ვასილ არაბიძე 1932-2000წწ. მხატვარი, დაბ. ზესტაფონი იმერეთი
ვასილ არაბიძე (1932-2000) ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს.
1959 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. იმავე წლიდან იყო კონცერნ "ქართული ფილმის" მხატვარი. მხატვრულად გაფორმებული აქვს შემდეგი ფილმები: "მიხა"(1964), "მაცი ხვიტია"(1965), "ბზიანეთი"(1969), "გზა მშვიდობისა, ჯაყო"(1972), "ანარეკლი"(1974), "ძაღლი"(1974), "დილის ნისლივით"(1976), "თვალი პატიოსანი"(1976), "ღამის ილუზია"(1985), "ხარება და გოგია"(1987). გადაღებულია ფილმებში: "ავტოპორტრეტი"(1987), "ქალაქის მიღმა"("ღამის ილუზია", 1985). მუშაობდა დაზგურ ფერწერაში. ფერმწერი, კინოს მხატვარი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.178; ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ-გვერდი: geocinema.ge