სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ჩხეიძე ვალერი სერგოს ძე (1948-2017) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ.დიმი ბაღდადი

1948-2017 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჩხეიძე სია

ბაღდადი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ჩხეიძე ვალერი სერგოს ძე (1948-2017) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ.დიმი ბაღდადი

ჩხეიძე ვალერი სერგოს ძე (26 სექტემბერი 1948-2017)  გენერალ-მაიორი (1994), გენერალ-ლეიტენანტი (1998), პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (2000). დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა დიმი, ბაღდათის რაიონი. 



დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის სპეციალობით 1974 წელს; 1976 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის ოპერატიული შემადგენლობის მომზადების კურსები (ქ. ტაშკენტი), 1984 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი შემადგენლობის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი.


1966-1971 წწ. მუშაობდა მუშად; 1972-1973 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში, მოსკოვის ოლქის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში; 1973-1974 წწ. იყო ქ. თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლის პედაგოგი; 1974-1975 წწ. ტურისტული მოგზაურობის ბიუროს ინსტრუქტორი; 1975-1981 წწ. მსახურობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ორგანოებში; 1984-1987 წწ. გაიგზავნა ავღანეთში სპეციალური დავალებით; 1987-1991 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ქ. თბილისის რაიგანყოფილების უფროსად; 1987-1990 წწ. ამავე კომიტეტის ცენტრალური აპარატის განყოფილების უფროსის მოადგილე, 1990- 1991 წწ. ცენტრალური აპარატის განყოფილების უფროსად, 1991 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად; 1991-1992 წწ. საქართველოს უშიშროების სამინისტროს განყოფილების უფროსად; 1992 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ; 1992-1993 წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ; 1993-1994 წწ. სასაზღვრო ჯარების სარდლად, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, 1994-2004 წწ. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე; საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე და საგარეო დაზვერვის დეპატრამენტის დირექტორი; პოლიტოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, გენერალ-ლეიტენანტი, უშიშროების გენერალ-მაიორი. მირებული აქვს "ხალხთა მეგობრობის" ორდენი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.374; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.167

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საგარეო დაზვერვის დაპატრამენტი, თავმჯდომარე (2004-)
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი , თავმჯდომარე (1993-1994)
  • საქართველოს უშიშროების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
  • საქართველოს ღირსების ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2020
ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 1




ჩხეიძე

1 0

ჩხეიძე ბარბარე დაბ. 1976წ. მონაზონი ოჭანეს წმ. ნინოს დედათა მონასტერი. დაბ. ზუგდიდი

2 0

ალექსანდრე ჩხეიძე 1873-1941წწ ბრიგადის გენერალი პოლონეთი. დაბ, ქუთაისი იმერეთი, .

2 0


მიხეილ ჩხეიძე საჩინოს ძე (1847-1916 შემდ.), რუსეთის გენერალი სოფ. ოჩბა ბაღდადი იმერეთი Чхейдзе Михаил Сочинович

1 0


ალექსაქნდრე ჩხეიძე დავითის ძე (1873-1941) რუსეთის გენერალი სოფ. ქუტირი ხონი ? ქუთაისის გუბერნია

1 0


კონსტანტინე ჩხეიძე დავითის ძე (1853-1920) რუსეთის გენერალი იმერეთი Чхеидзе Константин Давидович

1 0


ვასიკო ჩხეიძე 1957-93წ. გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი დაბ. ტყიბული

2 0


ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე(1864-1926)ამიერკავკასიის სეიმის თავჯდომარე ფუთი ზესტაფონი იმერეთი

1 0


დავით ჩხეიძე (თურდოსპირელი) 1888- 1948წწ გარდ. 62წწ. მწერალი, 1927 წელს დააფუძნა თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. დაბ. სოფ. ვარდისუბანი, თელავი, კახეთი

1 0


ოთარ ჩხეიძე 1920-2007წწ მწერალი, ფილოლოგი, დაბ.სოფ. ყელქცეული, გორი, ქართლი

1 0


დავით ჩხეიძე 1890-1937წწ მწერალი, დაბ. სოფ. დიმი, ბაღდათი, იმერეთი

1 0


ირაკლი ჩხეიძე დ.1999წ. მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობა ზუგდიდი

1 0

17 3 3


გიორგი ჩხეიძე დ.1997წ. მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა დ. სოფ. რიყე ზუგდიდი

1 0

2 11 4