სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
მელიტონ ქანთარია 1920-1993წწ  სამამულო ომის გმირი დაბ. ჯვარი, წალენჯიხა, სამეგრელო. მელიტონ ქანთარია 1920-1993წწ  სამამულო ომის გმირი დაბ. ჯვარი, წალენჯიხა, სამეგრელო. მელიტონ ქანთარია 1920-1993წწ  სამამულო ომის გმირი დაბ. ჯვარი, წალენჯიხა, სამეგრელო. მელიტონ ქანთარია 1920-1993წწ  სამამულო ომის გმირი დაბ. ჯვარი, წალენჯიხა, სამეგრელო. მელიტონ ქანთარია 1920-1993წწ  სამამულო ომის გმირი დაბ. ჯვარი, წალენჯიხა, სამეგრელო.

1920-1993 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ქანთარია სია

წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

მელიტონ ქანთარია 1920-1993წწ სამამულო ომის გმირი დაბ. ჯვარი, წალენჯიხა, სამეგრელო.

მელიტონ ვარლამის ძე ქანთარია (დ. 5 ოქტომბერი1920ჯვარი — გ. 26 დეკემბერი1993მოსკოვი) — საბჭოთა კავშირის გმირი (8 მაისი1946), საბჭოთა არმიის ქართველი სერჟანტი, რომელმაც ოფიციალური ცნობებით გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე 1945 წლის 30 აპრილს, 21.50 საათზე.




დაიბადა გლეხის ოჯახში იმჟამად სოფელ ჯვარშისამეგრელო, და კოლმეურნეობაში 1940 წლამდე, როდესაც საბჭოთა არმიაში გაიწვიეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა 756-ე მსროლელთა ბატალიონში, მე-3 არმიის 150-ე მსროლელთა დივიზია, პირველ ბელორუსულ ფრონტზე. მან სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად აღმართა საბჭოთა წითელი დროშა დაცემული რაიხსტაგის თავზე ბერლინისთვის ბრძოლისას, 1945 წლის 30 აპრილს


.

1947 წელი მელიტონ ქანთარია არჩევნებზე


1946 წელს დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში ცხოვრობდა. აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა (1993 წლის სექტემბერს). ქანთარია ოჯახითურთ მოსკოვში გადავიდა, სადაც ორ თვეში გარდაიცვალა.

1940 წელს მელიტონ ქანთარია გაიწვიეს არმიის რიგებში, მას მალე მოუსწრო ომმა. პირველად კავკასიაში შეერკინა მტერს. მონაწილეობას იღებდა სმოლენსკის ოლქის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. აქ მელიტონ ქანთარია მძიმედ იქნა დაჭრილი. გამოჯანმრთელების შემდეგ იგი ისევ ფრონტზეა. მან სახელოვანი გზა გავნლო პოლონეთის ტერიტორიაზე, მონაწილეობდა მდინარეების ვისლასა და ოდერის, ნეისესა და შპრეეს გადალახვაში, დუბლინის, ლატვიის და ბელორუსიის განთავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებში. ომის დროს იდრიცკის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზიის 776-ე მსროლელი პოლკის მამაცი მზვერავი მელიტონ ქანთარია სამჯერ იქნა მძიმედ დაჭრილი .

ომის შემდეგ მელიტონ ქანთარია მუშაობდა სოფელ აგუბედიის კოლმეურნეობაში, შემდეგ მეშახტედ ტყვარჩელში. იყო საქართველოს სსრ მე-2 - მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის 2 ორდენით, წითელი დროშის, მარქსის (გდრ) ორდენითა და მედლებით.

მელიტონ ქანთარია 1993 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა ქ. მოსკოვში. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მოადგილის ირაკლი მენაღარიშვილის თავმჯდომარეობით შეიქმნა მისი დამკრძალავი კომისია. მელიტონ ქანთარია დაკრძალული იქნა ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ეზოში, გამარჯვებული ჯარისკაცის ძეგლის გვერდით, 1994 წლის 5 იანვარს,.



შვილი ციალა ქანთარია დაბადებულია 04 ივნისი 1946 წელს სოფელ ბედიაში (გალი) გათხოვილი ტყვარჩელში, ამჟამად ცხოვრობს საბერძნეთში ქალიშვილთან ერთად. მისი ვაჟი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში თამაზ გიორგის ძე ოჩიგავა 1971-93წწ გარდ. სოფ. ბესლახუბა ტყვარჩელი დაბ. ტყვარჩელი





შვილიშვილი (დედა ციალა) გარდაიცვალა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში თამაზ გიორგის ძე ოჩიგავა 1971-93წწ გარდ. სოფ. ბესლახუბა ტყვარჩელი დაბ. ტყვარჩელი




ითანამშრომლა ზურაბ ზურაბის ძე აკობიამ დაბადებული 1999 წელს ჯვარი, წალენჯიხა, სამეგრელო












კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 11.10.2021
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0