფასკუნჯში", "მოლაღურში", "ნიშადურში", "კლდეში" და სხვ. მის პედაგოგიური ხასიათის წერილებში ასახულია განათლების მდგომარეობა საქართველოში. საჭიროდ მიაჩნდა სამეურნეო ცოდნისა და ტექნიკური სწავლების დანერგვა.  ალექსანდრე სარაჯიშვილის პუბლიცისტურმა წერილებმა ხელი შეუწყო კრიტიკული აზროვნების განვითარებას საქართველოში. წერდა  "რიშ–ბაბას" ფსევდონიმით და ინიციალებით ა.ი–ი, ა–ს, ს...ლი, ა–ს–ი, ს–ია და სხვ. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.–თბ.,1985.–გვ.99

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005417/

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


პლატონ სარაჯიშვილი გრიგოლის ძე რუსეთის გენერალი 1871წწ წარმ. სიღნაღი Саражинович Платон Григорьевич

1 0


ვასილ სარაჯიშვილი ალექსანდრეს ძე 1839-1916წწ რუსეთის გენერალი სიღნაღი კახეთი Сараджев Василий Александрович

1 0


ივანე (ვანო) პეტრეს ძე სარაჯიშვილი 1879-1924წწ გარდ. 45 წლის, მუსიკოსი, დაბ. სიღნაღი

2 0