სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გიორგი ნახუცრიშვილი 1902-1992წწ დრამატურგი, მწერალი, დაბ. თბილისი

1902-1992 წწ. გარდ. 90 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ნახუცრიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

გიორგი ნახუცრიშვილი 1902-1992წწ დრამატურგი, მწერალი, დაბ. თბილისი

გიორგი ნახუცრიშვილი (1902-1992) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიური ფაკულტეტი 1928 წელს.



1946 წლიდან ეწევა სამწერლო მოღვაწეობას. პირველი მოთხრობა "თაგუნიას თავგადასავალი" გამოაქვეყნა ჟურნალ "ნაკადულში"; პირველი წიგნი - მოთხრობა "მამამ გამომგზავნა" - 1933 წელს; პირველი პიესა "ნაცარქექია" დაიდგა მოზარდ მაყურებელში - 1936 წელს. პოპულარული იყო მისი მოთხრობა "სილვა ვასილიევი" (1934),  რომანი "მგელკაცა" (1939). მას განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართულ დრამატურგიაში. მისი პიესები "კომბლე" (1939), "აჩაკუნე" (1940), "წიწამური" (1956), "ფიროსმანი" (1960), "შაითან ხიხო" (1964) და სხვა.  წარმატებით იდგმებოდა თეატრებში. განსაკუთრებით პოპულარული იყო პიესა "ჭინჭრაქა" (1962), რომელიც 1963 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დადგა რეჟისორმა მ. თუმანიშვილმა. ინსცენირებული აქვს ა. პუშკინის "კაპიტანის ქალიშვილი", ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი", ა. ყაზბეგის "ციცია", ვ. ჰიუგოს "კაცი რომელიც იცინის", მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი".


წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.708; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ. 67-68

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • პიესები (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრ. საზ-ბა, 1983. - 318გვ.
  • შაითან ხიხო : ზღაპარი-კომედია 3 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1970. - 88გვ.
  • ჭინჭრაქა : ზღაპარი-კომედია 3 მოქმედებად, 7 სურათად (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1969. - 89 გვ.
  • მგელკაცა : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1961. - 242გვ.
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008446/

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ნახუცრიშვილი

1 0

ნახუცრიშვილი გიორგი იოანეს ძე, 1877-1953წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ტოლათსოფელის (ნაქალაქარის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია

1 0

დავით ნახუცრიშვილი 1874-1932წწ გარდ. 58 წლის, მთარგმნელი, მწერალი, დაბ. ხაშმი, საგარეჯო, კახეთი

1 0


ლევან ნახუცრიშვილი დ.1996წ. მსოფლიო ჩემპიონი, სამბო. 2019, სეული, სამხრეთ კორეა. წარმ. თელავი

1 0

5 10 9