სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ფიცხელაური შენგელი ალექსის ძე (1944) საქართველოს გენერალი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. დაბ. სოფ.ახშანი ახმეტა კახეთი
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ფიცხელაური სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

ფიცხელაური შენგელი ალექსის ძე (1944) საქართველოს გენერალი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. დაბ. სოფ.ახშანი ახმეტა კახეთი

შენგელი ფიცხელაური (დ. 2 აგვისტო, 1946, ახშანი, საქართველოს სსრ) გენერალი 1999 წლიდან – ქართველი ძიუდოისტი, გენერალ-მაიორი, ღირსების ორდენის კავალერი. 




საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. 1973 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის სამგზის ჩემპიონი (1973-1975; გუნდური). პირად ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მფლობელი 1971, 1973 და 1975 წლებში და III ადგილის მფლობელი 1974 წელს.

შენგელი ფიცხელაური წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

1976-1977 წლებში იყო ქალაქ თბილისის შს სამმართველოს ინსპექტორი; 1977-1980 წლებში თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. 1980-1983 წლებში თბილისის კრწანისის რაიონის შს განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსია, ხოლო 1983-1985 წლებში შსს ახმეტის რაიონის შს განყოფილების უფროსია. 1985-1991 წლებში თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსია, მომდევნო ექვსი წელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეა.

1997-2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ხოლო 2002-2004 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კონსულტანტთა ჯგუფის კონსულტანტი (დეპარტამენტის უფროსი).

2019 წლის 22 იანვრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველია, ხოლო ამავე წლის 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.

დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ - 1999 წლის 27 მაისს და “ღირსების ორდენით“ – 2002 წელს.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2020
ბოლო რედაქტირება 29.11.2025
სულ რედაქტირებულია 4




ფიცხელაური

1 0

დოსითეოს (დიმიტრი) არჯევანის ძე ფიცხელაური 1774-1830წწ მთავარაეპირკოპოსი დაბ. სოფ. იკოთი (ახალგორი)

2 0

ალექსანდრე ფიცხელაური პეტრეს ძე 1878-1928წწ გენერალ ლეიტენატი დაბ. ნოვოჩერკასკი

1 0


ივანე კონსტანტინეს ძე ფიცხელაური 1908-1975 რუსეთის საპატიო რკინიგზელი სტეფანწმიდა(ყაზბეგი) Иван Константинович Пицхелаури

2 0


შენგელი ფიცხელაური დ.1946წ მსოფლიო პრიზიორი, ძიუდო. დაბ. სოფ. ახშაანი ახმეტა

1 0

3 4 4