სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12283

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გრიგორი გაგარინი 1810-1893წწ. არქიტექტორი, მხატვარი, რუსეთი, ქ. პეტერბურგი.

1810-1893 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გაგარინი სია

რუსეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

72       ბეჭდვა

გრიგორი გაგარინი 1810-1893წწ. არქიტექტორი, მხატვარი, რუსეთი, ქ. პეტერბურგი.

გრიგორი გაგარინი (1810-1893)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

აკადემიური უმაღლესი განათლება არ მიუღია; სწავლობდა კ. ბრიულოვთან ქ. რომში; 1848-1854წწ. ცხოვრობდა თბილისში; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში; 1850-იან წლებში მოხატა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზი, ფოიეები, საზეიმო ფარდა (იტალიელ დეკორატორ დერბეზისთან ერთად); გაგარინი აფორმებდა ქართულ დრამატულ სპექტაკლებსაც (გ. ერისთავის "გაყრა", "დავა"); 1850-1860წწ. მოხატა თბილისის სიონის ტაძრის ინტერიერი; დახატა ქართველ არისტოკრატთა პორტრეტები (დ. წავწავაძე, მ. ორბელინი.

დაცულია ლენინგრადის რუსულ მუზეუმში); აქვს აგრეთვე XIX საუკუნის თბილისის ხედები, ნატურმორტები, პეიზაჟები, საყოფაცხოვრებო სცენები, ხუროთმოძღვრული ძეგლები, ჩუქურთმები, ქართველთა ტიპები; განსაკუთრებით მნშვნელოვანია მის მიერ პარიზში გამოცემული ალბომები "თვალწარმტაცი კავკასია" და "კავკასიური კოსტიუმები", რომლებიც მხატვრულთან ერთად უეჭველ დოკკუმენტურ მნიშვნელობასაც ინარჩუნებენ; გაგარინი ნახატის დიდი ოსტატი იყო; მისი შემოქმედება რომანტიზმის გავლენის კვალს ატარებს; ფერმწერი, ხელოვნების მკვლევარი, 1859-1872წწ. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის იმპერატორის კარის ობერგოფმეისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 90


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1