სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
აკაკი პაპავა 1890-1964წწ მწერალი, ჟურნალისტი, დაბ. სამტრედია, იმერეთი

1890-1964 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი პაპავა სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

აკაკი პაპავა 1890-1964წწ მწერალი, ჟურნალისტი, დაბ. სამტრედია, იმერეთი

აკაკი პაპავა (1890-1964) დაიბადა ქალაქ სამტრედიაში. 


დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და შევიდა იურიევის (დერპტის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. აქედან გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა.

საქართველოს ქალაქებსა და დაბებში კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე; თვალსაჩინო ლიტერატურულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა; მისი პირველი წერილები 1910-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართული პრესის ფურცლებზე, ქართულ პერიოდულ გამოცემებში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული თეატრის წინაშე; 1914 წელს იგი აირჩიეს სრულიად საქართველოს სათეატრო მოღვაწეთა პირველი ყრილობის დელეგატად; ქართველ მწერალთა საერთო ყრილობამ მწერალთა კავშირის მეორე თავჯდომარედ დანიშნა; პირველი მსოფლიო ომის წლეში სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რევოლუციის დასაწყისისას იგი კავკასიის ფრონტზე იმყოფებოდა; რევოლუციის შემდეგ საქართველოში ბრუნდება და სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს: არის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, შემდეგ ქალაქის გამგეობისა და ამავე დროს საქართველოს პარლამენტის წევრიც; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კვლავ ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირის განყოფილებას და რედაქტორობდა ორკვირეულ სახელოვნო -საინფორმაციო ჟურნალ "ხელოვნებას". დიდი ღვაწლი მიუძღვის უცხოეთში მოხევრილ ძველი ქართული კულტურის შეძენისა და დაცვის საქმეში, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თამარ და აკაკი პაპავების ღვაწლი ჩვენი ეროვნული სიწმინდის – თბილისის სიონის ტრაპეზის ძველი ნაქარგი გადასაფარებლის გადარჩენა-შენახვაში. ისტორიული რელიკვია რეზო თაბუკაშვილის ხელით გადმოსცეს საქართველოს და დღეს ხელოვნების მუზეუმში ინახება.


წყარო: https://burusi.wordpress.com/2010/04/06/akaki-tamar-papava/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, წევრი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 04.01.2023
სულ რედაქტირებულია 2




პაპავა

1 0

ჯამბულ პაპავა 1965-1992წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი.

3 0


ბადრი პაპავა 1953-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. გეზათი აბაშა

2 0


ვენგული პაპავა 1948-1993წწ. გარდ. სოფ.კოჩარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე, აფხაზეთი.

2 0


ნუგზარ (ცუგუნა) პაპავა 1956-93წწ. გარდ.სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


სლავიკ პაპავა 1993წ. გარდ. სოფ. ფოქვეში ოჩამჩირე აფხაზეთი

5 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


თამარ პაპავა 1888-1976წწ მწერალი, დაბ. ქუთაისი

1 0