სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ეკატერინე ბაღდავაძე 1916-1975წწ. მხატვარი, ქ. თბილისი.

1916-1975 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბაღდავაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

78       ბეჭდვა

ეკატერინე ბაღდავაძე 1916-1975წწ. მხატვარი, ქ. თბილისი.

ეკატერინე ბაღდავაძე (1916-1975)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1940 წელს.

1940 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; 1948–1953წწ. იყო გამომცემლობა "ნაკადულის" მხატვარ–რედაქტორი; შექმნა ქალთა განზოგადებულ–იდეალიზირებული პორტრეტები: "ქალი მარაოთი"(1944), "მეჩონგურე ქალი"(1945), ისტორიულ პირთა პორტრეტები: "თამარ მეფე"(1969), "მანანა ორბელიანი მეგობარ ქალთა შორის"(1947), ავტოპორტრეტები(1943, 1945, 1969, 1970). დიდი ადგილი დაუთმო ისტორიულ თემას: "გიორგი სააკაძის გამოთხოვება ოჯახთან"(1959), ქართველ და რუს პოეტთა ცხოვრებას: "შეხვედრა აკაკი წერეთელთან"(1948), "ლერმონტოვი საქართველოში"(1948), "პუშკინი ორთაჭალის ბაღში"(1946). მხატვრულად გააფორმა საბავშვო წიგნები( ა. ტოლსტოის "ბურატინოს თავგადასავალი ანუ ოქროს გასაღები", 1952). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფერმწერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.377; იუსტიციის სახლი : საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალის საძიებო პროგრამა archival-services.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ბაღდავაძე - გვარის 3 ღვთისმსახური

1 0

ბაღდავაძე სიმონ, ბერი დიდსქემოსანი. 1857-1942წწ წმინდა პანტელეიმონის მონასტრი 1930 იანი წლები, ათონის მთა. დაბ. სოფ. ჭყვიში, ვანი

2 0