სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გურამ ოდიშარია 1951წ მწერალი, დაბ. სოხუმი, აფხაზეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ოდიშარია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

50       ბეჭდვა

გურამ ოდიშარია 1951წ მწერალი, დაბ. სოხუმი, აფხაზეთი

გურამ ოდიშარია (1951) დაიბადა ქალაქ სოხუმში. დაამთავრა ქ. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.



სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ "რიწის" მთავარ რედაქტორად, გამომცემლობა "მერანის" აფხაზეთის ფილიალის დირექტორად. 1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. არის 9 პოეტური კრებულისა და 5 პროზაული წიგნის ავტორი. მისი ნაწარმოები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ, იტალიურ ენებზე. უკანასკნელი წლები სისტემატურად მონაწილეობს სახალხო დიპლომატიის ეგიდით წარმართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში (სოჭი, მოსკოვი, ნალჩიკი, წახკაძორი, კონობეევო და სხვა). 2012 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად.



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე
  • კულტურისა და ხელოვნების ასოციაცია "ახალი ხედვა", პროგრამების კოორდინატორი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • გამომცემლობა "ლომისის" პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია


ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ოდიშარია

1 0

გიორგი (გია) ოდიშარია 1970-93წწ. გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ლორენ ოდიშარია 1951-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

3 0