სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
აბრაამ სეფიაშვილი 1942წ. ინჟინერი, მწერალი დ. სოფ. კულაში, სამტრედია, იმერეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი სეფიაშვილი სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

აბრაამ სეფიაშვილი 1942წ. ინჟინერი, მწერალი დ. სოფ. კულაში, სამტრედია, იმერეთი

აბრაამ სეფიაშვილი (1942) დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფელ კულაში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1971 წელს.



1972 წლიდან ცხოვრობს ისრაელში, სადაც ებმევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქ. აშდოდში აყალიბებს ისრაელში პირველ საქართველოდან ამოსულ ოლეთა კომიტეტს; 1973 წელს სათავეში უდგება აშდოდის პორტის ქართველ ებრაელ მუშების შიმშილობით გაფიცვას, რომელიც გაფიცულთა სრული გამარჯვებით დამთავრდა; 1973 წლის ქიფურის ომის მონაწილე, სადაც იგი მოხალისეთ მიდის 18 ახლად ამოსულ ქართველ ებრაელთან ერთად; ის ისრაელის ისტორიაში პირველი ოლეა მთელი საბჭოთა კავშირიდან, ვინც ისრაელში ამოსვლიდან სულ რაღაც წლინახევრის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურაში აირჩიეს საყოველთაო არჩევნების საფუძველზე - ქ. აშდოდის საქალაქო მუნიციპალიტეტის დეპუტატად; 1993 წლიდან ქ. ბათ-იამის მერის მოადგილე. გაზეთის "ალია საქართველოდან" დამაარსებელი ისრაელსა და საქართველოში, მისი უცვლელი გამომცემელი და მთავარი რედაქტორი (ისრაელში) 45 წლის მანძილზე; აკეთებდა პოლიტიკურ მიმოხილვებს იარაელის რადიო "კოლ-ისრაელის" ქართულენოვან გადაცემებში; შეყვანილია ორგანიზაცია "კერენ კაიმეთის" ოქროს წიგნში (1999) ებრაელი ერის ყველაზე გამოჩენილ და დამსახურებულ პირთა გვერდით. ავტორია წიგნებისა: "პარიზი, ბონი, ნიუ-იორკი" (2000), "კულაში - ნანახი, განცდილი, გაგონილი" (2000), "საქართველო დამოუკიდებლობის მიღებიდან 27 წლის შემდეგ" (2017); გამოქვეყნებული აქვს ასობით პუბლიცისტური შრომა, სტატია, რეპორტაჟი. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: აბრაამ საპირის პირადი გვერდი: abraamsapir.com


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ისრაელ-საქართველოს მეგობრობის შოთა რუსთაველის სახელობის საზოგადოება, დამაარსებელი, თავმჯდომარე (1976-)
  • ისრაელის ქართველ ებრაელ მწერალთა გაერთიანება, თავმჯდომარე
  • პოლიტიკური მოძრაობა "ალია და ახალგაზრდები", დამაარსებელი (1983-)
  • საქართველოდან გამოსულ ებრაელთა მსოფლიო ფედერაცია, თავმჯდომარე (1978-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 12.04.2022
სულ რედაქტირებულია 1




სეფიაშვილი

2 0

ვახტანგ სეფიაშვილი 1949-09/03/93წწ გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი, შინაგანი ჯარი დაბ. სოფ. არბოშიკი დედოფლისწყარო

2 0

თემურ სეფიაშვილი (Тамир Сапир) 1947-2014წწ მაქს. 1,4 მილიარდი დაბ. თბილისი

2 0