სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგაძე იგორ პანტელეიმონის ძე (1950) საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. კორმაღალი, სამტრედია
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გიორგაძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

69       ბეჭდვა

გიორგაძე იგორ პანტელეიმონის ძე (1950) საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. კორმაღალი, სამტრედია

იგორ პანტელეიმონის ძე გიორგაძე (დ. 23 ივნისი1950ზაისანიყაზახეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (1993-1995); უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი (1994). 1995 წლიდან ბრალდებულია ტერორიზმში. 1995–2016 წლებში იძებნებოდა ინტერპოლის მიერ.დაბადების ადგილი: ქ. ზაისანი, ყაზახეთი.



დაიბადა სსრკ-სა და ჩინეთის საზღვარზე მესაზღვრის ოჯახში. დაამთავრა საშუალო სკოლა 1967 წელს; მიიღო მუსიკალური განათლება ვიოლინოს განხრით; სიყმაწვილეში აქტიურად მისდევდა სპორტის მრავალ სახეობას (ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი); დაამთავრა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ი) უმაღლესი სკოლა მოსკოვში 1973 წელს.


1973-1995წწ. რესპუბლიკის უშიშროების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა; 1980-1981წწ. მონაწილეობდა სსრკ სუკ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმ "კასკადის" საბრძოლო ოპერაციებში ყანდაარში, ავღანეთში; 1991-1992 წწ. სამოქალაქო ომში მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა მხარეს; 1993-1995წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრი; 1995 წელს  პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა; იმავე წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ღია წერილის შემდეგ იგი ფაქტობრივად გადავიდა ღია კონფრონტაციაზე; საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 1995 წლის 20 ნოემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით იგორ გიორგაძეზე ძებნა გამოცხადდა. ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია "სამართლიანობა" და ორგანიზაცია "ანტისოროსი". მიღებული აქვს 15 სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის მედალი "საბრძოლო მიღწევებისათვის".

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია., ტ. 2. - თბ., 2012 . -გვ.14

მამა პანტელეიმონ გიორგაძე ივანეს ძე 1925-2009წწ გარდ. 84 წლის, საბჭოთა გენერალი დაბ. სოფ. კორმაღალი, სამტრედია იმერეთი


მადლობა გალაქტიონ (გოგიტა) თემურის ძე გიორგაძეს, მცხოვრები სოფ. გორმაღალი, სამტრედია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.10.2023
სულ რედაქტირებულია 4




გიორგაძე იოსებ გრიგოლის ძე მართლ. მღვდელი 1879-1910წწ სოფ. ჯავრისი, მანდიკორი, ოჯოლი, ტყიბული

2 0

გიორგაძე იოვანე იოსების 1873-1944წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ჯვარისა ტყიბული. მოღვ. სოფ. ჯალაურთა, საჩხერე

2 0

გიორგაძე

1 0

გიორგაძე ნესტორ იოსების ძე მართლმ. მღვდელი 1890-1917წწ სოფ. ბანოჯა, წყალტუბო, ქუთაისი

2 0

მიტროპოლიტი ანტონი (ალექსი გიორგაძე) 1866-1918წწ დაბ. ქუთაისი

2 0

ბიქტორ იოანეს ძე გიორგაძე XVIII ს-ის II ნახ. - 1847 დაბ. სოფ. სვირი (ზესტაფონი)

2 0

დომენტი (დავით) მიხეილის ძე გიორგაძე დაბ.1884-1959წწ. მღვდელი დაბ. სოფ.სიმონეთი (თერჯოლა)

2 0

პანტელეიმონ გიორგაძე ივანეს ძე 1925-2009წწ გარდ. 84 წლის, საბჭოთა გენერალი დაბ. სოფ. კორმაღალი, სამტრედია იმერეთი

2 0


ჭიჭიკო გიორგაძე 24/09/1993წ გარდაიცვალა იაშთუღა სოხუმი აფხაზეთი

3 0

გიორგი (გოჩა) გიორგაძე 1963-1993წწ გარდ. 30 წლის, სოფ. კინდღი აფხაზეთი სპეც. დანიშნულების ბატალიონი ომონი დაბ. თბილისი.

2 0

მინდია გიორგაძე ვასილის ძე 1966-93წწ გარდ. სოფ. კინდღი დაბ. სოფ ყუმური ვანი

3 0


ჯურხა გიორგაძე 1968-1993წწ გარდ. ლაბრა აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭალა საჩხერე.

3 0

ზურაბ გიორგაძე გარდ. აფხაზეთი

3 0

ტიტე გიორგაძე ჭიჭიკოს ძე გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი წარმ. სოფ. საზანო თერჯოლა

1 0

გოჩა გიორგაძე სერგოს ძე 1966-93წწ გარდ. 27 წლის აფხაზეთი დაბ. სიმონეთი თერჯოლა

3 0

გელა გიორგაძე ვარლამის ძე გარდ. აფხაზეთი დაბ. ტყიბული

3 0

გიორგი პეტრეს ძე მაისურაძე 1968-93წწ გარდ. 25 წლის ზუგდიდი, შსს დაბ. ქუთაისი 112

2 0

გოჩა გიორგაძე 1961-82წწ გარდ. ავღანეთი დაბ. ასპინძა

2 0

გენადი გიორგაძე 1963-93წწ გარდ. 30 წლის სოფ. იაშხთვა აფხაზეთი დაბ. სოხუმი

4 0

ანატოლი გიორგაძე 1937წ. მეცნიერი, მხატვარი, პედაგოგი, ფიზიკოსი, დაბ. ქ. თბილისი.

1 0


გრიგოლ გრიგოლის ძე გიორგაძე 1927-2005წწ. ისტორიკოსი, აკადემიკოსი. ქუთაისი, იმერეთი.

1 0


გენადი გიორგაძე დ.1946წ. მსოფლიო ჩემპიონი სამბო მცხეთა

1 0

1 0 0


მიხეილ გიორგაძე დ.1961წ. ოლიმპიური პრიზიორი წყალბურთი ქუთაისი იმერეთი

1 0

3 0 1


მირიან გიორგაძე დ.1976წ. ახალგ. მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა სოფ. ზედა საზანო თერჯოლა

2 0

2 1 3


გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე 1879–1937წწ. სამხედრო მინისტრი. ქუთაისი.

1 0


რესან კონცელიძე 1963წწ პოლიციის გენერალი. დაბ. ჩაქვი, ქობულეთი, აჭარა.

2 0

გიორგაძე ვალერიან პავლეს ძე(1893-1938) საბჭოთა კომდივი ქუთაისი

1 0